1geo

სათხაში აღინიშნა საგმირო ბრძოლის 100 წლისთავი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 1 ივნისს, ნინოწმინდის რაიონის  სოფელ სათხაში საზეიმოდ აღინიშნა სათხის საგმირო ბრძოლის 100 წლისთავი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ნინოწმინდის რაიონის სომხების სულიერი მოძღვრის, მღვდელ არმაშ პოღოსიანის, რუსთავის და მარნეულის სომხების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ნარეკ ღუშჩიანის და საეპისკოპოსოს საერო პერსონალის  1თანხლებით,    მონაწილეობა მიიღო  სოფელი სათხის საგმირო ბრძოლის დიდებლი იუბილესადმი მიძღვნილ დღესასწაულში. სათხელების დღესასწაულს დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ჰენზელ მკოიანი, სამველ მანუკიანი, დავით ჭიჭინაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე  სმბატ კიურეღიანი, ახალქალაქის  და ნინოწმინდის მერები - იურიკ უნანიანი, ანივარდ მოსოიანი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები.  
2დღე იყო სადღესასწაულო. სათხაში ჩამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე სათხელები და სტუმრები სომხეთიდან და რუსეთის ფედერაციიდან.   
ღონისძიება მისასალმებელი და მისალოცი სიტყვით  გახსნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის და განათლების დეპარტამენტის უფროსმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა. ამ უკანასკნელმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე, პატივი მიაგო გმირულად დაცემული, 3500 სათხელის ხსოვნას, ხაზი გაუსვა გმირულ ბრძოლაში ადგილობრივთა გამოჩენილ ურყევ ნებას და გმირობას.
 საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა გამოსვლა დაიწყო სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის კურთხევის წერილის კითხვით, შემდეგ მიულოცა დამსწრეებს. მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  რუბენ სადოიანი, დღესასწაულის დამფუძნებლები არტიუშა სანოსიანი, ალბერტ ისოიანი და სხვები.  
დღესასწაულის სამხატვრო ნაწილში გამოვიდნენ სომხეთიდან ჩამოსული ხელოვანები: „სასნა წრერ“ ქორეოგრაფიული ანსამბლი,     მომღერლები არსენ გრიგორიანი 4(მრო), მკრტიჩ მკრტჩიანი, არსენ გრიგორიანი, მავრ მკრტჩიანი, ახალქალაქის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები: „ჯავახქ“, „ ნინოწმინდის „ფარვანა“, ჯიგრაშენის „ნაირი“, ინდივიდუალური შემსრულებლები, დეკლამატორები და სხვა.  
სათხის გმირული ბრძოლის დღე პირველად აღინიშნა სანოსიანების ოჯახის ინიციატივით, ნინოწმინდის საკრებულოს დადგენილებით   მიიღო სახელმწიფო სტატუსი, დღესასწაულის საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ხალხურ  დღესასწაულთა კალენდარში შეტანის მოლოდინით.  
წელს სანოსიანების ოჯახის და უცხოეთში მცხოვრები ყველა სათხელის მატერიალური მხარდაჭერით სოფელში ღია ცის ქვეშ დღესასწაულების აღსანიშნავად მოეწყო   კეთილმოწყობილი ადგილი. შედეგად, ათასობით სტუმარმა ისიამოვნა კულტურული დღესასწაულით, მონაწილეობა მიიღო წვეულებაში.   5
საიუბილეო ღონისძიებები სოფელში დაიწყო დილით ადრე,   სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით.
1918 წელს, თურქეთის მე -5 დივიზია გაემართა ჯავახეთისკენ, რათა შემდეგ დაეპყრო თბილისი, შეხვდა სათხელთა წინააღმდეგობას. სახალხო   ქვედანაყოფებმა, რომელთაც  შეუერთდა სხვა სოფლების  მოხალისეთა ჯგუფები, შეაჩერეს თურქული კანონიერი არმია, უზრუნველყვეს მოსახლეობის გადაყვანა წალკაში და მტერს გადაუკეტეს გზა თბილისისკენ. სათხის საგმირო ბრძოლამ, სარდარაპატის, ბაშ-აპარანის და ღარაქილისის საგმირო ბრძოლებთან ერთად შეაჩერა მტრის  არმიის წინსვლა.  
ასობით სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, მტერს დიდი ზარალი  მიაყენეს, რითაც აღკვეთეს ჯავახეთის სომხების მასობრივი ხოცვა, ასევე ჩაშალეს თბილისის დაპყრობის მტრის განზრახვა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)