1geo

საქველმოქმედო სადილი ახალციხეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a12018 წლის 25 ივნისს ახალციხის სულიერმა ინსპექციამ  ადგილობრივი ხანდაზმული 1და მარტოხელა პენსიონერებისთვის  საქველმოქმედო სადილი მოაწყო.
სადილს დაესწრო  ასამდე პირი.   "ახალციხის" სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, სომხური სკოლის ჯგუფთან ერთად, ნამდვილ  დღესასწაულად აქცია    ხანდაზმულთათვის მოწყობილი ქველმოქმედება. სუფრასთან  მაღალი განწყობა იყო, ერთად შესრულდა სიმღერა და ცეკვა, ყველა მხიარულობდა.   საქველმოქმედო სადილის მონაწილე მრავალმა სომეხმა, ქართველმა და სხვა ეროვნების 2წარმომადგენლებმა მადლიერება გამოუხატეს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიას,   ახალციხისა და ბორჯომის რაიონების სულიერი მეთვალყურის,  3მღვდელმონაზონ  ჰაკობ საჰაკიანის და   ახალციხის რაიონის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის, თორგომ ვარდანიანის სახით, მსგავსი მშვენიერი   ღონისძიების ორგანიზებისა და მათთვის ზეიმის მოწყობისთვის.
ახალციხის სულიერი ინსპექცია დაჰპირდა, რომ ღვთის ნებით მსგავს ინიციატივებს უწყვეტი ფორმა ექნება და მასში ჩაერთვება მრავალი ახალი პირი,  ეროვნებისა და რელიგიის მიუხედავად.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)