1geo

მიხაილ ანანოვის შემოქმედებითი საღამო ცენტრში „ჰოვანეს თუმანიანის სახლი” PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a12018 წლის 23 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში   გაიმართა ცნობილი თბილისელი სომეხი პოეტის, რამდენიმე კრებულის ავტორის, მიხაილ ანანოვის შემოქმედებითი საღამო.    
ღონისძიებას უძღვებოდა თვითონვე, საქართველოს რუსულენოვანი ლიტერატორების პუშკინის საზოგადოება ”არიონის”   წევრი, საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ" კავშირის წევრი პოეტი. მიხაილ ანანოვმა დამსწრეებს პოეტური სიტყვებით  გადაუხადა მადლობა.   
დარბაზში შეკრებილნი იყვნენ მიხაილ ანანოვის მწერალი მეგობრები,    მისი პოეტური ხელოვნების დამფასებლები.  დიდი სომეხი პოეტის ყოფილ ბინაში  სტუმართმოყვარე ატმოსფეროს     პოეტური სულისეკვეთება შესძინა ანანოვის მიერ თავისი ნაწარმოებების და მათი სომხური თარგმანების წაკითხვამ, ბოლოს კი მან წარმოაჩინა თავისი კიდევ ერთი ნიჭი  - შეასრულა საავტორო სიმღერა.   
საღამოს მიმდინარეობისას პერიოდულად აჩვენებდნენ მელოდეკლამაციებს. შესრულდა ფილოსოფიური, რელიგიური, სამოქალაქო, პატრიოტული და სიყვარულის ლექსები. საღამო დაამშვენა პოეტის ქალიშვილის - ანას, დეკლამაციამ, ინდივიდუალურად და მამასთან ერთად.    
დაფასების და  შემოქმედებითი კეთილი სურვილების სიტყვა თქვეს  ორგანიზაცია „არიონის“ მისმა მწერალმა მეგობრებმა მარინა მოსესოვა- კირაკოსიანმა  და მარინა ჩაჩუამ, საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ“ კავშირის წევრებმა სუსანა ავეტისიანმა და ლუსინე ვანოიანმა, ასევე ანანოვის სასკოლო პერიოდის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მიხეილ 36188657თადევოსოვმა, პროფესორმა იური საფაროვმა.    
მონაწილეებმა აღნიშნეს ასევე პოეტის ოსტატობის   მაღალი დონე   და  ნაწარმოებებში ჩადებული მისი  კაცთმოყვარეობა.  
კურთხევის და დაფასების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული    ცენტრის სულიერი მეთვალყურე, ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი, ვინც პოეტს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები. მამა კირაკოსმა მიხაილ ანანოვის ლექსებს უწოდა პოეტური ოსტატობით და ღვთაებრივად შთაგონებული ნაწარმოებები.  
მიხაილ ანანოვმა მადლობა გადაუხადა მასპინძელ "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ   ცენტრს, რომელმაც მას პატივი დასდო და  მისი შემოქმედებითი საღამო  სომხური კულტურის ამ დიდებულ ცენტრში ჩაატარა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)