1geo

ჯავახეთში ხელახლა აკურთხეს კიდევ ერთი სომხური ეკლესია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 1 ივლისს, ახალქალაქის რაიონის  სოფელ კულიკამში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხელახლა აკურთხა 1865 წელს აშენებული „სურბ ერრორდუთიუნ“  (წმინდა სამების) ეკლესია.
ეკლესია პირველად აღადგინეს  ჯერ კიდევ გასული საუკუნის  90-იანი წლების დასასრულს, ადგილობრივი მცხოვრებისIMG 5069 სტეფან უზუნიანის შემოწირულობით. წლების შემდეგ სოფლის მოსახლეობამ საკმარისად არ მიიჩნია შესრულებული აღდგენითი სამუშაოები. გაერთიანდა და ქველმოქმედების, სტეფან უზუნიანის, ღაზარ მირანიანის და თემის სახსრებით მთლიანად აღადგინა ტაძარი, კეთილმოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, მომზადდა სომხური ორნამენტებიანი  ძვირფასი წმინდა ტრაპეზი და უფრო    დიდებული სახე  მიეცა „სურბ ერრორდუთიუნ“    ეკლესიას.
სოფლის მოსახლეობა ეპარქიის წინამძღვარს და მღვდელმსახურებს დახვდა სოფლის ცენტრში, დოლითა და ზურნით,   ტრადიციული პურითა და მარილით.  
ყველგან სადღესასწაულო განწყობა იყო, სოფლის მცხოვრებლები შეკრებილნი იყვნენ ეკლესიის ეზოში. სოფლის ერთ-ერთი პატივცემული პირი, სარგის უზუნიანი,  IMG 4863დამსწრეებს  მიესალმა  და  სოფელ კულიკამის ისტორია წარმოადგინა.
შემდეგ ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ტათევ მარუქიანის მონაწილეობით, და სოფელ დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის, ტიგრან მხითარიანის  თანამონაწილეობით შესრულდა ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონია. კარის გახსნის ცერემონიის შემდეგ, წმინდა მირონი IMG 5087სცხეს წმინდა სამების ეკლესიის წმინდა ტრაპეზს, ნათლობის აუზს და 16 სვეტს.   
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  წარმომადგენლები, სტუმრები სხვადასხვა რეგიონებიდან და სოფლებიდან, ასევე სომხეთიდან.
ახლად ნაკურთხ  ეკლესიაში პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა.    საღმრთო ლიტურგიის დროს შესრულდა მონანიების წესი და მორწმუნეებმა მიიღეს ზიარება.
საღმრთო ლიტურგიის დროს ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის,  გარეგინ მეორის, კურთხევა და მამობრივი სიყვარული, მიულოცა ეკლესიის ხელახალი კურთხევა და უსურვა, რომ მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ბრწყინვალე სინათლემ მუდამ ნათლად და რწმენით აღსავსე ამყოფოს კულიკამში მდებარე სურვილების შემსრულებელი ღვთის სახლი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აკურთხა ყველა პირი, ვინც ეკლესიის რეკონსტრუქციაში მონაწილეობდა - IMG 5084მშენებლები, ხელოსნები, ქველმოქმედები და ერის ერთგული სხვა შვილები. საღმრთო ლიტურგია დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის დამცავი ლოცვით.
წირვის შემდეგ დამსწრეებმა გადაინაცვლეს სოფლის მოედანზე, სადაც გახსნეს სომხეთის რესპუბლიკის სტეფანავანის მცხოვრების, კულიკამელთა ოჯახში დაბადებული და  1992 წელს არცახში გარდაცვლილი არტურ ღარიბინის  მემორიალური ქვა, შესრულდა პარაკლისი, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილი ახალგაზრდის თავისუფლებისათვის მებრძოლი მეგობრები.   
შემდეგ დაიწყო კულტურული ღონისძიება, საკონცერტო პროგრამაში შესრულდა პატრიოტული ლექსები, ხალხური ცეკვა და ხალხური სიმღერები სომხეთიდან ჩამოსული ნიჭიერი შემსრულებლების, ასევე სომხეთიდან ჩამოსულ  თავისუფლებისათავის მებრძოლთა მიერ.
დღის ბოლოს  დღესასწაულთა ახლად გახსნილ  დარბაზში აკურთხეს შესაწირი და გაუმასპინძლდნენ დამსწრეებს.  
კულიკამი ახალქალაქის რაიონის სომხებით დასახლებული ერთ-ერთი სოფელია.   მოსახლეობა დაკავებულია  მეცხოველეობით და მიწათმოქმედებით. სოფლის მცხოვრებთა წინაპრები აქ ჩამოვიდნენ 1830 წელს, ერზრუმის მაზრის სოფელ ანკარიჩიდან. სოფელს ჰქონდა ეკლესია, რომელთანაც მოქმედებდა სამრევლო სასწავლებელი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)