1geo

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლის საანგარიშო კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 43882018 წლის 1 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის ვიკარიატში გაიმართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლის საანგარიშო კონცერტი.  
წარმომადგენლობითი იყო დარბაზის აუდიტორია. ესწრებოდნენ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის ვიცე-მერი არმენ მარანგოზიანი, მუნიციპალიტეტის    კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი  ვალერი სტელმაშოვი და სხვა თანამდებობის პირები, ასევე   მშობლები, მასწავლებლები და აღსაზრდელები.
საანგარიშო კონცერტს დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ IMG 4386მირზახანიანმა, ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ტათევ მარუქიანის და ღირსი დეკანოზის  ეღიშე ჰარუთუნიანის თანხლებით. მიღებული წესისა და ტრადიციად ქცეული  პრაქტიკის ფარგლებში, სასწავლო წლის ბოლოს აღსაზრდელები გამოვიდნენ საკონცერტო პროგრამით, წარმოადგინეს თავიანთი მიღწევები  და წარმოაჩინეს საშემსრულებლო ოსტატობა.    
კონცერტი იყო მრავალფეროვანი: ფორტეპიანო, გიტარა,  ვიოლინო, სიმებიანი და ჩასაბერი სხვა ინსტრუმენტები, რომელთა აკომპონირებით შესრულდა  სხვადასხვა კომპოზიტორების კლასიკური, და საესტრადო, ასევე ხალხური ნაწარმოებები, შემსრულებლებმა დაიმსახურეს    დამსწრეთა თბილი ოვაციები.
IMG 4392ამაღელვებელი იყო მუსიკის მასწავლებლების  ინდივიდუალური შესრულებები, რაც მათ შეასრულეს ეპარქიის წინამძღვრის   საპატივცემულოდ.
კონცერტის დასასრულს დამსწრეებს თავისი კურთხევა უბოძა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მიულოცა მუსიკალური სკოლის აღსაზრდელებს,რომლებმაც ლამაზი შესრულებებით  საზეიმო ელფერი შესძინეს დღეს, ასევე გამოცდა-ანგარიში ჩააბარეს.  მეუფე ვაზგენმა  მაღალი შეფასება მისცა პედაგოგების სანუკვარ სამუშაოს, ვისი ძალისხმევითაც ამ გოგნებისა და ბიჭების წინაშე იხსნება ხელოვნების კარი, ისინი იძენენ სპეციალობას, რომელიც ყოველთვის აქტუალურია.   
ახალქალაქის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი ახალგაზრდა თაობის ესთეტიკური აღზრდის, მუსიკალური უნარების განვითარების მიმართულებით შესრულებული ნაყოფიერი სამუშაოს მოწმობაა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)