1geo

ჰოვანეს თუმანიანის სახლის კურთხევა მოსკოველ სტუმრებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 3 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ  ცენტრს სტუმრობდა მოსკოვიდან ჩამოსული „ფორტეპიანო ჯაზში" საშობაო  კონცერტების და „იაუზეს მუსიკალური საღამოების“ დიპლომანტი, ნიჭიერი პიანისტი  10 წლის ლუკა ფრანგიშვილი, ფორტეპიანოს კლასის მასწავლებლის, რუსეთის და საერთაშორისო მრავალი კონკურსის   ლაურეატთან, ღვაწლმოსილ პედაგოგთან, ვალერია კუზნეცოვასთან ერთად.    
ლუკას მშობლები ადრე თბილისში ცხოვრობდნენ.   ლუკა, მართალია, დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში, მაგრამ თავს მაინც „თბილისელად“ მიიჩნევს    და შემთხვევითი არ არის, რომ თბილისში ჩამოსვლისთანავე, ნათესავების ინიციატივით და მისი სურვილით   მივიდა სრულიად სომეხთა პოეტის სახლში და კონცერტი  გამართა პოეტური სულისკვეთებით აღსავსე ბინაში.
დარბაზში იმყოფებოდნენ მუსიკის მოყვარული თბილისის სომეხი  საზოგადოების წარმომადგენლები, საფორტეპიანო შესრულების დამფასებლები.  მოზარდი პიანისტის მყუდრო კონცერტს დასწრებით პატივი დასდეს პოეტმა, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ჰოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურული     ცენტრის სულიერმა მეთვალყურემ, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, ეპარქიის  საერო პერსონალმა.   
მოზარდმა  პიანისტმა აღაფრთოვანა დამსწრეები, შეასრულა სიმღერებიც, მის პროგრამაში შედიოდა ბარბარე წერეთლის, არამ ხაჩატურიანის, პეტრე ჩაიკოვსკის,   2ვაინბერგის, პოლ მაკარტნის  და სხვათა ნაწარმოებები. ნამდვილად, ნიჭმა,  შრომისმოყვარეობამ გამოიღო  შედეგი, საშემსრულებლო ოსტატობა, მაღალი ტექნიკა მრავლისმთქმელია  და მოზარდს უწინასწარმეტყველებს ნათელ მომავალს.   
ლუკა ფრანგიშვილის საშემსრულებლო ხელოვნებით აღფრთოვანებულმა აუდიტორიამ მიიღო ასევე ცნობილი პიანისტის, ვალერია კუზნეცოვას შესრულების მოსმენის სიამოვნება. მშვენიერი იყო ფორტეპიანოს კლავიატურაზე მისი თითების შეხებით აჟღერებული შოპენის, სკრიაბინის, ალბენისის, ცინცაძის, ტიმოფეევის  ნაწარმოებები, რითაც  დაიმსახურა დამსწრეთა მაღალი შეფასება.   
მუსიკოსებისთვის უმაღლესი შეფასება ციდან ჩამომავალი ჰოვანეს თუმანიანის სახლის კურთხევა იყო და ცენტრის დირექციის მადლობის წერილი, რომელსაც მოსკოვში გაიყოლებენ ნიჭიერი მოსწავლე და მისი ღვაწლმოსილი მასწავლებელი. 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)