1geo

საანგარიშო კონცერტზე დუდუკის, დოლის და ქორეოგრაფიული ანსაბლის გამოსვლით სათანადოდ იქნა წარმოდგენილი სომხური კულტურა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 3 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა  ცენტრის დუდუკის, დოლის და ქორეოგრაფიული ანსაბლის საანგარიშო კონცერტი. საკონცერტო პროგრამაში ჩართული იყო ის ნომრები, რომლებიც წრეებმა აითვისეს სასწავლო წლის განმავლობაში, და რაც იქცა მიღწეული პროგრესის ჩვენებად.  
დარბაზში ხალხმრავლობა  იყო. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის     სასულიერო პირები,  საეპისკოპოსოს საერო პერსონალი, 1 1სათვისტომოს მოღვაწეები, სტუმრები სომხეთის რესპუბლიკიდან  და რუსეთის ფედერაციიდან, მშობლები.    ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით.
ღონისძიებას უძღვებოდნენ სურენ აბრამიანი და აიდა ბეზოიანი. დაიწყო ჯგუფების გამოსვლები. სასიხარულო იყო, რომ საანგარიშო კონცერტს ჰქონდა ასევე შემეცნებითი, სასწავლო ხასიათი. წამყვანები მოკლედ წარმოადგენდნენ ყოველი ნომრის შინაარსს, რომელსაც ჰარმონიულად უკავშირებდნენ სათაურს და 1 2შესრულების ანალიზს, რაც მეტად მიზნობრივს ხდიდა გამოსვლას, ნომერზე  სწორი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა.  
ღონისძიება, შემოქმედებითი ჯგუფების საშემსრულებლო ოსტატობით და ემოციურობით იქცა „ჰაირატუნ“ კულტურის ცენტრის პროგრესის დასტურად. დუდუკის და დოლის ჯგუფების აღსაზრდელთა სულშიჩამწვდომი გამოსვლები, ქორეოგრაფიული ანსამბლის უფროსი და უმცროსი ჯგუფის  ცოცხალი ცეკვა, სოლისტ აიდა ბეზოიანის სიმღერა იმსახურებდა დამსწრეთა თბილ მიღებას და ოვაციებს.     
მართლაც    დაიხვეწა და   გაუმჯობესდა ცენტრის აღსაზრდელთა საშემსრულებლო ხელოვნება, რაც მათი შრომისმოყვარეობის, ჯგუფების ხელმძღვანელი მასწავლებლების სიბეჯითის და ცენტრის დირექციის სამუშაოს შედეგია. პროგრესი აშკარად გამოვლინდა „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსაბლის (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი) ცეკვის მეშვეობით, რომლებიც   საბრძოლო, პატრიოტიზმის,  ასევე   გოგონათა ნაზი მოძრაობებით გამოხატული შრომისმოყვარეობის შინაარსისა იყო, რაც სომხური ოჯახისადმი   ერთგულების, სიყვარულის სინაზის გამოხატულება იყო.   1 3
შთამბეჭდავი იყო  დუდუკის ჯგუფის (მასწავლებელი: ივანე მკრტჩიანი) შესრულებები. თბილისის კოლორიტთან ჰარმონიაში, დუდუკით (წირანაფოღით) გააჟღერდა      ხალხური, გუსანური, სიყვარულის მელოდიები. დოლის ჯგუფმა   (მასწავლებელი:  რობერტ კაშავანიძე) ჯგუფური შესრულებით   ამ ეროვნული საკრავის მეშვეობით გამოხატა საბრძოლო მოწოდებაც, გამარჯვების სიხარულის გამომხატველი მელოდიებიც. აღსანიშნავია, რომ დუდუკის და დოლის ჯგუფების აღსაზრდელები უკვე გამოდიან სოლო-შესრულებებით, ცეკვისა და სიმღერის აკომპონირებით.      
1 4დამსწრეებს კონცერტის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ქველმოქმედმა ბორის სააკოვმა, ერევნის თათულ ალთუნიანის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებულმა მოღვაწემ ჟირაირ ალთუნიანმა,  საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმირ კარაპეტიანმა, ეპარქიის   ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა.  
საანგარიშო კონცერტმა დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  1 5ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და დაფასება. ხაზი გაუსვა რა გემოვნებით, საშემსრულებლო დიდი ოსტატობით წარმოდგენილ  გამოსვლებს, ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა აღსაზრდელთა მშობლებს, ვისაც გააზრებული აქვს შვილების სომხური სულისკვეთებით აღზრდის მნიშვნელობა  და ბავშვები დაჰყავთ „ჰაიარტუნ“ ცენტრში. ეპარქიის წინამძღვარმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა კულტურის განყოფილების დირექტორს, ლევონ ჩიდილიანს, ცენტრში სომხური სულისკვეთების შენარჩუნების, „ჰაიარტუნ“ ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვისთვის. წინამძღვარმა დააფასა ასევე განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანის, გახმოვანების რეჟისორის, სერგეი არუთუნიანის შეტანილი წვლილი ჯგუფების სამუშაოს წარმართვაში და მხარდაჭერა, რომელიც აქვთ ჯგუფებს მათგან. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ გამოსვლა დაასრულა თბილისში სომხური კულტურის ღირსეულად წარმოდგენის მოწოდებით, რომელსაც საფუძველი ეყრება სომხურენოვან სკოლებში, მისია კი იკისრა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)