1geo

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის საანგარიშო კონცერტი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

366644482018 წლის 4 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის  საანგარიშო კონცერტი.   კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის   მღვდელმსახურები, ეპარქიის     საერო პერსონალი, მშობლები, სტუმრები, კონცერტს   დასწრებით პატივი დასდეს სომხეთის რესპუბლიკის თათულ ალთუნიანის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის  სამხატვრო ხელმძღვანელმა, სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ჟირაირ ალთუნიანმა, მეუღლესთან ერთად, არმენია ინფო-ს  ჟურნალისტებმა გაიანე ზარგარიანმა და კარინე ჰოვსეფიანმა. ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით.
საქართველოს სომეხთა  ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის   ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდის საქმიანობაზე,  აღნიშნა,  რომ გუნდი  "ნერსეს შნორჰალი"  ჩამოყალიბდა   ცენტრის გახსნის თანადროულად,  და ეპარქიაში ვოკალური ხელოვნების განვითარების მაცოცხლებელი წყაროა. ბუნებრივი მონაცემების მქონე  და საშემსრულებლო ხელოვნებას მოშორებული ბავშვები და მოზარდები ამ ჯგუფში გაწევრიანების შემდგომ ვითარდებიან, იხვეწებიან და ავსებენ ეკლესიების მგალობელთა გუნდებს, სოლისტებად აგრძელებენ საქმიანობას და თავს უძღვნიან საქართველოში სომხური ვოკალური ხელოვნების შენარჩუნებისა და გავრცელების საქმეს.  
კონცერტს უძღვებოდა აიდა ბაზოიანი.   საშემსრულებლო მიღწევები წარმოაჩინეს გუნდის ყოფილმა წევრებმა რუზანა მიქაელიანცმა, დონარა არსენიანმა და ედვინ ახოიანმა. ისინი ვინც ოსტატობის გაკვეთილებს იღებენ გახმოვანების რეჟისორ  სერგო არუთიუნოვთან.
 სადღესასწაულოდ გაფორმებული დარბაზი უფრო დამშვენდა, როდესაც დარბაზში შემოვიდნენ ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილი „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდის წევრები, ასევე უმცროსი თაობის წარმომადგენლები,  ქორმაისტერ  მარია აბულიანის და პიანისტ  კარენ მირზოიანის წინამძღოლობით.36590298
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი თითქმის მთლიანად განახლებულია, მდიდარი რეპერტუარი ჰქონდა  -   კლასიკური, ხალხური, პატრიოტული, სომხური, რუსული და ქართული სიმღერები.   მართლაც დიდი მუშაობაა ჩატარებული, შედეგი  -  დამაკმაყოფილებელი და ემოციური. გამოსვლებს მოჰყვებოდა დამსწრეთა თბილი   ოვაციები. კონცერტის კულმინაცია დუდუკის  და დოლის ჯგუფების ოკომპონირებით სიმღერა „სარდარაპატ“  მშვენიერი შესრულება იყო.
შეუფარავი ენთუზიაზმით გააჟღერა კონცერტის შესახებ  შთაბეჭდიელება ჟირაირ ალთუნიანმა, ვინც  ხაზი გაუსვა  სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ბავშვების გულში სომხური სულისკვეთების დანერგვის, სომხური კულტურით აღზრდის მნიშვნელობას, და გაიხსენა რა საბავშვო გუნდთან მუშაობის ოდინდელი გამოცდილება, ქედი მოიხარა ქორმაისტერის და პიანისტის წინაშე    პატრიოტული სამუშაოსთვის.   
ამაღელვებელი იყო ასევე ჟურნალისტ კარინე ჰოვსეფიანის გამოსვლა, რომელიც აღსავსე იყო მხიარული გაოცებით და სიამაყით, რომ სამშობლოდან შორს მცხოვრები ბავშვები ასე ასრულებენ   სომხურ   პატრიოტულ სიმღერებს.  
საანგარიშო კონცერტის შესახებ დაფასების სიტყვა თქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ ხაზი გაუსვა მხატვრული მაღალი გემოვნებით, საშემსრულებლო ოსტატობით წარმოდგენილ გამოსვლებს, ქების სიტყვით მიმართა „ჰაირტუნ“ ცენტრის  ხელმძღვანელობას, მასწავლებელ-მუსიკოსებს,   ბავშვების ცენტრში კონსოლიდირებისთვის და მათში სომხური კულტურის   დანერგვისთვის.   მეუფემ მადლიერების  სიტყვით მიმართა აღსაზრდელთა მშობლებს, ვისაც შეგნებული აქვთ   შვილების სომხური სულისკვეთებით აღზრდის მნიშვნელობა და მათ უძღვებიან „ჰაიარტუნ“ ცენტრში.  
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“    საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრში დაიწყო წრეებში  მიღების პერიოდი   და გაგრძელდება სექტემბრამდე. "ჰაიარტუნ" ცენტრმა უკვე დაიწყო მიღება ყველა ჯგუფში, საკვირაო სკოლაში და ცენტრი   ღიაა აგვისტოს დასაწყისამდე. პირობა იგივეა -  ყველა ბავშვმა შემოქმედებით ჯგუფში მიღებამდე უნდა გაიაროს შერჩევა. მათ, ვინც არ იციან სომხური წერა-კითხვა, უნდა იარონ სომხური ენის სწავლების  ერთდღიან სკოლაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)