1geo

ჯივანის დღის ზეიმი სოფელ კარწახში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1ყოველი წლის ივლისის პირველ შაბათ დღეს  ახალქალაქის რაიონის სოფელ   კარწახში, დიდი აშუღის მშობლიურ სოფელში დიდი პომპეზობით აღინიშნება უკვე ტრადიციად ქცეული ჯივანის   (სეროვბე ბენკოიანი) დღე. წლევანდელი წელიც არ  იყო გამონაკლისი. დღესასწაულზე დასასწრებად კარწახში ჯივანის უამრავი 2მოყვარული იყო ჩამოსული სომხეთიდან, საქართველოდან, რუსეთიდან.
2018 წლის 7 ივლისი სადღესასწაულო იყო სოფელში. დღე დაიწყო ადგილობრივ „სურბ ჰოვანეს მკრტიჩ“ ეკლესიაში, აღევლინა საღმრთო ლიტურგია. მწირველი იყო  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის რაიონის დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ტიგრან მხითარიანი.  მწირველმა მღვდელმა ისაუბრა კარწახელების და სრულიად სომეხთა სიამაყის, აშუღ ჯივანის, ვოკალურ ხელოვნებაზე და მისი პოეზიის მნიშვნელობაზე.   
ესწრებოდნენ  საქართველოს პარლამენტის დეპუტატები  ჰენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი  კახა სამხარაძე, საქართველოში 3სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილე დავით სარგსიანი, ახალქალაქის  მერი იურიკ უნანიანი,  ახალქალაქის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი,  4 "ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სოს საჰაკიანი და აღმასრულებელი დირექტორი აშოტ ჰაკობიანი   და სხვები.
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ჯივანის ბიუსტი, შემდეგ გადაინაცვლეს დიდი აშუღის სახლ-მუზეუმში, სადაც მათ დახვდნენ კომიტასის  სახელობის ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის აღსაზრდელები, ეროვნული საკრავებით შესრულებული მელოდიებით, შემდეგ დამსწრეებმა დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი, გაეცნენ აშუღ ჯივანის დატოვებულ მემკვიდრეობას, 5ასევე შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ჯივანის მშობლიური სახლის თონეში გამომცხვარი სომხური ტრადიციული ლავაში. შემდეგ სოფლის მიმდებარე ბორცვზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა ზეიმი და გაუმასპინძლდნენ დამსწრეებს.    
დღესასწაული განუმეორებელი შესრულებებით დაამშვენა „საიათნოვა“ აშუღური სიმღერის დამსახურებულმა ანსამბლმა, სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის, თოვმას პოღოსიანის, ხელმძღვანელობით, შესრულდა ჯივანის და სხვა აშუღების   სიმღერები, ასევე გამოვიდნენ აშუღი ლეილი, კარწახის „ჯივანის“ სახელობის ცეკვის ანსამბლი, „ჯავახქ“ ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, სოფელ დამალის ცეკვის ანსამბლი, ცეკვის ანსამბლი „ანუში“, სახალხო მომღერალი არმენ მკოიანი და სხვა შემსრულებლები.    
წლევანდელი ღონისძიება გაიმართა ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების და "ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის მიერ დაფუძნებული სახლ-მუზეუმის პარტნიორობით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)