1geo

საქართველოს სომეხი ბავშვების დასვენება ჰანქავანის ბანაკში „არაგაწ“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სომხეთის რესპუბლიკის   რეგიონალური მართვისა და განვითარების სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 9-13 წლის ბავშვები ზაფხულის დასვენებას ატარებენ სომხეთის რესპუბლიკის კოტაიქის რეგიონის ჰანქავანის „არაგაწის" ზღაპრულ ბანაკში.1 1
წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი. 2018 წლის 19 ივნისს, დილით,  ლოცვის შემდეგ, მიიღეს რა სულიერი მამების კურთხევა, ახალგაზრდები ახალქალაქიდან, საქმის მწარმოებლის, არმენუჰი პეტროსიანის, ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ ბანაკში.   იმავე დღეს დილით დიაკვან გევორგ ანტონიანის ხელმძღვანელობით ბანაკისკენ გაემგზავრა 20   მოზარდი 1 2თბილისიდან. საქართველოდან ჩასულ 100 ბავშვს „არაგაწის“ ბანაკში შეუერთდნენ ერევნიდან და გიუმრიდან ჩასული თანატოლები. ბანაკში შედგა სხვადახვა ადგილიდან ჩასულთა 6 რაზმი. ბავშვებმა 20-დღიანი დასვენება გაატარეს სოფელ მეღრაძორის უღრანი  ტყის წიაღში განთავსებულ    კომფორტულ და კეთილმოწყობილ ბანაკში.  
ბანაკის ადმინისტრაცია     და პედაგოგიური პერსონალი ძალისხმევას და ენერგიას არ  ზოგავდა, რომ  ბავშვების დასვენება შეძლებისგვარად საინტერესო და დაუვიწყარი გაეხადა. ბავშვები  ყოველ წამს გრძნობდნენ ბანაკის დირექტორის, ანდრანიკ  ბაბაიანის, მთელი პერსონალის ყურადღებას,  სითბოს და მზრუნველობას. დირექციის მიერ ორგანიზებულმა და პედაგოგთა ძალისხმევით განხორციელებულმა თამაშებმა, შეჯიბრებმა, ექსკურსიებმა, კურსებმა, სიმღერამ და ცეკვამ, მხიარულმა კოცონმა ნამდვილად 1 3დაუვიწყარი გახადეს საქართველოდან ჩასული ახალგაზრდების ზაფხულის დასვენება, ამავდროულად ეს დღეები იქცა მეგობრობის, მზრუნველობის, ეროვნული სულისკვეთების  და პატრიოტიზმის   შთაგონების დღეებად.   
გრილი ბუნების წიაღში   ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან,   ახალციხიდან, ბოლნისიდან, მარნეულიდან და თბილისიდან ჩასული ერთად შეკრებილი ბავშვები ბანაკში 1 4გატარებულ  დღეებში კონტაქტების შედეგად დაუმეგობრდნენ სომხეთში მცხოვრებ თანატოლებს, შეიძინეს ახალი მეგობრები, ითამაშეს ინტელექტუალური და გასართობი თამაშები, მონაწილეობა მიიღეს  კონკურსებში, აქტიურობის და ცოდნისთვის მიიღეს სიგელები, მადლობის წერილები.   
20-დღიანი დასვენება მალე დასრულდა. ერთმანეთს დაემშვიდობნენ ცრემლიანი თვალებით, 9 ივლისს ახალგაზრდები მადლიერების გრძნობით და დაშორების გამო დაღონებულები დაბრუნდნენ სახლში.    
საქართველოს სომეხთა ეპარქიის   საეპისკოპოსო, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატი  კურთხევას და მადლიერებას გადასცემს სომხეთის რესპუბლიკის   რეგიონალური მართვისა და განვითარების სამინისტროს, დედა სამშობლოში    ულამაზესი ბუნების წიაღში  საქართველოდან ჩასული ბავშვების ზაფხულის დასვენების მოწყობის, მხიარული, უზრუნველი და ბედნიერი დღეების გატარების შესაძლებლობის მიცემისთვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)