1geo

fb you od

ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 18-19 თებერვალს, თბილისის პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსმა“ სომხური კულინარიული ტრადიციების დაცვისა და განვითარების ასოციაციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი, სედრაკ მამულიანი ხელმძღვანელობდა.

სტუმრები თბილისის  პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ დირექტორის, რუსუდან ჩართოლანისა და ასოციაციის „ქართული კულინარია“  პრეზიდენტის, მანუელ ფაუნდეზ-ბარანდას ხელმძღვანელობით დეტალურად გაეცნენ ქართული კოლეჯის საქმიანობის მიმართულებებს, სასწავლო კურსებს, სამომავლო პროგრამებს, ეცნობათ, რომ კოლეჯი ფუნქციონირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებით და კოლეჯში სწავლა უფასოა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება სხვადასხვა მაღალი ხარისხის სასტუმრო 20190219 132818კომპლექსებში და მზარეულის პროფესიაზე ყველგან მაღალი სამუშაო  მოთხოვნაა.

სომხური დელეგაციის წევრები კულინარიულ მასტერკლასებს დაესწრნენ  და სხვადასხვა მიმართულებით კულინარიული მასტერკლასები თითონაც ჩაატარეს.

სომხური კულინარიული ხელოვნების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. სომხეთის შეფ-მზარეულმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თბილისში დიდი ყურადღება ექცევა სომხური სამზარეულოს სხვადასხვა კერძის განვითარებას და სწორედ ამას ისახავს მიზნად საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით ჩატარებული, უკვე ტრადიციად ქცეული, „ჰარისას“, „ტოლმის“, „ქადის“ და „ღაფამის“ ფესტივალები. ფესტივალები ნამდვილ დღესასწაულებად  იქცევა ხოლმე, რომელშიც  ცალკეული პირების გარდა სხვადასხვა რესტორნები და სასტუმროები მონაწილეობენ.

20190219 140241მხარეები როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ. პირველი ერთობლივი ღონისძიება თბილისში დაგეგმილი ერთნაირი კერძების ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბერძნული კულინარიული სკოლა „იკაროსის“, როგორც ქართული, ასევე სომხური კოლეჯების სტუდენტები, ისევე როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის მზარეულები.

სომხურმა დელეგაციამ ქართველი პარტნიორები სომხური სამზარეულოს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გასაცნობად ერევანში მიიწვია, რაც ქართული მხარის მიერ სიხარულით იქნა მიღებული.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)