1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოწაფეების საპასუხო ვიზიტი საზღვრისპირა სოფელ ბერდავანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 7 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოწაფეები, ცენტრის DSC07646სულიერი ინსპექტორის, მღვდლის ტათევ მარუქიანის ხელმძღვანელობით და თემის კულტურის განყოფილების დირექტორის სურენ აბრაჰამიანისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის  ხელმძღავანელის ევგენია მარკოსიანის თავმჯდომარეობით, საპასუხო ვიზიტით ეწვივნენ სრ ტავუშის მარზის  საზღვრისპირა სოფელ ბერდავანს.
DSC07666სტუმრებს ჩამობრძანების კეთილი სურვილებით დახვდნენ მღვდელი სმბატ აბრაჰამიანი და სოფლის თავკაცი სმბატ მუღდუსიანი. თბილისიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბრდავანელებთან ერთად ილოცეს ნოემბერიანის სურბ სარგის ეკლესიაში და იყვნენ მე-12 საუკუნისDSC07686 ღალინჯაქარის ციხე-სიმაგრეში.   
შემაგულიანებელი იყო თბილისელი სომეხი ახალგაზრდების ვიზიტი საზღვრის ხაზიდან სულ რაღაც 500 მეტრის მანძილზე მდებარე სოფელ ბერდავანში, რომლის მამაცი შვილები, გმირი ხალხი არამარტო მამაცურად იცავს DSC07704სამშობლოს საზღვრებს, არამედ ინარჩუნებენ და ანვითარებენ სომხურ კულტურას. საზღვრისპირა ამ ტერიტორიაზე  გავრცელდა სომხური  „ქოჩარი“, ჰაიარტუნის ცენტრის ცეკვის ანსამბლის „ტარონ“-ის მიერ, რომელიც გახდა ხალხის ერთიანობის, ერთმანეთის გვერდში დგომისა და უდრეკად დარჩენის გამოხატულება.
თბილისელი სომეხი სტუმრები გაეცნენ ბერდავანის გმირულ ქრონიკას,  DSC07732ილოცეს უძველესი ციხე-სიმაგრის დანგრეულ ეკლესიაში.   
საინტერესო იყო ვიზიტი ბერდავანის ღვინის ქარხანაში, სადაც დირექტორმა, გაგიკ აღაბაბიანმა მოყვა ადგილობრივი მეღვინეობის ტრადიციების შესახებ. თბილისელმა ახალგაზრდებმა დააგემოვნეს ქარხნის ნაწარმი: ღვინო და  კონსერვები.  
საზეიმო დღე დასრულდა ბერდავანის კულტურის ცენტრში ჩატარებული კონცერტით, რომლეშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი სამუსიკო სკოლისა და „ჰაიარტუნის“ ცენტრის მოწაფეებმა.  ერთმანეთის თანმიმდევრულად შესრულებული სიმღერებმა, ცეკვებმა, გამოთქმებმა,  ერთობლივმა ცეკვამ ატმოსფერო DSC07781აავსეს პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის, სახელმწიფოებრიობისა და რწმენის ურყეობის დიადი გრძნობებით.  
თავისი საპატიო სტუმრობით სტუმრებისა და ბერდავანის კულტურული ღონისძება დააფასა ტავუშის გამგებელმა, ჰაიკ ჩობანიანმა.  
ტავუშის თემის წინამძღვარი, ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ესწრებოდა კონცერტს, მისალმების და კურთხევის სიტყვით დიდად შეაფასა ხარების ლამაზი დღესასწაულის საზღვრისპირა სოფელში ერთიანი ძალებით აღნიშვნის ფაქტი და ყველა დედას და ქალბატონს DSC07790მიულოცა ეს ლამაზი დღესასწაული.  
„ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, მღვდელმა ტაეთევ მარუქიანმა გადასცა  ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და სალამი, აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები თბილისისა და საზღვრის პირა ბერდავანის მოწაფეებს შორის იქნება გაგრძელებადი, გაამყარებენ ამ მოზარდებისა და ახალგაზრდებს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრობას, გახდებიან საფუძველი სხვადასხვა სახის DSC07799კულტურული, სულიერი ხედვების შესრულების.   
„ჰაიარტუნ“ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის მიერ საჩუქრები გადაეცა ბერდავანის თემს, ხოლო ბერდავანის „არარ“ კულტურული ცენტრის ხატვის ჯგუფის მოწაფეებმა თავიანთი ხელით დამაზადებული საჩუქრები გადასცეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოწაფეებს.    
საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი დიდ მადლობას უხდის ტავუშის  მარზის სულიერ და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას თბილად მიღებისთვის.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)