1geo

ქრისტეს ზეცად ამაღლების დღესასწაულის, დიდი სამამულო ომში გამარჯვების და შუშის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

trndez

9 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაიწყო ქრისტეს ზეცად ამაღლების დღესასწაულის, დიდი სამამულო ომში გამარჯვების და შუშის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები.

სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ 9 მაისს აღნიშნა ამაღლების დღესასწაული. ამ წმინდა დღეს თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში დილის ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინა წმინდა წირვა-ლოცვა, რომლის დროს ეკლესიის სულიერმა მოძრვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა განმარტა დღესასწაულის საიდუმლო.

იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების დღესასწაული, რომელსაც თან სდევს ხალხური დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჯანგიულუმი, გაგრძელდა ეკლესიის ეზოში. ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრის ინიციატივით ორგანიზებული იყო ცენტრის ახალგაზრდული სამოყვარულო "ტარონ" სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მიერ - ქორეოგრაფი ნარინე ღუშჩანის ხელმძღვანეობით.

სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ ყვავილის გვირგვინებიანი ქალიშვილები, პატარძლები, ახალგაზრდა ბიჭები და მორწმუნეები. ეკლესიის მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ისაუბრი დღის საიდუმლოზე და აყველა ჰამბარცუმს მიულოცა მათი ჰამბარცუმობა. „ჰამბარცუმ იაილა“ ხალხური სიმღერის სასიამოვნო მელოდიით დაიწყო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრის ახალგაზრდული სამოყვარულო "ტარონ" სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, „ჯეირან, „ანი“ და „ვანქ“ ცეკვის ანსამბლები, სოლისტები ანი ღუშჩიანი, რუბენ ვოსკანიანი, ჰოვანეს შაჰნაზარიანი.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის ბუნებრივ ყვავილებად ქცეულმა აღსაზრდელებმა, მათი სიმღერითა და ცეკვით განსაკუთრებული ელფერი შესძინეს დღესასწაულს. ხალხური დღესასწაული გახსნა თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა თოროსიანმა, იგი გაზაფხულის ამ მშვენიერ ხალხურ დღესასწაულზე იწვევდა ყველას.

9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვებასა და შუშის განთავისუფლებას მიეძღვნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ხელშეწყობით ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში მოწყობილი სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „სომეხთა გოლგოთა“, რომლის გახსნას დაესწრო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი მღვდელმონაზონი ბაბგენ სალბიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ახალქალაქის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვები.

გამოფენა გახსნა და დამსწრეებს შუშის განთავისუფლება და დიდ სამამულო ომში გამარჯვება მიულოცა საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა. კურთხევის სიტყვით გამოვიდა სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი მღვდელმონაზონი ბაბგენ სალბიანი.

გამოფენის გახსნას მიესალმნენ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, ჯავახეთის ახალგაზრდა მხატვართა ასოციაციის ხელმძღვანელი ჰაიკაზუნ ღარაგულიანი, ადგილობრივი სკოლის დირექტორი კარლენ კარაპეტიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატრუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი.

დამსწრეები აკურთხა და ჩვენი უფალის იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება, დიდ სამამულო ომში გამარჯვება და შუშის განთავისუფლების დღე მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ღონისძიება დასრულდა ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელების კონცერტით.

იმავე საღამოს ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანისა და ახალციხისა და მიმდებარე რაიონების სომეხი მოსახლეობის სულიერი მოძღვარის მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანის მიერ აღევლინა საღამოს ღვთისმსახურება. ჩვენი უფალის იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების აღნიშვნის დღესასწაულს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. ეკლესიის ეზოში გაიმართა კონცერტი, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ახალციხის სომხური ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.

ღონისძიების დასასრულს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი დამსწრეები აკურთხა და მოულოცა შუშის განთავისუფლებისა და დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე.

შემდგომ წინამძღვარი, თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირს, სადაც გაიმართა შეხვედრა ხელოვნების სომეხ მოღვაწეებსა და ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა გვიან საღამომდე.

ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში აღევლინა ღვთისმსახურება, სულიერი მოძღვარის მღვდელი არარატ გუმბალიანის მიერ. შემდგომ დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა და შუშის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით სამამულო ომის ვეტერანებს დაურიგდა საზეიმო საჩუქრები.

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.372412882875530.1073741903.113192792130875