1geo

fb you od

ტრადიციული „ვარდატონი“ თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
ორშაბათი, 03 ივნისი 2013 16:59

IMGP3868

2 ივნისს თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის მიმდებარე გორგასლის მოედანზე შედგა საიათნოვას ტრადიციულივარდატონი“, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიისჰაიარტუნკულტურის ცენტრი - თბილისის მერიის,

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

სახალხო დღესასწაულზე მოსალოცად იყო მოსული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. დღესასწაულს ესწრებოდნენ: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბიბურთიანი, პოეტი- მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სასულიერო დასი, ინტელიგენცია, ლიტერატურის, ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე საიათნოვას ლექსებისა და სიმღერების თაყვანისმცემლები.

ტრადიციული "ვარდატონ-2013“ გახსნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორმა და ღონისძიების წამყვანმა ლევონ ჩიდილიანმა.

ვარდატონზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მან საიათნოვას უწოდა სომხურ- ქართული საუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლო, რომლის ლექსებში გამოხატული ზოგადსაკაცობრიო იდეები აქტუალურია უკვე 300 წლის განმავლობაში.

შემდეგ გამოვიდნენ სომხეთის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ავიკ ისააკიანი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების თავმჯდომარეები მაყვალა გონაშვილი და ლევონ ანანიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი. ყველა გამომსვლელმა ადიდა ის ხალხი, რომელმაც მსოფლიოს უბოძა საიათნოვა - გენიალური პოეტი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ჰოვანეს თუმანიანის, გევორგ ბაშინჯაღიანის და იოსებ გრიშაშვილის მიერ დაარსებული საიათნოვასეული ვარდატონის მნიშვნელობას, რომლის 100 წლის იუბილე აღინიშნება მომდევნო წელს.

დღესასწაული გახსნა ტრადიციულად ვარდატონის მონაწილე სომხეთის რესპუბლიკის რადიოს საიათნოვას სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა, პროფესორ თოვმას პოღოსიანის ხელმძღვანელობით. გავრცელდა "მეიდანზე“ საიათნოვას მელოდია ქართულად და სომხურად არა მხოლოდ ანსამბლ „ქსოვრელების“ , სოლო შემსრულებლების, არამედ სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული შემსრულებლებისა და ანსამბლების მიერ.

ღონისძიების დასასრულს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა შეკრებილები, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრებას ღონისძიებაზე. მადლიერება გამოუცხადა ღონისძიების ყველა ორგანიზატორს - თბილისის მერიას, საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრს, საიათნოვას დღესასწაულის ასე დიდებულად ჩატარებისთვის. მან დამსწრეებს მიულოცა სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული და ეკლესიას უწოდა ის ერთადერთი ძალა, რომელიც მოწოდებულია მორწმუნეთა გასაერთიანებლად როგორც დედა სამშობლოში, ასევე დიასპორაში.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია სურბ გევორგ საკათედრო ტაძარს, დაათვალიერა იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მას გაუმასპინძლდნენ სომეხთა ეპარქიის რეზიდენციაში.

ხალხური მხიარული სიმღერითა და ცეკვით, ლამაზი ლექსებით ვარდატონ-2013 ჭეშმარიტად იქცა დიდ სახალხო ზეიმად, რომლის იდეა ხალხების მეგობრობის ხოტბაა. ვარდატონი ფართოდ გაშუქდა საქართველოს მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით.

IMGP4009 IMGP4019 IMGP4055