1geo

მიუხედავად აზერბაიჯანელ დეპუტატთა და საზოგადო მოღვაწეთა ჩაშლის მცდელობებისა, საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედმა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა „ჰაიარტუნ“ ცენტრმა დიდი ზეიმით აღნიშნა დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა და ქალაქ შუშის განთავისუფლების დღესასწაულები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shushi-hamerg

უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრი აწყობს დიდ სამამულო ომში გამარჯვებსა და შუშიგანთავისუფლებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რითაც პატივს მიაგებს დაღუპულ წინაპართა და თავისუფლებისთვის მამაც მებრძოლთა ხსოვნას. ჯერ კიდევ 8 მაისს „ერკრაპაჰის“ (ქვეყნის მცველთა) დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ სომხურ ეკლესიაში შესრულდა არცახის საგმირო ბრძოლის მსხვერპლთა ხსოვნის პარაკლისი.

მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მიმართა ყველა ზომას, გამოიყენა აზერბაიჯანული სათვისტომოს წევრები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები, თბილისის სომხურ სათვისტომოს დაუწყო მუქარის ენით საუბარი, 9 მაისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმების მოთხოვნით. საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ გადალახა ყველა ზღვარი, ზეწოლა მოახდინა ArtHall დარბაზის დირექციაზე - დარბაზის გამოყოფაზე უარის თქმის მოთხოვნით. დირექციამ, დაარღვია ცენტრთან შეთანხმება, კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე უარი განაცხადა დარბაზის გამოყოფაზე.

მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, „ჰაიარტუნ“ ცენტრი მტკიცედ დადგა მაისის დღესასწაულების აღნიშვნის თავის გადაწყვეტილებაზე, მის განხორციელებას არც წვიმიანმა ამინდმა შეუშალა ხელი. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მოეწყო კონცერტი. კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები,არცახის ომის გმირი, კომანდოსის და - მარგარიტა ტერ-თადევოსიანი, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის ხელმძღვანელობა, სათვისტომოს სტრუქტურათა თანამდებობის პირები, ღირსეული მამულიშვილები.

ავლაბრის უბანში შეიკრიბა მრავალრიცხოვანი აუდიტორია, რომელიც  დიდი ენთუზიაზმით ბოლომდე დაესწრო მთელ საკონცერტო პროგრამას. საზეიმო ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. ავლაბრის მთელ უბანში გავრცელდა გამარჯვებისა და მშვიდობის სულით აღსავსე სომხური ეროვნული სიმღერა, ცეკვა, დეკლამაცია, დუდუკისა და დოლის მუსიკა. წაკითხულიქნა უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის გარეგინ მეორის სადღესასწაულო ეპისტოლე. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სომხურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, სოლო შემსრულებლებმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კულტურულმა ჯგუფებმა, იყო ასევე მხატვრული კითხვა.

კონცერტიბოლოს კურთხევისა და მისალოცი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის თავის მიწაზე მშვიდობიანად ცხოვრების კეთილ ნებას, ასევე სხვა ხალხებთან მშვიდობიან კავკასიაში სოლიდარულად ცხოვრების სომეხთა მზადყოფნას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მაღალი შეფასება მისცა კონცერტის ორგანიზატორთა, ეპარქიის განყოფილებების ხელმძღვანელთა და მონაწილეთა სამუშაოს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი მადლიერებას გამოუხატავს საქართველოს   შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონცერტის ნორმალური მსვლელობის უზრუნველყოფისათვის. დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა და ქალაქ შუშის განთავისუფლებისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში დასრულდა ფეიერვერკი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)