1geo

თამაში „მხიარული სტარტები“ სპორტული აქტივობის გაზრდის შესაძლებლობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC034199 

სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების ფიზიკური მომზადებისა და სპორტული ცხოვრების გააქტიურებისკენ იყო მიმართული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით, 2015 წლის 7 ივნისს, თბილისის 98-ე საჯარო სკოლის (დირექტორი: გიორგი მომცემლიძე) სპორტულ მოედანზე ორგანიზებული „მხიარული სტარტები“ სპორტული, გასართობი და ინტელექტუალური თამაშების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელები და ახალგაზრდობის განყოფილების სტუდენტები, 80-მდე ადამიანი, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ცალკე გუნდებში. ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ გუნდი „ტარონ“, სურენ აბრაამიანის, გუნდი „ანდრანიკ“, ჰრაჩიკ სურმალიანის, გუნდი „არცახ“ არტურ ბაღდასარიანის და გუნდი „არარატ“ რაზიკ მურადიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას წარუძღვებოდნენ თამაშების ორგანიზატორი, ახალგაზრდული განყოფილების მოსწავლეებთან მიმდინარე სამუშაოების და პროგრამების კოორდინატორი ჰოვანეს შაჰნაზარიანი და სტუდენტებთან მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელი ნინა სეროპოვა. სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი, სოციალური განყოფილების დირექტორი დიაკვანი გევორგ ანტონიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და „ბრეინ რინგის“ თამაშების ორგანიზატორი არტაკ აივაზიანი, აფასებდა გუნდების გამოსვლებს. კონკურსის მსაჯები იყვნენ როზიტა გამბაროვა, ანა მისკარიანი, ემილ სარგსიანი, სერგეი ქამალიანი და ვიკა ვირაბიანი. სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილება მადლობას უხდის 98-ე საჯარო სკოლის დირექციას სპორტული მოედნის დათმობისთვის.

„მხიარული სტარტები“ გასაართობი და სპორტული თამაშების კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა „ანდრანიკ“, ჰრაჩიკ სურმალიანის ხელმძღვანელობით. თამაშების დასასრულს მონაწილეებს დაურიგდა გამაგრილებელი წვენები და გემრიელი ნაყინი.

asfasfas IMGP0437 IMGP0477 

IMGP0480 safasfasfaaaaa 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)