1geo

რატომ ითვლება თვითმკვლელობა ცოდვად? PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები

virap 

რატომ ითვლება თვითმკვლელობა ცოდვად? htmlimage-ის ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს ვირაპ ღაზარიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისისსურბ ეჯმიაწინეკლესიის მღვდელმსახური:

თვითმკვლელობა არამც თუ ცოდვა, არამედ ადამიანის ცხოვრებაში უმძიმესი ცოდვაა. რაც არ უნდა ფრთხილად იცხოვროს,  ასე თუ ისე,    ადამიანი  ცოდვას ჩადის,  

ქრისტე ამბობს: "ყველა ცოდვა მიეტევება  ადამიანს, გარდა სულიწმინდის  წინააღმდეგ ბილწსიტყვაობისა", რაც ჩვენ ისე გვესმის, რომ უფალი მოგვიწოდებს, რომ შევინანოთ.  ამ კუთხით თუ განვიხილავთ, ადამიანი შეიძლება გათავისუფლდეს ცოდვის შენანიებით და ზიარებით. მკვლელი როცა გაიაზრებს ჩადენილს,  შეიძლება ცოდვა შეინანოს,      მაშინ მას აუცილებლად   ეპატიება. თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების   გამო კი  სიკვდილი ადამიანს აღარ უტოვებს  მონანიებისა და ზიარების დროს, და ამ ნაბიჯით ადამიანი   ეწინააღმდეგება უფლის წმინდა მცნებას  - ნუ კაც-ჰკლავ, . მკვლელობა რომ ცოდვა არ ყოფილიყო, არ იქნებოდა   ერთ-ერთი 10 მცნებათაგანი.   

და ბოლოს, თვითმკვლელი მკვლელობას ჩადის მონანიების შესაძლებლობის ქონის  გარეშე.   სიცოცხლე ღვთის საჩუქარია,  მხოლოდ ღმერთს შეუძია მოითხოვოს  ადამიანის სული, ვინაიდან  მხოლოდ ღმერთს აქვს  უფლება მოითხოვოს სული.

შეგიძლიათ დაასახელოთ სუიციდის მიზეზები?

თვითმკვლელობას, როგორც  ცოდვას რაიმე მიზეზი არა აქვს. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. ისინი, ვინც თვითმკვლელობით აპირებდნენ სიცოცხლის დასრულებას, და ეს ვერ განახორციელეს,   აღიარებენ, რომ ჰქონდათ პრობლემები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელი იყო მათთვის, და შეეცადნენ გადარჩენის მიზნით და   სირთულის გადალახვის ერთადერთი საშუალებით - თვითმკვლელობით გადაეწყვიტათ პრობლემა.  ხშირ შემთხვევაში  თვითმკვლელობის ჩადენის    აზრი უჩნდებათ  ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს,  სეკტანტების კარნახის,   უპასუხო   სიყვარულის შედეგად  და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იმას, რაც ხდება,  პირადი მოტივი აქვს ხოლმე.

თქვენ სუიციდის პრევენციისთვის რა გზებს ხედავთ?

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ იყო ჯანმრთელი ქრისტიანი, ვინაიდან ქრისტიანობა  ცხოვრებისა და სიცოცხლის, სიყვარულისა და პატიების,     დახმარებისა და შემწეობის რელიგიაა.   ქრისტემ თავისი არსებობით ჩვენ სიცოცხლე მოგვანიჭა.  ვფიქრობ, თვითმკვლელობის ჩადენამდე   პირმა უნდა    სასულიერო პირს მიმართოს, ვინაიდან მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია განუმარტოს ამის საფრთხე და ცოდვის   ხარისხი.   

სამწუხაროდ, არცერთი თვითმკვლელი, დანაშაულის ჩადენამდე არ საუბრობს, დახმარებისთვის არავის  მიმართავს.    რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც   უსაუბრიათ და ლოცვითა და რჩევებით  ხელი შეუშლიათ ამ  საშინელი განზრახვის განხორციელებისთვის.

ანუ, ადამიანმა უნდა ისაუბროს, ეს არის მთავარი, რომ მის განზრახვაში რამე შეიცვალოს და მოხდეს პრევენცია. და ჩემი აზრით, ამის გაკეთება მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)