1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიას ხელმძღვანელობს ეპარქიის წინამძღვარი

2002 წლის 4 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. ეპარქიის ლიდერის რეზიდენცია თბილისში მოქმედი სურბ გევორგ საკათედრო ტაძართან 2010 წელს აშენებული რეზიდენციაა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან მოქმედებს საკონსულტაციო ორგანო, რომლის შემადგენლობაში ჩართულნი არიან:

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი - საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი;

გივი შაჰნაზარი - პოეტი- თარჯიმანი;

ლევონ ჩიდილიანი - საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი და „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი;

გევორგ სნხჩიანი - საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე;

ანაჰიტ ბოსტანჯიანი - „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

მერუჟან შაუმიანი - საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე;

ერნსტ არაქელოვი - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი;

სუსანა ხაჩატრიანი - საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე;

ჟანა დავთიანი - „ გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის ცენტრის დირექტორი;

ემა ახტიანი - პროფესორი, საქართველოში სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თავმჯდომარე;

ენოქ თადევოსიანი - საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე;

არტემ კირაკოზოვი - საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარე;

კარინე მანუკიანი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორი;

ესაი აბოვიანი - მუსიკოსი;

თენგიზ მიქოიანცი - მხატვარი.

ge1

საეპისკოპოსო (კათედრა)

XIII საუკუნიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენცია იყო ქალაქ ტფღისის (თბილისის) „სურბ გევორგეკლესია, რომელიც აშენებულია 631 წელს.

საეპისკოპოსო წარუძღვება საქართველოს სომეხი მოსახლეობის სულიერ ცხოვრებას, ხელს უწყობს სომხური სათვისტომოს კონსოლიდაციას სომეხთა ეკლესიის გარშემო, სათვისტომოში ორგანიზებას უწევს ეროვნულობის შენარჩუნების მიმართულებით ჩატარებულ საგანმანათლებლო, კულტურულ, ახალგაზრდულ ღონისძიებებს, სათანადოდ აღნიშნავს სომხური ეკლესიის  ყველა დღესასწაულს, ინარჩუნებს ტრადიციებსა და რიტუალებს.

საეპისკოპოსო მართავს ასევე ეპარქიალური ეკლესიების მოღვაწეობას, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შემოქმედებით კავშირებთან თანამშრომლობით.

რეზიდენციის ფარგლებში მოქმედებს ეპარქიის წინამძღვრის სამდივნო და სოციალური სამსახური. სამდივნოს პასუხისმგებელია გისანე ჰოვსეფიანი.

რეზიდენციის   ფუნქციებში შედის   სტუმრების მიღებაც.

საეპისკოპოსო სამუშაოებს ატარებს ასევე სოციალურ საკითხებში, როგორიცაა სოციალურად დაუცველ პირთა მხარდაჭერა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ვიზიტები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს დიაკვანი გევორგ ანტონიანი.

. სოციალური სამსახური: პასუხისმგებელი - დიაკვანი გევორგ ანტონიანი;

. ციხეები: პასუხისმგებელი - მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი;

. საავადმყოფოები: პასუხისმგებელი - მიქაელ ავაგიანი;  

. სოციალურად დაუცველი ჯგუფები: პასუხისმგებელი დიაკვანი გევორგ ანტონიანი.

საეპისკოპოსოს მისიის პარტნიორები არიან სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დაწესებულება, ვარდან ჯინიშიანის ხსოვნის ფონდი.

სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილება: დირექტორი - მიქაელ ავაგიანი

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების საქმიანობა ეხება ეპარქიის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი სახის მიმდინარე საკითხებს, სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობებს.

აღნიშნული განყოფილების დღის წესრიგში ზოგადი ხასიათის შემდეგი საკითხებია: საბჭოთა პერიოდამდე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ხოლო დღეს უმოქმედო, ნანგრევებად ქცეული, ადგილზე სხვა ნაგებობებ აშენებული, გაქართულებული სომხური ეკლესიების, რესტიტუციის კანონის თანახმად, ეპარქიისთვის ჩაბარების ან კომპენსირების, საბჭოთა პერიოდში ეპარქიისთვის ჩამორთმეული ეკლესიებისა და სხვა საეკლესიო ქონების დაბრუნება კანონიერ მფლობელთათვის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან ეპარქიასთან, პროპორციულობის პრინციპზე დაფუძნებული, თანასწორი ურთიერთობების დამყარება.

განყოფილების ხელმძღვანელი მეთვალყურეობა ხორციელებს „ნორაშენ“, „სურბ ნშან“ და „სურბ მინას“ სომხური ტაძრების აღდგენის და საბჭოთა პერიოდში ეპარქიისათვის ჩამორთმეული „შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ“ და „მუღნეცოც სურბ გევორგ“ ტაძრების კონსერვაციის სამუშაოებზე.

ამავდროულუად, განყოფილების იურისდიქციაში შედის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან მოქმედ რელიგიათა საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენი) ოფისთან მოქმედ რელიგიათა საბჭოში ეპარქიის პოზიციის წარდგენა და განსაზღვრა, ასევე რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესწავლით დაკავებულ უწყებათშორის სამთავრობო კომისიასთან ურთიერთობა.

განყოფილების ფარგლებში მოქმედებს ანალიტიკური ანალიზისა და საზოგადოებრიობასთან კავშირების ცენტრი, საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრი და სომხური სათვისტომოს რეგისტრაციის ცენტრი.

ა. ანალიტიკური ანალიზისა და საზოგადოებრიობასთან კავშირი – დიაკვანი გევორგ ანტონიანი

ბ. საქართველოს სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა – დიანა ტერ-ბაღდასაროვა

გ. სოციალური სამსახური - დიაკვანი გევორგ ანტონიანი
განყოფილების უფლებამოსილებაში შედის საპროტოკოლო ხასიათის საკითხები.
დ. საქართელოს მოქალაქეთა აღწერის ცენტრის ხელმძღვანელი, საქმის მწარმოებელი-მდივანი ინესა სარუხანიანი
პარალელურად განყოფილება სამუშაოს ახორციელებს საქართველოს სომხური სათვისტომოს კონსოლიდირების და განვითარების მიმართულებით. მოხალისეთა მონაწილეობით საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მიმდინარეობს სომეხი მოსახლეობის რეგისტრაცია. დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა სულ ახალი და ახალი ეთნიკურად სომეხი მონაცემს აღრიცხავს. ეს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ეგრეთ წოდებული აღწერაა, რომელიც გამოავლენს სომეხთა რეალურ სურათს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მხარს უჭერს სომეხთა კონსოლიდებას სომეხთა ეკლესიისა და "ჰაიარტუნ" ცენტრის გარშემო.
განყოფილების დირექტორი არის მიქაელ ავაგიანი.
მიქაელ ავაგიანი სპეციალობით იურისტია. სამართალდაცვის სფეროში მისი საქმიანობისათვის ფართო ასპარეზს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციებში მისი მუშაობა. არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის ინიციატივით და ხელმძღვანელობდა მათ სამუშაოს. აღსანიშნავია მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული კონგრესის, „შენ“ არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობა, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტების საერთაშორისო ტრენინგებში, პირადად გამოსულა ექსპერტის ფუნქციით. მიქაელ ავაგიანის ელ-ფოსტის მისამართია: Misha_avak@yahoo.com

განათლების განყოფილების დირექტორი: ევგენია მარკოსიანი

სომხური გენოფონდის მყარად შენარჩუნების შეუცვლელი პირობა სომხური ენის, დამწერლობის, ლიტერატურის, რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემაა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების მთავარი მიზანი არის ეროვნული თვითმყოფადობის, სომხური იდენტურობის შენარჩუნება.

ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებლობაშია  თბილისის „სურბ მოვსეს ხორენაცი“, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიის „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღები, თბილისის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სუებ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სასწავლებლები, ასევე ბათუმის „სურბ მესროპ მაშტოც“, ქობულეთის „ვრამშაპუჰ“ და ოზურგეთის „სურბ საჰაკ პართევ“ სკოლები.

თბილისში ათწლეულების განმავლობაში არ უარსებია არცერთ სომხურ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ინიციატივითა და მფარველობით    დაიწყო ფუნქციონირება „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღმა, 8 აღსაზრდელით. დღეს საბავშვო ბაღში დადის 50 ბავშვი. მოქმედებს ორი ჯგუფი - უფროსი და უმცროსი. ბავშვების აღზრდით დაკავებულია სამი მასწავლებელი და ერთი ძიძა. თბილისში ათწლეულების განმავლობაში არ უარსებია არცერთ სომხურ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ინიციატივითა და მეურვეთა მფარველობით დაიწყო ფუნქციონირება „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღმა, 8 აღსაზრდელით. დღეს საბავშვო ბაღში დადის 60-მდე ბავშვი. მოქმედებს ორი ჯგუფი - უფროსთა და უმცროსთა. ბავშვების აღზრდით დაკავებულია სამი მასწავლებელი და ერთი ძიძა. დღე იწყება ეკლესიაში ღვთისმსახურებაში მონაწილეობით და მღვდლების კურთხევით.

დაწყებითი დაწესებულების ძირითადი მიზანია შეინარჩუნოს და გაამყაროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი ჯანმრთელობა, თვალყური ადევნოს ბავშვების ჰარმონიულ განვითარებასა და აღზრდას. გარდა ამ ყველაფრისა, დაწყებითი დაწესებულების მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი ბავშვების მომზადებაა და სომხურ სკოლებისკენ გეზის მიცემა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მოქმედებს ასევე სომხურის სწავლების ერთდღიანი სასწავლებლები, რომელთა მიზანი სომეხი ადამიანისთვის მშობლიური ენის, სომხური ეკლესიისა და სომხეთის ისტორიის სწავლებაა.

საკვირაო სკოლას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ოცი წლის წინ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცხონებული წინამძღვრის არქიეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ.

თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გახსნის შემდეგ, გააქტიურდა ერთდღიანი სკოლების მოღვაწეობა. ცენტრი გახდა სომეხი ადამიანის მის ფესვებთან დაახლოების მთავარი ფაქტორი. ამჟამად ერთდღიან სკოლებში დაახლოებით 200 სხვადასხვა ასაკის ეთნიკურად სომეხი სწავლობს.

ერთდღიან სკოლებში პროგრამა ორწლიანია. სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერტიფიკატები.

ერთდღიანი სკოლებია:

თბილისის „სურბ გრიგორ ნარეკაცი “ სასწავლებელი (შაბათს სწავლებით), მასწავლებელი: თამარა გაბოიანი;  

თბილისის „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სასწავლებელი, მასწავლებელი: როზა ზორაბიანი;

ბათუმის „სურბ მესროპ მაშტოც“ სასწავლებელი, მასწავლებლები: მასწავლებლები არიან დიანა ჰაკობიანი, სონა ჰოვანისიანი;

ქობულეთის „ვრამშაპუჰ“ სასწავლებელი, მასწავლებელი: გაიანე ვარდანიანი;

ოზურგეთის „სურბ საჰაკ პართევ“ სკოლა, მასწავლებელი: სათენიკ დანელიანი.

საბავშვო ბაღი „სურბ მოვსეს ხორენაცი“, პასუხისმგებელი: ევგენია მარკოსიანი.

სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვების აღზრდის საქმით დაკავებულები არიან საგნობრივი მასწავლებლები:

წიგნიერება და მეტყველების განვითარება: ევგენია მარკოსიანი;

არითმეტიკა, ჩვენ და ჩვენი გარემო სამყარო, ცეკვა: აქსანა შაროიანი;

ქრისტიანული აღზრდა და უმცროს ჯგუფში სახვითი ხელოვნება: მეტაქსია ღაზარიანი.

სიმღერა: მარია აბულიანი .

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი სპეციალობით პედაგოგია. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ასწავლიდა თბილისის 110-ე სკოლის დაწყებით კლასებში. შემდეგ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა 95-ე სკოლაში ორგანიზატორად და სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში გახსნილ დაწყებით დაწესებულებაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად და პასუხისმგებლად. ამჟამად ეპარქიის საგანმანათლებლო განყოფილების დირექტორია. ევგენია მარკოსიანის ელ-ფოსტა: jinijini74@gmail.com:

საქართველოში მოქმედებენ საჯარო სკოლები თბილისში და სომხებით დასახლებულ რეგიონებში. ესენია:

თბილისის № 104 საჯარო სკოლა;

სომხური სექტორები 103-ე და 132-ე საჯარო სკოლებში.

საჯარო სკოლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის რაიონებში და სოფლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონების სოფლებში.

აღნიშნული სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლები მონაწილეობენ სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროთა ჩატარებულ ყოველწლიურ გადამზადების კურსებში.

პრესისა და ინფორმაციის განყოფილება: დირექტორი - სუსანა ხაჩატრიანი

საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესისა და ინფორმაციის განყოფილება ახორციელებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის, „ჰაიარტუნცენტრის მოღვაწეობის გაშუქებას, ინფორმაციის ორგანიზებას და გავრცელებას ოთხ ენაზე, ასევე დაკავებულია საპროპაგანდო მოღვაწეობით, საზოგადოების სხვადასხვა წრეებისათვის სულიერი ფასეულობების, ქრისტიანული საიდუმლოების, საეკლესიო მოღვაწეობის გაცნობის და გავრცელების მიზნით. პრესსამსახურის მოღვაწეობის სფეროში შედის სატელევიზიო და რადიოსიუჟეტების ორგანიზება და მომზადება, პრესაში და ელექტრონულ მედიასაშუალებებში სულიერი თემებით მასალების გამოქვეყნება. პრესსამსახურის მოვალეობაში შედის ასევე სხვადასხვა ენებზე ინფორმაციით ეპარქიის ვებ-გვერდის გამდიდრება, ახალი ამბების განთავსება, მასალების განახლება, განცხადებებისა და მოწვევების ორგანიზება. საინფორმაციო განყოფილება თავის ვებ-გვერდით   ავრცელებს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ახალ ამბებს, უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის შეხვედრებს, მოგზაურობებს, ღვთისმოსავ მოღვაწეობას, საქველმოქმედო წამოწყებებს. სრულდება სამუშაო დიასპორის სხვა ეპარქიების და სათვისტომოების მრავალგვარი მოღვაწეობის საზოგადოებრიობის გაცილებით დიდი აუდიტორიისთვის გაცნობის მიმართულებით. სხვადასხვა მედიასაშუალებებთან აქტიური თანამშრომლობით, რეგულარულად შუქდება სასულიერო პირთა მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამები, რელიგიური დღესასწაულების საიდუმლოები, ჟღერს სამღვდელოების აზრი და დამოკიდებულება საზოგადოებრივ საკითხებზე. პრესსამსახური ბეჭდავს და ავრცელებს სარეკლამო ბუკლეტებს რელიგიურ დღესასწაულებზე, საიდუმლოებზე, ახალგაზრდულ ასოციაციებზე. პრესსამსახურის პასუხისმგებლობით მოქმედებ ეპარქიის ოფიციალური საინტერნეტო საიტები.

.www.armenianchurch.ge

. hayartun@armenianchurch.ge

. www.facebook.com/officialhayartun

. www.odnoklassniki.ru/officialhayartun

ე. www.youtube.com/user/Hayartun

პრესსამსახურის მასალების სხვადასხვა, კერძოდ   ქართულ, რუსულ და ინგლისურ, ენებზე თარგმანს უზრუნველყოფენ კვალიფიციური სპეციალისტები. სომხური და ქართული ენების ცნობილი სპეციალისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისქართულ ენაში მომზადების პროგრამისლექტორი ზოია მხითარიანი უზრუნველყოფს მასალის ქართულზე თარგმანს. რუსული ენის გამოცდილი მთარგმნელი მარინა სარგსიანი ამზადებს ზემოაღნიშნული მასალის რუსულ ვერსიას. ინგლისურ ენაზე მასალის თარგმანს უზრუნველჰყოფს ერევნის ფრანგული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, სპეციალობით იურისტი ლილით ჰაკობიანი.

განყოფილების ელექტრონული სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის სწრაფ გავრცელებასა და მიწოდებას საინფორმაციო წყაროებისა და სააგენტოებისათვის, აგრეთვე ხდება SMS შეტყობინებებით ეპარქიის სხვადასხვა   ღონისძიებების შესახებ წინასწარი ინფორმირება.

საინფორმაციო განყოფილება ამზადებს ვიდეოციკლს. მზადდება 4-8 წუთიანი ვიდეომასალები და სიუჟეტები, იტვირთება ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში. ვიდიოსიუჟეტების გადაღება, მათი მონტაჟი და სოციალურ ქსელებში განთავსებას, ასევე ინფორმაციის ფოტოგადაღებას უზრუნველჰყოფს ფოტოგრაფ-ოპერატორი გევორგ პოღოსოვი.

ხდება სხვადასხვა ღონისძიებების ვიდეომასალისა და ინფორმაციის დაგზავნა სრ საზოგადოებრივ, „შოღაკათ“, „არმენია ტვ“, „შანთდაკენტრონტელეარხებისათვის.

ეპარქიის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს სუსანა ხაჩატრიანი. ამ უკანასკნელს აქვს ოთხი ათწლეულის ჟურნალისტური მუშაობის გამოცდილება. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საზოგადოებრივი რადიო და ტელეპროგრამების სომხურ გადაცემას, იყო რეგიონალური ტელევიზიის სომხური გადაცემის წამყვანი. მისი ელ-ფოსტის მისამართია- shushanik1996@mail.ru

კულტურის განყოფილება: დირექტორი - ლევონ ჩიდილიანი

კულტურის განყოფილების მთავარი მიზანი საქართველოში სომხური ეროვნული კულტურის შენარჩუნება და განვითარებაა, მიღწევების, ხალხური ტრადიციების და წეს-ჩვეულებების საჭირო დონეზე წარდგენა, თაობებისთვის ხალხური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გადაცემა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სომხურ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავება. კულტურის განყოფილება, რომლის დაქვემდებარებაშიც მოღვაწეობს „ჰაიარტუნ“, ბათუმის „ალექსანდრე მანთაშევ“ და ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდული ცენტრები, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სხვადასხვა კულტურული წრეების მოღვაწეობას, ცენტრის გარშემო  ნიჭიერ  ადამიანთა კონსოლიდაციას, ასევე ადგილობრივი და ფართომაშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებას და სხვა. კულტურის განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან, თბილისის მერიასთან, ადგილობრივ კულტურულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სომხეთის რესპუბლიკის კულტურისა და დიასპორის სამინისტროებთან,   აქტიურად მონაწილეობს მათ პროექტებში, ასევე გამოდის სხვადასხვა პროგრამების ინიციატივით.

კულტურის განყოფილებამ, რომელიც ჩამოყალიბდა 2005 წელს კულტურის სფეროს ერთი ჯგუფის მიერ, იკისრა ეპარქიის კულტურული ცხოვრების აღორძინება, განსაკუთრებით საზეიმო ღონისძიებების ჩატარება. საფუძველი ჩაეყარა და ტრადიციის ძალა მიიღო ეპარქიის   ეკლესიების ეზოებში   ეროვნული და რელიგიური დღესასწაულების - მიჯინქის, ამაღლებისა და ფერისცვალების, ასევე მაისის სამი დღესასწაულების აღნიშვნამ.

კულტურის განყოფილება, შესაბამისი მუშაობის შესრულებით, გააერთიანა თბილისის სხვადასხვა ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები, ორგანიზებას უწევს მათ მონაწილეობას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ ფესტივალებსა და კონკურსებში, სხვადასხვა ღონისძიებებში. განყოფილება მხარს უჭერს სომხებით დასახლებულ რაიონებში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას,   ზრუნავს ადგილობრივი კულტურული ჯგუფების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

კულტურის განყოფილების საქმიანობა მიმართულია ასევე ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონებში კულტურული ცხოვრების წახალისებისაკენ. ამ მიზნით განყოფილების მხარდაჭერით ადგილებზე ორგანიზება ეწევა და იქმნება შემოქმედებითი წრეები, რომელთა ძალებით ეწყობა და ტარდება სხვადასხვაგვარი ღონისძიებები.

კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობს საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევონ ჩიდილიანი, ამ   უკანასკნელმა შრომითი ბიოგრაფია დაიწყო თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. ის დღესაც თავისი სამსახიობო უნარით თავს უძღვნის საქართველოში სომხური კულტურის განვითარებას, სომხურ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავებას. მისი ელექტრონული მისამართია: leonnapoleon@mail.ru:

ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება: დირექტორი - ვალერი ბადალიანი

ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების მიზანია საქართველოს სომეხი ახალგაზრდობის მობილიზება ეკლესიის გარშემო, მათი პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის ხელშეწყობისა და მათში ეროვნულობის შენარჩუნების მაღალი იდეალების დანერგვის მიზნით. ამ მიზანს ემსახურება ეკლესიათა ახალგაზრდული კავშირების ასოციაცია. დღითიდღე ვრცელდება და ახალ ძალას იძენს ახალგაზრდული ასოციაციების საქმიანობა.

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდა ლიდერთა აღზრდა. ამ მიმართულებით ორგანიზებულ იქნა სხვადასხვა სემინარები, კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც დედაქალაქის, ასევე ეთნიკურად სომხებით დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებმა. მსგავსი სემინარები, ტრენინგები და კონფერენციები ხელს უწყობს ადგილზე სათემო   ცხოვრების გააქტიურებას, ღონისძიებების ორგანიზებას, რაიონში, სოფელში ახალგაზრდის დღის უფრო საინტერესოდ და შინაარსიანად გახდომას.

ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ასევე დაინტერესებულია სომეხი ახალგაზრდის სამოქალაქო აღზრდით. ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით მათი უფლებებისა და მოვალეობების მკაფიოდ ცოდნას ხელს უწყობს „ჰაიარტუნ“ ცენტრში ორგანიზებული ყოველკვირეული ლექციები სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის ისტორიაში, სამოქალაქო აღზრდაში. საქართველოს სხვადასხვა რაიონების სომეხი ახალგაზრდების მონაწილეობით ხორციელდება შემეცნებითი მომლოცველობები ისტორიულ ადგილებში, დედა სამშობლოსა და არცახში.

ახალგაზრდული საქმიანობა მოიცავს ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სომეხი ახალგაზრდების კონსოლიდაციას, სასკოლო-საყმაწვილო კავშირებთან ჩატარებულ სამუშაოებს, საზაფხულო ბანაკის ცხოვრების ორგანიზებას და მონაწილეობას სკაუტურ პროგრამებში, სამოყვარულო სიმღერისა და ცეკვის წრეების მოღვაწეობას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ„ ცენტრის თასისთვის ღონისძიებების ჩატარებას.

ახალგაზრდული ორგანიზაციის პატრიოტული მოვალეობაა სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის ხოჯივანქის პანთეონზე ზრუნვა. ახალგაზრდების მოხალისეთა ჯგუფები აწყობენ კეთილმოწყობის დღეებს, რგავენ ხეებს, უვლიან პანთეონს.

ახალგაზრდულ განყოფილებას აქვს ქვეგანყოფილებები, რომლების ხელმძღვანელთა მეშვეობით ხდება სამუშაოთა კოორდინაცია, ახალი პროგრამების დასახვა, პროექტების შემუშავება და განხორციელება. ესენია:

სტუდენტური კავშირი, პასუხისმგებელი: ნინა სეროპოვა;

„არი ტუნ“(„სახლში მოდი“), საზაფხულო ბანაკის პროგრამები და სკაუტები, პასუხისმგებელი: ვალერი ბადალიანი;

ცეკვისა და სიმღერის „ტარონ“ ახალგაზრდული ანსამბლი, პასუხისმგებელი: სურენ აბრამიანი.

ახალგაზრდობის განყოფილებასთან მოქმედებს შემდეგი ქვეგანყოფილებები:

ფელდშერთა კლუბი

ისტორიის მოყვარულთა კლუბი

ტრადიციულად ეწყობა ტურნირები ფეხბურთში - „ჰაიარტუნ“ ცენტრის თასის, ასევე ჭადრაკში - ტიგრან პეტროსიანის სახელობის თასისთვის.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან. მჭიდროა კავშირები სრ დიასპორის, სრ კულტურის, სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან. განყოფილება მონაწილეობს მათ პროექტებში, თვითონაც გამოდის ინიციატივებით, სთავაზობს პროექტებს, განახორციელებს ერთობლივ პროექტებს.

განყოფილების დირექტორია ვალერი ბადალიანი

მან დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. სპეციალობით კომპიუტერული პროგრამისტია, ვებ-გვერდის დიზაინერი, ხელმძღვანელობს პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ელექტრონული მედიის განყოფილებას. აქტიურია, აქვს საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამოცდილება, ახალგაზრდების კონსოლიდებისა და მათი სამუშაოების ხელმძღვანელობის უნარი, თვითონაც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამ სამუშაოების განხორციელებაში. მისი ელ. ფოსტის მისამართია: valeri.badalian@armenianchurch.ge

საფინანსო განყოფილების დირექტორი: მარგარიტა კირაკოსიანი

საფინანს განყოფილების ფუნქციაში შედის საეპისკოპოსოსა და ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის, „ჰაიარტუნდავერნატუნცენტრების,   ეკლესიების ბუღალტერია.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საფინანს განყოფილება ახორციელებს ეპარქიის საეპისკოპოსოს, საეპარქიო სტრუქტურების საბუღალტრო, თბილისისსურბ გევორგდასურბ ეჯმიაწინ“, ბათუმისსურბ ფრკიჩ, თეთრიწყაროს რაიონის შამშულდასსურბ ფრკიჩეკლესიების,   მარნეულის რაიონის სოფელ კარმირისსრბოც ავეტარანჩაცსამლოცველოს სააღრიცხვო და საბუღალტრო სამუშაოებს, სასაქონლო-მატერიალურ საქონლის საცალო შესყიდვის, საწყობის საბუღალტრო აღრიცხვის,   ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაციის და ეპარქიის ნებისმიერი სხვა ფინანსური გარიგების განხორციელებას და ბუღალტრულ გაფორმებას.

ფინანსური განყოფილება დროზე ადგენს ეპარქიის წლიურ ბიუჯეტს, ფინანსურ გეგმებს, მიზნობრივი დაფინანსების პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის ორგანიზაციებს, სამინისტროებსა და ეპარქიის სამეურვეო საბჭოს.

საფინანს განყოფილება ეპარქიის წინამძღვარს წარუდგენს ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური ფინანსური მოღვაწეობისა და ფინანსურ ანგარიშებს, მიზნობრივ დაფინანსებით შესრულებულ სამუშაოთა და ფინანსურ   ანგარიშებს, ამზადებს ნახევარწლიურ, წლიურ და მოღვაწეობის დეტალურ ანგარიშებს და წლის ბოლოს წარდგენს ეპარქიალურ საანგარიშო კრება. უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას შესაბამისი დოკუმენტური საფუძვლებით და დროულად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულიჰაიარტუნ ცენტრის ბუღალტერიას წარმართავს ალისა გრიგორიანი.

დირექტორს მარგარიტა კირაკოსიანს აქვს უმაღლესი განათლება.  

აქვს ორმოცწლიანი სამუშაო გამოცდილება. მუშაობა დაიწყო მუშად,   დიპლომის მიღების შემდეგ მუშაობდა უფროს ინჟინრად, განყოფილების გამგედ. 1996 -2000 წწ. შეთავსებით მუშაობდა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ქრისტიანული განათლებისა და პროპაგანდის ცენტრში, ბუღალტერ-მოლარედ, არაგაწოტნის ეპარქიაში - მთავარ ბუღალტრად. 2002 წლიდან დღემდე მუშაობს სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში. ელექტრონული ფასტის მისამართია: margarita.stepaevna@mail.ru

ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილება, დირექტორი: კარენ ერიციანი

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის ფუნქციებში შედის საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში მოქმედი და უმოქმედო ეკლესიების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა, წამოჭრილი პრობლემების დროზე გადაწყვეტა და სამუშაოების რეგულარულად განხორციელების მხარდაჭერა.   ამ განყოფილების პასუხისმგებლობაშია აგრეთვე ახალადაშენებული და გარემონტებული ეკლესიების კურთხევისა და ხელახალი კურთხევის ორგანიზება.

ამჟამად ზემოაღნიშნულ განყოფილებას ეკისრებასურბ გევორგსაკათედრი ტაძრის კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დანორაშენტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა. ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილი ასევე ორგანიზებას უწევს თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონის კეთილმოწყობის, თბილისში ჰოვანეს თუმანიანის სახლშივერნატუნცენტრის სარეაბილიტაციო და ბანთუმში   ალექსანდრე მანთაშევის სახელობის განათლებისა და კულტურის ცენტრი მშენებლობის სამუშაოებს.

ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის ორგანიზებული და თანმიმდევრული სამუშაოს წყალობით დროის თვალსაზრისით უმნიშვნელო გადაცდენით ხდება ეპარქიაში ეკლესიების კურთხევისა და ხელახალი კურთხევის რიტუალები.

განყოფილების ფუნქციებში შედის ეპარქიის სამეურნეო საკითხების და პრობლემების დროულად მოგვარება, მომარაგების სწორი ორგანიზება, ავტომეურნეობის და საწყობის მოქმედება.

ამ განყოფილების ყოველდღიური და სწორად ორგანიზებული სამუშაოს შედეგად უზრუნველოყოფილია ეპარქიის შეუფერხებელი და მკაფიო საქმიანობა.

ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილს   ხელმძღვანელობს ამ სფეროში მრავალი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე, გამოცდილი ორგანიზატორი, საქმის კარგი მცოდნე  კარენ ერიციანი. იგი სპეციალობით რადიოდანადგარების მემონტაჟეა, ვალდებულებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

მის განყოფილებაში შედის ავტოპარკი და საწყობი, დაცვის სამსახური, მომარაგების სამსახური, საეპარქიო და საეკლესიო ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო და სამეურნეო მომსახურება, საეპარქიო სტრუქტურების სანტექნიკური სამუშაოები და სამზარეულოს სამუშაოები. კარენ ერიციანი ელფოსტის მისამართია: Karen.ericyan@mail.ru