1geo

fb you od

Hayartun

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი

2011 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის ბორის სააკოვის და საქართველოს სომეხი ბიზნესმენების რაფიკ აღაჯანიანის, სამველ აღეკიანის, არამ სიმონიანის, ნელსონ პეტროსიანის, კიმ საფაროვის, არამ სანოსიანის, ვიტალი მანასიანის, სამველ მანუკიანის და არკადი მანუკიანის მფარველობით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მეზობლად აშენდა სომხური ხელოვნების სახლი, რომლის საზეიმო გახსნა შედგა იმავე წლის 12 ივნისს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ, საქართველოში მისი უწმიდესობის საპატრიარქო ვიზიტის დროს. მისმა უწმინდესობამ კურთხევის შემდეგ მიულოცა სომხურ სათვისტომოს ცენტრის გახსნა და გამოთქვა სურვილი, რომ ცენტრი სომხური სულისკვეთების კულტურული, ეროვნული, სულიერი ახალი კერა გახდეს, რომელიც შეინარჩუნებს თუმანიანისეული „ჰაიარტუნის“ კეთილ ტრადიციებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარ საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიაში ჩამოყალიბებულმა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრმა, შექმნის პირველსავე დღეებიდან დაიწყო პატრიოტული საქმიანობა და ნაყოფიერი მუშაობა, მოღვაწეობა მშობლიური ენის შენარჩუნების, ისტორიული და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის, ეროვნული ჩვევებისა და ტრადიციების აღდგენის, სომხურ-ქართული კულტურული კავშირების გამყარების მიმართულებით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრი სრულყოფილი და სერიოზული სტრუქტურაა,   სადაც კონსოლიდირებული თანამშრომლები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, თავს უძღვნიან ეროვნული კეთილშობილური იდეების განხორციელების დიად საქმეს.

„სომხური ხელოვნების სახლი („ჰაიარტუნი“)   თავის მისიას ხედავს ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა სომხური გაერთიანებების კონსოლიდებაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის პატრონაჟით კონსოლიდირებული კავშირების მიერ წინასწარ შედგენილი სამუშაო გეგმებით ეწყობა გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები, დისკუსიები, შეხვედრები, ღირსშესანიშნავ თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები, ასევე ფესტივალები, ზეიმები - ღონისძიებები, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას ხალხმრავალს ხდის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზს, და იწვევენ როგორც სომეხ, ასევე სხვა ეროვნების მაყურებელს.

„ჰაიარტუნ“ცენტრის ხელმძღვანელი არის საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი.

კულტურის განყოფილება თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სომეხ   შემოქმედებთან და მფარველობს მათ. ესენია:

საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი „ვერნატუნ“, თავმჯდომარე: გევორგ სნხჩიანი;

სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების „კამურჯ“ არასამთავრობო ორგანიზაცია, თავმჯდომარე: ანაჰიტ ბოსტანჯიანი;

საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირი, თავმჯდომარე: ენოქ თადევოსიანი;

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე: მერუჟან შაუმიანი;

„გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლი, დირექტორი: ჟანა დავთიანი;

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი, თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი;

ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ , თავმჯდომარე: სამველ მკრტჩინი;

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო, თავმჯდომარე: არტაკ გაბრიელიანი;

"შენ" არასამთავრობო ორგანიზაცია, თავმჯდომარე: მიქაელ ავაგიანი;  

ახალციხის ახალგაზრდული საგანმანათლებლო-კულტურის ცენტრი,   კოორდინატორი:   ედუარდ აივაზიანი;

ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი, დირექტორი: ჟორა სნხჩიანი;  

ბათუმის "ალექსანდრე მანთაშევ“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდობის ცენტრი, დირექტორი: სონა ჰოვანისიანი;

საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე: მაყვალა გონაშვილი;

საქართველოს მხატვართა კავშირი, ----

საქართველოს მუსიკოსთა კავშირი, კახა ცაბაძე;

თბილისის კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლი, - ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედი ტოლერანტობის დეპარტამენტი,   ბექა მინდიაშვილი;

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ხელმძღვანელი:   ეკა ჭითანავა

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი საქმიანობას ახორციელებს მის მისიასთან ჰარმონიაში. ცენტრში კონსოლიდირებულნი არიან ჭეშმარიტად ნიჭიერი გოგონები და ბიჭები, რომელთა უმთავრესი მიზანია მშობლიური ენის სწავლა და მისი ფლობა, სომხური ხელოვნების გაცნობა და   თავის მიძღვნა მისი განვითარებისადმი.   ამ მიზნით ცენტრში მოღვაწეობს სხვადასხვა წრეები, სადაც მიღება ხდება კომპეტენტური კომისიის მიერ. შემოქმედებით წრეში გაწევრიანების შემდეგ სავალდებულოა სომხური ენის ცოდნა. მათ, ვინც არ იციან სომხური ენა, გადიან სომხური ენის სწავლების ორწლიან კურსს „ჰაიარტუნ“ ცენტრში.

შემოქმედები წრეები

კულტურის სფეროს მიზნებს ემსახურებიან დაარსების დღიდან შექმნილი და მოქმედი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ესენია:

ნერსეს შნორჰალი საბავშვო გუნდი: ქორმაისტერი - გამოცდილი პედაგოგი მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი;

ტარონსამოყვარულო ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლი: ქორეოგრაფი - სურენ აბრამიანი ;

დუდუკის კლასი: მასწავლებელი - ივანე მკრტჩიანი;

დოლის კლასი: მასწავლებელი - რობერტ კაშავანიძე;

ვოკალურ- ინსტრუმენტალური საესტრადო ანსამბლი - ხელმძღვანელი: მუსიკოს ვლადიმერ ასატუროვის ხელმძღვანელობით.

ესთეტიკური აღზრდის ჯგუფი: მასწავლებელი - თამარა სულხანიშვილი.

ნერსეს შნორჰალი საბავშვო გუნდი: აქ 7-15 წლის მოზარდები სწავლობენ ჩვენ ხალხურ და პატრიოტულ სიმღერებს. ისინი ასრულებენ კლასიკურ, სასულიერო, ხალხური მუსიკალური ხელოვნებისნიმუშებსდა წარსდგებიან ამ სიმღერების ლამაზი შესრულებებით. გუნდი მონაწილეობას იღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ მრავალ კონკურსებსა და ფესტივალებში, იმსახურებს გალა-კონცერტებში გამოსვლის პატივს და ყოველთვის ბრუნდება პრიზებითა და დიპლომებით. გუნდი ყოველწლიურად ვითარდება, მისი უკვე შემდგარი ინდივიდუალური შემსრულებლები ავსებენ ეკლესიის მგალობელთა გუნდს ან ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს, საბავშვო კი - ახლდება ახალმოსულებით, რომლებიც მიიღებიან შესაბამისი კასტინგის გავლის შემდეგ.

„ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდის წევრები იღებენ დაწყებით მუსიკალურ ცოდნას.

ჰაიარტუნკულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრში მოქმედებს ასევე: დუდუკის კლასი - აქ 9 წლის ასაკიდან ბავშვები სწავლობენ ჩვენი ეროვნული   საკრავის - დუდუკის, დაკვრას, ეცნობიან ცნობილი სომეხი მედუდუკეების სახელებს, მათ ცხოვრებას და მოღვაწეობას, სწავლობენ მუსიკას მათი დამუშავებით.

დოლის კლასი - დიდია ინტერესი და სურვილი ამ საკრავზე დაკვრის მსურველებთან. როგორც დუდუკის, ასევე დოლის კლასის აღსაზრდელები აქ სწავლობენ სწორად დაკვრას. მათ მიეწოდებათ ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის ისტორია,   ცნობები საკრავების ოსტატი შემსრულებლების შესახებ. ეროვნული საკრავებით „ჰაიარტუნ“ ცენტრი უზრუნველჰყო სრ დიასპორის სამინისტრომ.

მოქმედებს ასევე ვოკალურ- ინსტრუმენტალური ახალგაზრდული ანსამბლი. 12-17 წლის სომეხი მოზარდები სწავლობენ თანამედროვე საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებზე - გიტარაზე, ბას გიტარაზე , დასარტყამ და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე დაკვრას.ზრუნავენ ასევე შემცვლელების მომზადების მიმართულებით. „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდიდან უფროსები გადადიან საესტრადო ჯგუფში, გამოდიან სოლისტებად. ანსამბლის მიზანია სრულყოფილ საესტრადო ჯგუფად ჩამოყალიბება.

„ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედებს ასევე ბავშვების ესთეტიკური აღზრდის ჯგუფი, მასწავლებელი: თამარ სულხანიშვილი. შაბათ და კვირა დღეებში სამი წლის ასაკიდან სასკოლო ასაკამდე ბავშვები აქ სწავლობენ ხატვას, პლასტილინით ძერწვას, სახვითი ხელოვნების ნიმუშების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ნამუშევრები წარმოდგენილი არის ხოლმე როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და არცახში მოწყობილ საბავშვო ნახატებისა და ნამუშევრების სხვადასხვა გამოფენებზე. „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედი ესთეტიკური განათლების ჯგუფის მოსწავლეების ნამუშევრებმა საუკეთესო ადგილები დაიკავეს   ქალაქ ერევანში მოწყობილ საბავშვო ნახატების გამოფენაზე   და დაჯილდოვდნენ არცახში ვიზიტისა და „ტათევის ფრთები“ ფესტივალში მონაწილეობის საგზურით. ამ ჯგუფის მოწაფეებისათვის ტრადიციადაა ქცეული ქაღალდისაგან დამზადებული ხელნაკეთი ტანსაცმლისა და სამკაულების, მეორადი ნივთებისაგან დამზადებული ხელოვნური ნაძვის ხეების კონკურსების ორგანიზება და  სხვა თანატოლებთან ერთად მათში მონაწილეობა.

„ჰაიარტუნში“ მოღვაწეობენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილებაში შემავალი სურბ მოვსეს ხორენაცი საბავშვო ბაღი " ( ორი ჯგუფი 60 აღსაზრდელით ), სურბ გრიგორ ნარეკაცი ერთდღიანი სკოლა (შაბათის) (ოთხი ჯგუფი, 105 მოსწავლით) და სურბ ეღია მარგარე საკვირაო სკოლა (ოთხი ჯგუფი, 95 მოსწავლით).

კვირაობით „ჰაიარტუნ“ ცენტრში ეწყობა სომხეთის ისტორიის ლექცია, რომელსაც მოყვება ფილმის ჩვენება სომხეთისა და სომეხთა ეკლესიის ისტორიის შესახებ. შემდგომ იწყება ახალგაზრდების ეთნოგრაფიული ცეკვა-სიმღერის სწავლება.

ერთი კვირის განმავლობაში 600-ზე მეტ მოსწავლესა და სხვადასხვა ასაკის ეთნიკურად სომეხს შეხება აქვს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ყოველდღიურ მოღვაწეობასთან.

„ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულებაა რაიონების   კულტურული ცხოვრებისა და ცენტრის სამუშაოთა კოორდინაცია. „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით კულტურული ასოციაციები შეიქმნა ახალციხეში ( „ვაჰრამ გაიფეჭიან“ კულტურის გაერთიანება (ხელმძღვანელი: ალექსანდრე იგითხანიანი), ჯავახეთის ახალგაზრდა მხატვართა ასოციაცია (ხელმძღვანელი: ჰაიკაზუნ ღარაგულიანი), ნინოწმინდის „რაფაელ ღარსლიან“ (ჯავახ) საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან მოქმედი ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი. ახალქალაქის ხელოვნების სახლის დაარსება პროცესშია.

"ჰაიარტუნ“ ცენტრის კულტურული მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულებაა სომხებით დასახლებულ რაიონებში სომხური კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა. ამ მიზნით ორგანიზება ეწევა და ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები. სერიოზული სამუშაოები ტარდება რეგიონებში, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მსგავსად, საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრების შესაქმნელად.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ისტორია

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების  შემდეგ  ოვანეს თუმანიანის მიერ დაარსებული „სომეხ მწერალთა კავკასიის საზოგადოება“  რეფორმირებულიქნა. წარმოიშვა იდეა  თბილისში ისეთი კულტურული კერის შექმნის, რომელიც  ხელოვნების  ყველა  მუშაკს  გააერთიანებდა ერთ ჭერქვეშ.   1921  წლის 29 მარტს   ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, თეატრის მუშაკთა თათბირზე გადაწყდა ხელოვნების მუშაკთათვის გამოყოფილ შენობას ეწოდოს „ჰაიარტუნ“ და მას მიეცეს ვაჰან ტერიანის სახელი.  ის მოქმედებდა სომეხი   მეცენატის ავან იუზბაშიანის სახლში. არჩეულიქნა „ჰაიარტუნის“ საბჭო, რომლის შემადგენლობაში  შევიდნენ ჰ.სურხათიანი, პ.მაკინციანი, ა.ბურჯალიანი, ალ.ბაჟბეუკ-მელიქიანი და სხვები,  რომელთა ძალისხმევით დაფუძნდა სომხური ხელოვნების სახლი. საბჭოს წევრად იქნა არჩეული ასევე დიდი სომეხი პოეტი  ოვანეს თუმანიანი,   რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტრუქტურის მუშაობას.
თბილისში დაარსებული სომხური (ჰაი) ხელოვნების (არ) სახლი (ტუნ) -  „ჰაიარტუნი“,   1920-იანი  წლების სომხური ლიტერატურულ-კულტურული, საზოგადოებრივი    ორგანიზაცია იყო  სომხეთის სსრ-ის ფარგლებს გარეთ, სომხებით  დასახლებულ ქალაქში. მისი მიზანი იყო დედა სამშობლოს  კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირება,  საბჭოთა სომხეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მწერლებისა და ხელოვანების მოღვაწეთა მხარდაჭერა, მათი ხელოვნების    პოპულარიზაცია, მშრომელთა მასების მხატვრული განათლება.   პირველი „ჰაიარტუნი“, რომელიც     ერთგვარი ლიტერატურული კერა იყო, ჰოვანეს თუმანიანის ხელმძღვანელობით    აერთიანებდა სომეხ მწერლებსა და მოღვაწეებს, ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოძრაობა   აჰქონდა ხარისხობრივად ახალ დონეზე. ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა თემებზე  ტარდებოდა ლექციები,  დისკუსიები,     გამოფენები, დიდების საღამოები, იდგმებოდა  სპექტაკლები, ტარდებოდა კონცერტები.
თანდათანობით „ჰაიარტუნში“  ერთიანდებოდა ხელოვნების, ლიტერატურის მუშაკთა ცალკეული  ჯგუფები, გაერთიანებები, მათ შორის, „სომხური კალმის მუშაკთა გაერთიანება“, კავშირი „კომიტასი“ და სხვა.   იქმნება ფილიალები: მუსიკის, მხატვრების, თეატრის, ლიტერატურის. „ჰაიარტუნში“ კონსოლიდირებული იყო სომხური კულტურის საუკეთესო ძალები.  
„ჰაიარტუნი“   ხდება მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. თბილისის „ჰაიარტუნის“   ლიტერატურულ  ფილიალს ხელმძღვანელობდა დ.დემირჭიანი, მუსიკალურს - რ.მელიქიანი, სამხატვროს - გ.შარბაბჩიანი,  სამსახიობო დასს - სტეფან ქაფანაკიანი.
ოვანეს თუმანიანის წინადადებით,  1922  წლის 1 თებერვალს „ჰაიარტუნი“ შეიქმნა   კონსტანტინოპოლშიც, 1923 წელს ორგანიზებულიქნა ბათუმის „ჰაიარტუნი“, რომლის   პირველი ღონისძიება მიეძღვნა ოვანეს თუმანიანის ხსოვნას.  1925 წელს ბაქოში შეიქმნა მიასნიკიანის სახელობის სომხური ხელოვნების სახლი.  
დიდი ოვანეს თუმანიანის შექმნილი „სომხური ხელოვნების სახლის“ მაგალითით, რომლის    კედლებში იყო შექმნილი მხატვრების, მუსიკოსების, ინტელიგენციის  კავშირები, ათწლეულების შემდეგ მომწიფდა საქართველოში მსგავსი სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა.