1geo

fb you od

  • მოქმედი ეკლესიები
  • ეკლესიების ისტორია
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედი სომხური სამოციქულო ეკლესიები

თბილისი

  1. „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძარი, დაარსებულია 1251 წელს
  2. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია (თბილისი), დაარსებულია 1805 წელს

ახალციხის რაიონი

  1. ახალციხე -
  2. წუღრუთი - „სურბ სიონ“ (სურბ ჰაკობ) ეკლესია, დაარსებულია 1830 წელს
  3. წირა - „სრბოც ჰრაშტაკაპეტაც“, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  4. ღულალისი - „სურბ ხაჩ“ ეკლესია, დაარსებულია 1994 წელს
  5. დიდი პამაჭი - „სურბ ხაჩ“ ეკლესია, დაარსებულია 1840 წელს
  6. საზელი - „სურბ ხაჩ“ ეკლესია, დაარსებულია 1839 წელს
  7. საზელი „სურბ ჰრიფსიმე“ სამლოცველო, დაარსებულია 1998 წელს
  8. პატარა პამაჭი სურბ ხაჩ“ ეკლესია, დაარსებულია 1837 წელს
  9. ორალი - „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესია, დაარსებულია 1840 წელს
  10. ჩეჩერექ - სურბ ავეტარან,( წმიდა სახარება), დაფუძნებულია 2005 წელს

ახალქალაქის რაიონი

  1. ახალქალაქი - „სურბ ხაჩ“ ეკლესია, დაარსებულია 1856 წელს
  2. აბული - „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, დაარსებულია 1830-იან წლებში  
  3. ალათუმანი - „სურბც ერორდუთიუნ“ ეკლესია, დაარსებულია 1830 წელს
  4. არაკოვა - „სურბგევორგ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  5. არაკოვა - „სრბოც კუსანაც“ ეკლესია, დაარსებულია 2001 წელს;
  6. ბალხო - სურბ ჰარუთიუნ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  7. ბარალეთი - „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  8. ბეჟანო -„სურბმინას“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  9. ბუღაშენი - „სურბჰარუთიუნ“   ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  10. ბურნაშეთი - „სურბმატთეოს“ ეკლესია, დაარსებულია 1830-იან წლებში    
  11. დილისკა - „სურბსარგის“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  12. ზაკი - „სურბ მინას“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  13. ხანდო - სურბხაჩ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  14. კარწახი -  „სურბ ჰოვანეს -კარაპეტ“ ეკლესია, დაარსებულია 1830-იან წლებში   
  15. დიდი სამსარი - „სურბასტვაწაწინ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  16. მერენია - „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, დაარსებულიაწელს    
  17. პატარა სამსარი - „სურბჰარუთიუნ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
  18. ვაჩიანი - წმიდა სიონი, დაარსებულია 19-ე საუკუნის 30-ნ წლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1993-2014 წლ.
  19. დადეში - დადეში - “სურბ ასტვაწაწინ“ ძველი ეკლესია, X-XI სს. აღდგენილია 1848 წელს, 1867 წელს მიაშენეს ახალი ეკლესია, დგას.

ნინოწმინდის რაიონი

  1. განძა - „სურბკარაპეტ“ ეკლესია, დაარსებულიაწელს    
  2. ხოჯაბეკი - „სურბ სარგის“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  
  3. მამზარა - „სურბ მესროპ მაშტოც“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  
  4. დიდი არაგიალი - „სურბ ხაჩ“
  5. ჯიგრაშენ - სურბ ჰრეშტაკაპეტაც ეკლესია, დაფუძნებულია 1850 წელს
  6. სათხა - სურბმეწნ ნერსეს“ ეკლესია, დაარსებულიაწელს    
  7. პატარა არაგიალი - „სურბსტეფანოს“ ეკლესია, დაარსებულიაწელს    
  8. პატარა ხანჩალი - სურბ ჰაკობ ეკლესია
  9. დიდი გონდურა - „სურბ ჰაკობ“, 1830 წელი, აღდგენილია 1869 წელს, დგას. არსებობს ძველი სომხური სასაფლაო, მე-19 საუკუნის ეპიტაფიებით.

ასპინძის რაიონი 

  1. დამალა -სურბხაჩ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  

წალკის რაიონი

  1. სოფელიხაჩი - „სურბგევორგ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში    
  2. ნარდევანი - „სურბ სარგის“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  
  3. ღუშჩი - „სურბგევორგ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  
  4. კიზილქილისა - „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  

 

ბათუმი

  1. ბათუმი - „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია, დაარსებულიაწელს  

მარნეულის რაიონი

  1. სოფელიკარმირი - სამლოცველო „სრბოც ავეტარანჩაც“, აშენდა 2012 წელს
  2. შაუმიანი, დიდი შულავერი - „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  

თეთრიწყაროს რაიონი

  1. შამშულდა - სურბფრკიჩ“ეკლესია, დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  
  2. პატარა დაღეთი - „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია,   დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  
  3. სამღერეთი- სურბ ნშან (წმიდა ნიშანი), დაფუძნებულია 10-11-ე საუკუნეებში, რესტავრირებულია 19-ე საუკუნეში

ბორჯომი

  1. მოლითი - სურბ გევორგ“ ეკლესია,   დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  
  2. ტაბაწყური - „სურბკარაპეტ“ ეკლესია,   დაარსებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში  

2011 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად საქართველოში მოქმედ რელიგიურ თემებს შეუძლიათ მიიღონ სტატუსი. ამ კანონის თანახმად, 2012 წლის 12 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.

ამჟამად საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული - თბილისის „სურბ ნორაშენ ასტვაწაწინ“, „სურბ ნშან“, „მუღნეცოც სურბ გევორგ“, „ერევანცოც სურბ მინას“, „შამხორეცოც კარმირ ავეტარან“ ეკლესიების, ახალციხის „სურბ ნშან“ ეკლესიის დაბრუნებას. საქართველოს ხელისუფლებას ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ს თანამშრომლობის მიზნით ეპარქიაში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციებთან, რომლებიც მზად არიან პარტნიორობისათვის.  გაიმართა შეხვედრა ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან. ზოგიერთი საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყდა შეხვედრებს მიეცეს უწყვეტი სახე.

თბილისის მეიდნის „სურბ გევორგის“ (კათოღიკე სურბ ასტვაწაწინ) სომხური ეკლესია

surb gevorg

      მეიდნის „სურბ გევორგი“ თბილისის უძველესი სომხური ეკლესიებიდან ერთ-ერთია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქალაქის სომხური სათვისტომოს მთავარი ეკლესია იყო, და ამჟამადაც საქართველოში სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია. შუასაუკუნეების პირველწყაროებში მოხსენიებულია, როგორც „კათოღიკე სურბ ასტვაწაწინ“ (წმ. ღვთისმშობლის კათოლიკე ეკლესია) და „გევორგ ზორავარი“, მოგვიანებით - ადგილმდებარეობის გამო, ცნობილ მოედანზე მდებარეობის გარემოების გათვალისწინებით, მას ეწოდებოდა მეიდნის „სურბ გევორგი“ ან „ბერდი მეწ ეკეღეცი“ (ციხის დიდი ეკლესია).
მე-12 საუკუნის ბოლო და მე-13 საუკუნის დასაწყისი სომეხთა და ქართველთა დაახლოებისა და მოკავშირეობის პერიოდია, როდესაც ქართველთა თამარ მეფის სომეხი სარდლები - ზაქარია ამირსპასალარი და მისი ძმა, ივანე ათაბეგი, ქართულ სამეფოში საკვანძო როლს ასრულებდნენ, და სელჩუკთა საამიროებზე გამარჯვებით ქართულ სამეფოს შეუერთეს მთელი ჩრდილოეთ სომხეთი. მიუხედავად იმისა, რომ 1236 წელს მონღოლთა შემოსევებმა დიდი დაბრკოლებები შეუქმნა ქვეყნის წინსვლას, ქართული სამეფო თავისი სიძლიერით წინ აღუდგა ამ რთულ განსაცდელს.  ამ პერიოდში დედაქალაქი ტფღისი მრავალი სომხისთვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცა. ერთ-ერთი მათგანი იყო უმეკი - წარმოშობით მანაზკერტიდან ,  რომელიც შეძლებული ვაჭარი იყო ქალაქ კარინში (ამჟამად ერზრუმი). როდესაც 1242 წ. მონღოლებმა დაიპყრეს ქალაქი, უმეკი, ხანმოკლე დროის შემდეგ, თავის ოჯახთან ერთად ტფღისში გადმოვიდა.
ეკლესიის დაარსება

უმეკის სახსრებით სურბ ასტვაწაწინის (წმ. ღვთისმშობლის) ეკლესიის მშენებლობის თაობაზე ტაძრის დასავლეთ კედელზე სომხური წარწერა ყოფილა, რომელიც ჩვენამდე არ არის მოღწეული, მაგრამ მის შესახებ ცნობა დაცულია თბილისში გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ გაზეთ „არარატის“ 1850 წლის ერთ გამოცემაში („ქალაქ ტფღისის აღწერა“) . აქვე წერია: „ეკლესიის მარჯვენა გარე კედლის ზედა ნაწილზე ქვაში ამოკვეთილი ანდერძია. ამ ანდერძიდან ვიგებთ, რომ, პირველი - ეკლესიის სახელწოდება კათოლიკე (საყოველთაო) იყო, მეორე - ამშენებელი იყო სომეხთა უმექ იშხანი, მესამე - ეკლესია აგებულია წელსა სომხურსა 700-სა“ . სომხური 700 წელი შეესაბამება უფლის 1251 წელს .

ეკლესიის სახელწოდება

ეკლესიის სახელწოდებასთან დაკავშირებით გავრცელებული იყო თვალსაზრისი, რომ ძველად მას ეწოდებოდა კათოღიკე  სურბ ასტვაწაწინი, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში - სურბ გევორგი. მაგრამ პირველწყაროების შესწავლა ნათელყოფს, რომ ეკლესიას ეს ორი სახელწოდება გაცილებით ადრე ჰქონდა. კერძოდ, აქ შესრულებული მთელი რიგი ხელნაწერების ანდერძებში ამ ხელნაწერების დაწერის ადგილი აღნიშნული ორი სახელწოდებითაა მოხსენიებული.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კათოღიკე სურბ ასტვაწაწინის სახელწოდებასთან ერთად მოხსენიებული იყო ერთ-ერთი ეკვდერი - სურბ გევორგის სახელობის, ქალაქ თბილისისთვის წმიდა გევორგის უდიდესი როლის გათვალისწინებით. მეორე მცირე საკურთხეველი წმიდა სარგისის სახელობისაა. აღსანიშნავია, რომ ბევრ ანდერძში სურბ ასტვაწაწინის სახელწოდების წინ წერია „კამაკატარ“, რომელიც გამოხატავს ხალხის რწმენას მარიამ ღვთისმშობლისადმი, როგორც ღვთის წინაშე  შუამდგომლისა და მათი თხოვნის ამსრულებლისადმი.
შევეცადოთ იმის გარკვევა, თუ როდის და რატომ შეიცვალა კათოღიკე სურბ ასტვაწაწინის სახელწოდება „სურბ გევორგით“. ცნობილია, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისში სპარსელთა შაჰ აბას I-ის ძალადობების პერიოდში ეკლესიის მიდამოები მაჰმადიანებმა ჩაიგდეს ხელში და სომხებს (განსაკუთრებით ქალებს) არ შეეძლოთ ამ უბანში თავისუფლად გავლა და ღვთისმსახურებაზე დასწრება, ამიტომაც საუკუნის 40-50-იან წლებში აგებულ იქნა სხვა ეკლესია - ნორაშენი, რომელიც აგრეთვე სურბ ასტვაწაწინის სახელობის იყო. ამის შესახებ იმ პერიოდის თანამედროვე ისტორიული ცნობაა დაცული . კათოლიკოსი სიმეონ ერევანციც, 1765 წელს დაწერილ ნაშრომში, სათაურით „ჯამბრ“ (კრებული), აღნიშნავს, რომ  მაჰმადიანებმა ხელში ჩაიგდეს კათოლიკე ეკლესია . 1770-იან წლებში ქართველთა მეფე ერეკლე II-მ  მეიდნის ეკლესია კვლავ სომხებს დაუბრუნა. აღნიშნული ეკლესია აღადგინეს, და ის მოქმედებდა. ამ დროიდან მოყოლებული ხალხი მას ხშირად სურბ გევორგს უწოდებდა, რათა ნორაშენის სურბ ასტვაწაწინისგან გაერჩიათ.

არქიტექტურა

ეკლესია მიეკუთვნება სომხეთში მე-7 საუკუნიდან გავრცელებულ (ზოვუნი, პტღნი, არუჭ) გუმბათიანი დარბაზის ტიპს, რომლის გუმბათი ოთხ მყარ საბჯენზე დგას. ამ ხუროთმოძღვრულ ტიპს აქვს აგრეთვე ორი საბჯენის ვარიანტი, როდესაც აღმოსავლეთ ნაწილში შენობა მოკლდება და გუმბათოვანი საბჯენების მეორე წყვილი უახლოვდება სცენას და საკურთხევლის კედელს უერთდება.
მეიდნის სურბ გევორგის ეკლესია მთლიანად აგურისგანაა ნაგები (გარე ზომები - 20,5x14,5, სიმაღლე - 30 მ), მაგრამ მისი საძირკველი და კედლების პირველი მწკრივი დიდი პოლირებული ქვებითაა ნაშენები. ეკლესიის მთავარი საკურთხევლის ორ მხარეს ორსართულიანი წყვილი ეკვდერია, რომელთა ზედა სართულების შესასვლელები საკურთხეველშია განლაგებული. შენობას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.
მე-15 საუკუნის ნახევარში ჰაღბატის წინამძღვარმა, არქეპისკოპოსმა ღუკასმა შენობის დასავლეთ ნაწილში ექვსსვეტიანი როტონდის მქონე სამრეკლო ააგო, რომლის შესახებ 1614 წ. ერთ ანდერძში დაცულია ცნობა .
2014 წელს ეკლესიის საძირკვლის გამაგრების მიზნით შენობის კედლების მთელ პერიმეტრზე (შიგნიდან და გარედან) დაახლ. 1,5 მ სიღრმისა და 1 მ სიგანის ღრმულია გაკეთებული, რის შედეგადაც შედარებით ძველი შენობის კვალი აღმოჩენილი არ იქნა. მაგრამ ეკლესიის შიგნით, დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილ იქნა მიწაში ჩადგმული ქვევრი და თონე, რაც იმის ვარაუდის საბაბს გვაძლევს, რომ შენობის ადგილას ძველად საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, უმეკმა იყიდა ამ სახლის ტერიტორია და ეკლესია ააგო.

კალიგრაფიული სკოლა

შუასაუკუნეების სომხურ მონასტრებთან და მთელ რიგ ეკლესიებთან მოქმედებდა კალიგრაფიული სკოლები. მათ შორის იყო აგრეთვე თბილისის სურბ გევორგის ეკლესია, რომლის შესახებ უამრავი ცნობაა დაცული მრავალი ხელნაწერის ანდერძებში. სურბ გევორგის კალიგრაფიული სკოლის პირველი ცნობილი ხელნაწერი მე-14 საუკუნის სახარებაა (ვენეცია, მხითარიანთა წიგნთსაცავი, ხელნ. 109). ხელნაწერის 1304 წ. ანდერძიდან ვიგებთ, რომ ანდერძი დიაკვანმა ხაჩატურმა დაწერა, ასტვაწატურის ვაჟის, მარტიროსის, შეკვეთით .

ეკლესიის ეზოში არსებული საფლავები

წმ. გევორგის ეკლესია ცნობილია აგრეთვე იმით, რომ მის ეზოში დასაფლავებულნი არიან სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ცნობილი სომხები. ეჭვგარეშეა, რომ პირველები იყვნენ ტაძრის მშენებელი უმეკი და მისი მოგვარეები. მაგრამ შუა საუკუნეების საფლავები დღემდე არ მოღწეულა.
უახლოეს პერიოდში აქ დაკრძალულთაგან ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე არა მხოლოდ სომხურ, არამედ ქართულ საზოგადოებაში დიდად აღიარებული, ცნობილი აშუღი-პოეტი, (რომელიც სამ ენაზე - სომხურად, ქართულად, თურქულად წერდა), ერეკლე მეფის კარის მომღერალი საიათ-ნოვაა (1722-1795). საიათ-ნოვას დაღუპვასთან დაკავშირებით სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად მიღებულია ის, რომ იგი 1795 წ. აღა მაჰმად ხანის ლაშქრობის დროს დაიღუპა და დაკრძალულ იქნა წმ. გევორგის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან.
მხატვარი გევორგ ბაშინჯაღიანი, რომელიც 1925 წ. გარდაიცვალა, დაკრძალულ იქნა საიათ-ნოვას საფლავთან.
თბილისის სომხური ყოფილი ვანქის საკათედრო ტაძრის ეზოდან (განადგურებულ იქნა 1930-იანი წლების ბოლოს) წმ. გევორგის ეკლესიის ეზოში გადმოასვენეს და აქ დაკრძალეს რუსული არმიის ცნობილი სომეხი მეთაურების - კომსი მიქაელ ლორის-მელიქოვის (1824-1888), ჰოვანეს (ივან) ლაზარევის (1820-1879), არშაკ ტერ-ღუკასოვის (1819-1881) და ბეჰბუთ შელკოვნიკოვის (1837-1878) ნეშტები. აქ არიან დაკრძალულები აგრეთვე დიდებულთა გვარის წარმომადგენლები და სასულიერო და კულტურის სფეროში ღვაწლის მქონე პირები.
უკანასკნელ პერიოდში ეკლესიის ეზოში დაკრძალულ იქნა საქართველოში 1972-2002 წწ. სომეხთა ეპარქიის  წინამძღვარი არქეპისკოპოსი გევორგ სეირადარიანი.

XXI საუკუნის დასაწყისი - კაპიტალური რემონტი

თბილისის წმიდა გევორგმა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია, არამედ ამ ქალაქში სომეხი ერის საუკუნოვანი ცხოვრების მრავლისმთქმელი მოწმე, 21-ე საუკუნემდე მრავალი განსაცდელის გავლით მოაღწია. შენობა საგრძნობლად დაზიანებული იყო, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები დაბზარული იყო ზემოდან ქვემოთ, სახურავი ჩამოშლილი იყო და ა.შ. საჭირო იყო ეკლესიის სასწრაფო რესტავრაცია, რომელიც, საბედნიეროდ, განხორციელდა 2013-2015 წლებში, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანისა და ცნობილი ბიზნესმენის, ეროვნული ქველმოქმედის, რუბენ ვარდანიანის ინიციატივით. დაარსდა სურბ გევორგის ეკლესიის რესტავრაციის ფონდი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქველმოქმედმა.
სამუშაოების დასაწყისში შედგენილ იქნა შენობის ფუნდამენტის, კედლების, სახურავისა და გუმბათის გამაგრების შესაბამისი პროექტები, პარალელურად, სომხეთის ფრესკების სარესტავრაციო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (ხელმძღვანელი - არჟანიკ ჰოვანისიანი) და იტალიელი რესტავრატორის, ფროფესორ ფაბრიციო იაკობინის მიერ შესწავლილ იქნა ეკლესიის ფრესკები. შემდეგ დაიწყო და წარმატებით განხორციელდა ეკლესიის გამაგრების, სახურავისა და კედლების აღდგენითი სამუშაოები, სომეხი და ქართველი სპეციალისტების თანამშრომლობით (სამუშაოების კოორდინატორი- არტურ ამირხანიანი). ძირითადი სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულ იქნა სპეციალიზირებული ქართული ორგანიზაციის მიერ (შპს მღვიმე), პროგრამის დირექტორი - აკადემიკოსი ოთარ ჩაკვეტაძე, არქიტექტორ-რესტავრატორი - ანატოლი სოლომნიშვილი, კონსტრუქტორი და მთავარი ინჟინერი - ზურაბ გაჩეჩილაძე. სამშენებლო სამუშაოებთან ერთად დასრულებულ იქნა აგრეთვე ფრესკების რესტავრაცია, რომლის განმავლობაშიც აღმოჩენილ იქნა მნიშვნელოვანი რაოდენობის ახალი გამოსახულებები.
მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც სომხეთში დიდი მასშტაბი მიიღო ძველი ეკლესიების აღდგენამ და ახლების აშენებამ, სომეხთა კათოლიკოსებმა დააწესეს კურთხევა: „ნეტარ არიან ეკლესიების მშენებელნი“. თბილისის სურბ გევორგის კაპიტალური რემონტი, ამ პერიფერიაში, ამავდროულად განსაკუთრებული მოვლენაა, რადგანაც რესტავრაცია უკეთდება სომხეთის საზღვრებს გარეთ, მოძმე საქართველოს მიწაზე  მდგარ სომხურ ეკლესიას, სომეხი და ქართველი სპონსორების სახსრებით და გამოცდილი ოსტატების ხელით, ამრიგად, ამ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისია საპატრიარქო კურთხევა „ნეტარ არიან ეკლესიების მშენებელნი“.

კარენ მათევოსიანი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ხოჯაბეკის „სურბ სარგის“ ეკლესია

khojabegi surb sargis

              ხოჯაბეკი მდებარეობსახალქალაქიდან პირდაპირიხაზით 16 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხანჩალის ტბიდან 2 კილომეტრში, ზღვ.დ. 1930-1950 მეტრსიმაღლეზე. სოფლით გადის ნინოწმინდა-ახალქალაქის საავტომობილომაგისტრალი, რომელიც სოფელს ჰყოფს ორ მთავარ უბნად, რომელთაგან მარჯვენა სურბ სარგის ეკლესიის ირგვლივ გაშლილი უბანია. სოფლის მახლობლად არქეოლოგიური ძეგლების არსებობა ადასტურებს, რომ ხოჯაბეკის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან. დღევანდელი მოსახლეობის წინაპრები 1830 წელსგადმოსახლდნენ დასავლეთი სომხეთის კარინის გუბერნიის სოფლებიდან ძითოღ და ქოშკ. ხოჯაბეკში დღემდე დაცულია ციკლოპური წყობით უძველესი ციხის ნანგრევები, რომლებიც მდებარეობს სოფელიდან დასავლეთით2.5 კმ მანძილზე, ხანჩალის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ერთ სანაპირო ბორცვზე. ბორცვის ქვემოთ შენარჩუნებულია „ღალაჩა“ სახელწოდებით შუა საუკუნეების ცნობილი ნასოფლარის ნანგრევები. აქ არის ასევე ეკლესიისა და სასაფლაოს ნაშთები. ეკლესიის საძირკველზე ხოჯაბეკელ სომხებს 1985 წელსსამლოცველო აუშენებიათ, შიდა სივრცეშიმოუჩუქურთმებიათ მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებისათვის დამახასიათებელი თვისებებით, მარტივი სტილის ერთი ხაჩქარი (120 x 70 სმ). სამლოცველოს წინაღმართულიაორი,ვერძის ფორმის საფლავის ქვა. ხოჯაბეკის მოქმედი ეკლესია „სურბ სარგისია“. ის მთლიანად თლილი (გარეგნული ზომებია:   18,68 x 11,02 მ), დასავლეთის ფასადზე გახსნილი ერთადერთი შესასვლელით, დასავლეთის მხრიდან ორმაგი სამრეკლოთი ნაგებობაა.

ეკლესიის პირველადი შენობა აშენდა 1840-იან წლებში. ამასთან დაკავშირებით 1848 წელს ადგილობრივ კონსისტორიას მოხსენებითი ბარათი გაუგზავნია კათალიკოსისთავის, სადაც ხაზგასმით ჩანდა ხოჯაბეკელების - ეკლესიის ნაკურთხად ნახვის სურვილი.

ეკლესიის კურთხევა, როგორც ჩანს, დროზე განხორციელდა და, ახალი ეკლესიის დაფუძნებამდე, შეზღუდული რესურსებით აშენებული ეკლესია  ემსახურებოდა თავის მიზანს. ახალი ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 1882-84 წლებში, რის წყალობითაც ხოჯაბეკელებს, თვითმხილველის მოწმობით, "... აქვთ ერთი დიდებული, თლილი ქვით ნაშენი თაღოვანი ეკლესია, რომელიც უწმინდესმა წინამძღვარმა აკურთხა 28 რიცხვში ... „ („არძაგანქ“, 1885 წ., #3, გვ.41). აგების და კურთხევის შესახებ მოწმობს ეკლესიის დასავლეთის ფასადზე ამოტვიფრული წარწერა.

1990-იანი წლებიდან დაწყებული სარემონტო სამუშაოები დასრულდა 1993 წელს, 12 ნოემბერს კი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მთავარეპისკოპოსმა გევორგ სერაიდარიანმა, რაიონის სულიერი მოძღვრის დეკანოზ ეღია თაზაიანის მონაწილეობით, შეასრულა ეკლესიის ხელახალი კურთხევის წესი: „ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ ახალადნაკურთხ სურბ სარგის ეკლესიაში აღავლინეს პირველი წმიდა წირვა. წირვა აღავლინა ეკლესიის სულიერმა მწყემსმა დეკანოზმა ეღია თაზაიანმა (აბრაამიანი ვ., ბოგდანოვკის სურბ სარგის ეკლესიის კურთხევა: „ეჯმიაწინი“ 1993, XI-XII, გვ. 17).

მომდევნო წლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯებით და რაიონის   თანამდებობის პირების - რაფიკ არზუმანიანისა და მელს ბდოიანის მხარდაჭერით, ეკლესიაში ჩატარდა ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები. კეთილმოეწყო წმიდა ტრაპეზი, საკურთხეველი, გალავანი, ზედა ოთახი. სურბ სარგისი კაპიტალურად გარემონტდა მხოლოდ 2004 წელს, არმენ და თათულ ღარსლიანების მატერიალური დახმარებით. დღეს ეკლესიას ამშვენებენ რაიონში მოღვაწე ცნობილი მხატვრის კარლენ ღარსლიანის მიერ შესრულებული ხატები. ეკლესიაში მოქმედებს ასევე სასულიერო გუნდი.

 

მასალა მომზადდა ს. კარაპეტიანის 

„ჯავახქ“ ნაშრომის მიხედვით

ნორაშენ 2007/ 3 (9) , გვერდი 2

თბილისის ტაძარი „ჰაიოც ვანქ“ (სომხური მონასტერი)

vanq

              ვანქის ტაძარი მდებარეობს ყოფილი გარეუბნის ანუ ვანქის დიდ, ამჟამად ათონელის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

საკათედრო ვანქის დაფუძნება ტრადიციულად მიეწერება წმიდა გრიგორ ლუსავორიჩის (გრიგოლ განმანათლებლის) პერიოდს, ხოლო აგების წლად მიიჩნევა 321 წელი.

სომხური ტაძარი, არქიტექტურული სილამაზითა და სიძლიერით აღაფრთოვანებდა თავისი დროის დიდებულებს. სხვადასხვა დროს ეკლესიას სწვევიან რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II და ასევე მასზე დაუწერიათ ფრანგ მოგზაურ ჟან შარდენს, მეცნიერ ანტონ გიულდენშტედს და სხვებს. ...

ვანქი   რამდენიმე შენობის ერთიანი კომპლექსი იყო - სამი გუმბათი, სამრეკლო, კოშკი, კარიბჭე, გალავანი, სამლოცველო, მუზეუმი, რეზიდენცია და ა.შ. ჰქონდა იშვიათიდა საინტერესო კომპოზიცია. "... სამნავიანი (ექვსი სვეტი), სამსაკურთხევლიანი და სამგუმბათიანი ვანქის ტაძარი, იდენტურისანაჰინის   მონასტრისასტვაწაწინ ეკლესიის 1211წელს მიშენებული სამნავიანი (ექვს სვეტიანი) სამლოცველოსი ( მელიქსეთ-ბეგი, სომხები საქართველოში, „Кавказ и Византия“, ერევანი, 1979, გვ.178).

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ვანქი   მრავალჯერ არის აღდგენილი და რეკონსტრუირებული. 1480 წლის სარემონტო სამუშაოები იმდენად საფუძვლიანი ყოფილა, რომ შემდგომში ეს წელი დაარსების წლადაც კი არის მიჩნეული ... „შენობა აშენდა თბილისის მოქალაქეების - ავსარქისოვის, ბასტამოვის, ნაზარბეკოვის, ოზაანცის და ქართველი თავადის სოლაღოვის ხარჯებით“ (მელიქსეთ-ბეგი, ქართული წყაროები სომხეთსა და სომხების შესახებ, ტ. გ, ერევანი, 1955, გვ. 265). ვანქი პერიოდულად გარემონტებულა მე -18 საუკუნეში, ყოველთა სომეხთა ასტვაწატურ ჰამადანცი კათოლიკოსის (1715-1725 ) და საქართველოს მეფის, ვახტანგ VI-ის ( 1719-1724 ) მეფობის დროს.

მე -19 საუკუნეში მონასტერი დაქვემდებარებია არა მხოლოდ უამრავ სარემონტო სამუშაოებს, არამედ შევსებულა ახალი ნაგებობებით - მუზეუმი, კარიბჭე, რეზიდენცია, რომლის მშენებლობის წარწერა ამოტვიფრულია სამრეკლოს კედელზე და ჯერ კიდევ არსებობს.

1893 წელს მიქაელ თამამშიანის ინიციატივითა და ქველმოქმედ ავეტის ღუკასიანის ხარჯებით იწყება მონასტრის საეკლესიო- ისტორიული „ღუკასიან“ მუზეუმის მშენებლობა. 1902 წლის 21 თებერვალს „ვარდანანც“ დღესთან დაკავშირებით,  ხრიმიან ჰაირიკ სომეხთა კათოლიკოსმა შეასრულა მუზეუმის გახსნის ცერემონია , მაგრამ თბილისის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით 1939 წელს მუზეუმის შენობა დაინგრა.

1882 წელს მონასტერს ესაჭიროება რემონტი, მაგრამ ამჯერად მის 400 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცხადდება არა გარემონტების, არამედ ძველი ეკლესიის მთლიანად დანგრევის და ადგილზე ახალი ეკლესიის შენობის აშენების მოწვევა ( „არძაგანქ“, 1882, N 10). 1884 წლის 4 მარტს ვანქის მომავალი ახალად აშენების საკითხთა განსახილველად მოწვეულიქნა კრება, ჰოვანეს ჩითახიანის, ალექსანდრე მანთაშიანცის, ისაჰაკ წოვიანიანცის, ჰარუთიუნ შამხარიანცის, გაბრიელ სუნდუკიანის და ალექსანდერე სუნდუკიანის მონაწილეობით („არძაგანქ“, 1884 , N 10, გვ 142). მშენებლობა სრულდება 1901 წელს. ტაძრის ახალად კურთხევის პრივილეგია უბოძეს არქიეპიკოპოს გევორგ სურენიანცს („მასის“, 1901 , N 52, (29 დეკ.), გვ. 832).

შუა საუკუნეების სომხეთის მრავალი სხვა მონასტრის მსგავსად ტფღისის ვანქსაც ჰქონდა მამულები. 1816 წელს, მაგალითად, მონასტერს ეკუთვნოდა  23 საიჯარო საცხოვრებელი სახლი.

1920-30 -იან წლებში ვანქი მოუვლელი იყო, მაგრამ აგრძელებდა არსებობას. 1938 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა სომეხთა სანუკვარი მონასტრის დანგრევა. იმ პერიოდის მასმედიის მტკიცებით, ვითომ ეს სრულდებოდა სომხების თხოვნითაც. („თბილისის საბჭოს პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა თბილისის მშრომელი სომხების შუამდგომლობა, რომლებიც სთხოვდნენ ვანქის ეკლესიის შენობის დანგრევას. მიწის ნაკვეთი გადაცემულიქნა სომხური სრული საშუალო სკოლის ასაშენებლად“ („საბჭოთა საქართველო“, 1938 , N 85, 23 სექტემბერი).

ვანქის სასაფლაოზე განისვენებდნენ სომეხი დიდებულები, მათ შორის ეპარქიის წინამძღვრები: არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზიანი   (1812-1880 წწ.), ეპისკოპოსი ხორენ სტეფანიანი (1840-1900 წწ.), ეპისკოპოსი ესაი ასტვაწატურიანი, არქიეპისკოპოსი გარეგინ სათუნიანი (1852-1910 წწ), გენერლები: კომს ლორის მელიქიანი (1824-1888 წწ., ამჟამად ნეშთი გადასვენებულია თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში), ბაჰბუთ შელკოვნიკიანცი (1837-1878 წწ., ამჟამად ნეშთი გადასვენებულია თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში), თბილისის მერები: ალექსანდრე მატინიანცი (1843-1909 წწ.), პოღოს იზმაილიანი( 1852-1895 წწ.) , სახელმწიფო მრჩეველი დავით ღორღანიანცი (1831-1900 წწ.), დრამატურგი გაბრიელ სუნდუკიანი ( 1825-1912 წწ, ამჟამან ნეშთი გადასვენებულია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში),  ჟურნალ „არძაგანქის“ მთავარი რედაქტორი აბგარ ჰოვანისიანი (1849-1904 წწ.) , „მეღუ ჰაიასტანი“ ჟურნალის მთავარი რედაქტორი პეტროს სიმონიანი (1830-1911 წწ.), მეცენატები: ალექსანდრე მანთაშიანცი (1849-1911 წწ., მემორიალი განთავსებულია თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ეკლესიის ეზოში), ჰოვსეფ ეიფეინდიანცი (1806-1862) და კიდევ ერის ბევრი გამოჩენილი შვილი ...

მასალა მომზადებულია ს.კარაპეტიანის  „სომხური ეკლესიები საქართველოში“ გამოუქვეყნებელი ნაწარმოების საფუძველზე

ნორაშენი 2007/ 1 (7) , გვ 7-8

თბილისის სურბ ნშან წმიდა ნიკოღაიოსის ეკლესია

tbilisi surb nshan

                მდებარეობს ერეკლეს მოედნის მახლობლად, ჰ.ჰაკობიანისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე.

ეკლესიის დაფუძნების ზუსტი დრო არ არის ცნობილი,   თუმცა არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ,   სულ ცოტა, ის არსებობდა მეჩვიდმეტე საუკუნიდან. ამას მოწმობს   1624 წელს საეკლესიო წიგნის სამახსოვროში აღნიშნული და   1656 წელს შექმნილი და ეკლესიისთვის შემოწირული „განძარანის“ მინაწერში მოცემული ცნობები (სხვათა შორის, მეჩვიდმეტე საუკუნეში ეკლესიის არსებობა არაპირდაპირ დამოწმებულია ასევე ეკლესიისთვის ნაჩუქი ორი ჯვრის მინაწერში (იხ.ქვესათაურში „ეკლესიის ნივთები“).

ზემოაღნიშნული მონაცემების არსებობა, რომლებიც უეჭველად იმას ამტკიცებენ, რომ სულ მცირე 1624 წლიდანტფღისში იყო სურბ ნიკოღაიოსის სახელობის ეკლესია (რომელსაც მორწმუნე სომხები ჩუქნიდნენ სომხურ ხელნაწერებსადა სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს) უგულებელჰყო პლატონ იოსელიანმა და 1837 წელსწამოწია აღნიშნული მონაცემების   რადიკალურად საპირისპირო, მოგონილი ისტორია იმის შესახებ, რომ, ვითომ, ეკლესია წარსულში (უნდა გავიგოთ 1703 წლამდე) იყოქართველ მართლმადიდებელთა ხელში (Иоселиани П., Описание древностей города Тифлиса , 1866, გვერდი 258 (ორიგინალში:„Сурб - Нишан, бывшая в руках православных, во имя св. Николая Чудотворца).

სხვა ადგილებში პ.იოსელიანმა აღნიშნა, რომ „სურბ ხაჩ“ (სურბ ნშან)ეკლესიის დაფუძნების დროუცნობია: უძველესი დროიდან აქ ინახებოდამოციქულ ანდრეას თავის ქალისნაწილი(დედანში: „Церковь Св . Креста (Сурб Нишан ). Время основания ее неизвестно. Здесь сохраняется издревле часть черепа Апостола Андрея“,იხილე იმავე ავტორის: Древние памятники Тифлиса , V, СПБ , 1844 , გვ. 120).

უსაფუძვლო და პრაქტიკულად გამოგონილი ეს მტკიცებულება მოგვიანებით შეუსწავლელად გამოუყენებია გ.აღაიანცს „ტრადიციულად ამბობენ, რომ სურბ ნშან ეკლესიის ადგილზე ადრე იყო ქართული სურბ ნიკოღაიოს სასწაულმოქმედის ეკლესია, რომელიც სომხებმა მიითვისეს და ადგილზე სხვა ეკლესია ააშენეს“ (ՀԱԴ, ֆ. 332, ց. 1, գ. 102, թ. 8).

კიდევ ერთ სხვა მსგავს ბიულეტენში ავტორი აღნიშნავს. „ეს ეკლესია, ისევე როგორც მრავალი სხვა სომხური ეკლესია საქართველოში, ერთ დროს მართლმადიდებელთა ხელში იყო, ეძღვნება ნიკოღაიოს სასწაულმოქმედს („Кавказский календарь на 1886 г .“, Тифлис , 1885 , ც. 152 (დედანში: „Церк. эта как и многие арм., в Грузии была некогда в руках православнаго, посвященная Николаю Чудотворцу“).

ისევ გადმოცემის დამოწმებით, ვითომ სომხურ ეკლესიაზე ადრე (ამ შემთხვევაში 1701 წ.) ამ ადგილზე ქართული ეკლესიის არსებობის შესახებ აღნიშნა თ.კვირკველიამაც (Квирквелия Т., Старотбилисские названия, „Вечерний Тбилиси“, 6.11.1991 (დედანში: „По преданию, на этом месте в старину стояла православная церковь. После того, как она была разорена и разрушена, новая возведена армянской общиной“).

იგივე გადმოცემა მიიღო რა საფუძვლად, უახლესი პერიოდის კიდევ ერთმა მკვლევარმა, და ეკლესიის პირველადი ნაგებობის ქართულობის დასასაბუთებლად დაიოწმა წმიდა ნიკოღაიოსის სახელის არსებობის გარემოება.  

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ, და არა უსაფუძვლოდ, რომ ქართული გადმოცემის თანახმად, წმინდა ნიკოღაიოსის სახელი შენარჩუნებულია თავიდან ქართულ, ხოლო სომხურ სურბ ნშანად გარდაქმნილ ეკლესიაში (Арвеладзе Б., აღნიშნ. ნაშრომი, გვ 14-15 (დედანში: „Нужно думать, и обезосновательно, что, по древней грузинской традиции, имя святого Николоза сохранилось в названии исконно грузинской, но обращенной в армянскую церковь - Сурб Нишан ...“. სტრიქონების ავტორი ალბათ ხელმძღვანელობს დიდი ხნის უარყოფილი იმ მოსაზრებით, რომ „...ამ წმინდანის კულტი არ ყოფილა მიღებული სომხეთში“ (ულუბაბიან ბ., ჰასრათიან მ., დადივანქ, ჰაიკაზიან არმენოლოგიური ჟურნალი, ტ. 8, ბეირუთი, 1980, გვ 37-38). სინამდვილეში წმიდა ნიკოღაიოსის თაყვანისცემა გავრცელებული იყო სომხეთში, რომლის სხვადასხვა პროვინციაში აღნიშნული წმინდანის სახელით ნაკურთხი მრავალი ეკლესია არსებობს (აკნ პროვინციის კამარაკაპ და ნარვერ სოფლების ეკლესიები, ტივრიკ   პროვინციის სოფელ ზიმარას ეკლესია, წარ პროვინციაში დადივანქის ერთ-ერთი ფრესკა და ა.შ.).

და ბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ არ არსებობს ერთი ისეთი ფაქტი მაინც   (გარდა გამოგონილი „გადმოცემისა“), რომელიც მინიშნებით მაინც დაამოწმებდა 1703 წელზე ადრე არსებული ეკლესიის ქართულ კუთვნილებას, თუმცა ფაქტობრივად არსებობს ეკლესიის სომხური წარმომავლობის დამადასტურებელი მეჩვიდმეტე საუკუნის მტკიცებულებები. რაც შეეხება მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში ეკლესიის მრავალფაზიან რეკონსტრუქციასა და შევსებას, ამის შესახებაც უამრავი და მრავალშინაარსიანი   მტკიცებულება მოგვითხრობს.

მათ შორის, უსათუოდ პრიორიტეტულია 1703 წელს ეკლესიის დაფუძნების და 17 წლის განმავლობაში მისი აშენების შესახებ დღემდე დაცული წარწერა.    

ღირებულია ასევე გუმბათის (1780) (Мурадян П., აღნ. ნაშრომი, 70, კარის (1781) ( იგივე ადგილას), ახალი კარის (1833) (აღნ. ნაშრომი, გვ 70-71 ) და სხვა მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესახებ წარწერები.

განსაკუთრებით დეტალურია მეთვრამეტე საუკუნეში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების პროცესის აღმწერი მოწმობები.

მამასახლისმა ამირმა და ძე მამასახლისმა ასლამაზმა ააშენეს სურბ ნშანის სურბ ნიკოღაიოსის   ეკლესია, საეკლესიო სახლით ურთ, ხოჯა პარხუდარმა და მისმა მეუღლემ დარეჯანმა ააშენეს სურბ ნშანის სამრეკლო, საკნით ურთ. პარხუდარის ქალიშვილმა - ეაგუნდმა, დაანგრია მისი მამის აშენებული სამრეკლო, ხელახლა გაარემონტა, ჯვრით ურთ.

1830 წელს ინტერიერში მოიხატა ეკლესიის აღმოსავლური სივრცე ქტიტორ ავეტიქ ფიროიანის ინიციატივით.  (ՎԱԴ, ֆ. 500, ց. 8, գ. 74, թ. 5):

1837 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობა იკისრა თადეოს ვარდაპეტმა. ის ეკლესიის კეთილმოწყობის შესახებ ქტიტორისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს ყველა იმ საქმიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ეკლესიის გარემონტებისათვის.

სარემონტო სამუშაოები შესრულდა 1868 წელსაც. სულ  1020 რუბლის ოდენობით შესასრულებელი სამუშაოები მოიცავდა ჯვრის სადგამის (ხაჩკალის) გარემონტებას (300 რუბლი), შიდა სივრცის გათეთრებას  (500 რუბლი) და სხვა (ՀԱԴ, ֆ. 56, ց. 1, գ. 5061, թ. 1):

მორიგი სარემონტო სამუშაოების საჭიროება დადგა უკვე 1894 წელს: „ქალაქის ცენტრის ეკლესიათაგან სურბ ნშანი უკვე მნიშვნელოვანი სიძველისაა, თუ უახლოეს მომავალში  არ გარემონტდა,   საფრთხე შეექმნება („არძაგანქ“, 1894 , დ 65, გვ.1).

საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობა გამოიყენება სხვადასხვა მიზნებით.               „მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესია აქციეს მაკარონისა და ვერმიშელის საწყობად. მოგვიანებით  ეკლესია გადაიქცა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნსაცავად (ძირითადად აქ ინახებოდა სომხური პერიოდული გამოცემები)“.

ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი და გაურემონტებელი სურბ ნშანის ეკლესია 1990-იან წლების დასასრულს უკვე საკმაოდ დაზიანებულ მდგომარეობაში იყო. 1998 წლის სექტემბერში საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, ეკლესიის ბედით შეშფოთებული, ახლოს მცხოვრებ სომხებს უცხადებს, რომ, თუ სომხები ერთი თვის განმავლობაში არ დაიწყებენ სარემონტო სამუშაოებს, ეკლესია გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს („Голос Армении“, 1998, 26.09, დ108. გვ. 1).

2002 წლის 20 ოქტომბერს, ღამით, ერთ შემთხვევაში „უცნობი“ გარემოების („Вечерний Тбилиси“, 2002, 22-23 октября, დ 121, (სხვათა შორის, შეტყობინებაში არ დავიწყებიათ, რომ დაახლოებით 300 წლის წინ აშენებული ეკლესია მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე   ვითომ ეკუთვნოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რის შემდეგაც ის გადავიდა სომხების ხელში (დედანში, „Здание церкви построено 300 лет назад, до середины XIX века оно принадлежало грузинской православной церкви, потом перешло к армянской церкви“), სხვა შემთვევაში: „ერთი უსახლკარო რუსის   დაუდევრობის“               („ასავალ-დასავალი“, 28.10-02.11 , 2008, დ 44) გამო ეკლესიაში ცეცხლი გაჩნდა, რომლის ჩაქრობა 9 სახანძრო მანქანამ ძლივს შეძლო ...

ხანძრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკლესიის ავარიულობის ფაქტორი. ამჟამად ტაძრის მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ დგას, საკმაოდ სავალალოა.

შენობის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული 1837 წლის აღწერის ავტორია პ.იოსელიანი: "ე.წ. სურბ ნშანის ეკლესია შესანიშნავია, გუმბათოვანი, წმიდა ნიკოლოზის სახელობის, ოთხ სვეტზე აშენებული. ამის გუმბათი მწვანე აგურითაა გადაფარული, ეკლესია და ფრთები კი - კრამიტით. მას აქვს სამი საკურთხეველი. ცენტრალური - დიდი, წმიდა ნიკოღაიოსის სახელობის, ჩრდილოეთისა - ანდრეას მოციქულის და სამხრეთისა - წმიდა გიორგის“ (მელიქსეთ - ბეგ ლ, აღნიშნ. ნაშრომი, გვ. 266).

გაცილებით გვიან ნაგებობის არქიტექტურული აღწერა (პირველად შესრულებული გაზომვებით ურთ) წარმოადგინა არქიტექტორმა მ.ჰასრათიანმა (Асратян М., Памятники средневековой архитектуры в Тбилиси, II международный симпозиум по армянскому искусству , Ереван , 1978 ).

სურბ ნშან ეკლესიას აქვს XVII -XVIII საუკუნეებში სომხურ საეკლესიო მშენებლობაში ფართოდ გავრცელებული სამნავიანი ბაზილიკის ფორმა.  წვეტიანი კონუსისებური ფორმით დამთავრებულ გარეგნულად 12 წახნაგიან კეხს და თაღებს   ამაგრებს ორი მძლავრი სვეტი. ძირითადი სამშენებლო მასალა აგურია. გადახურვები კრამიტისაა.

შიდა სივრცე ფრესკებითაა დაფარული, რომლებიც სავარაუდოთ ჰოვნათანიანების სკოლის შესრულებულია. სამი შესასვლელი გახსნილია თითო - ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის ფასადებიდან. დასავლეთი ფრონტონის თავზე აქვს რვა სვეტზე დაყრდნობილი სამრეკლო, ჩრდილოეთი შესასვლელის წინ - ოთხსვეტიანი წინაკარი, კედლები მდიდარია სომხური წარწერებით.  

სასაფლაო უმთავრესად ვრცელდება ეკლესიის   ჩრდილოეთ, ნაწილობრივ დასავლეთ მხარესაც. 1970-იან წლებში ეკლესიის ჩრდილოეთის მხარის საფლავის ქვების უმეტესობა მოუასფალტებიათ. დღემდე შესამჩნევია მხოლოდ უფრო მაღალი   მცირერიცხოვანი საფლავის ქვები, რომელთა ასფალტით დაფარვა შეუძლებელი ყოფილა.

საეკლესიო ნივთები. ეკლესიაში და მის მსახურებთან აღმოჩენილი სიწმინდეების, წმინდა ნაწილების არსებობის შესახებ ცნობილი ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია არის 1837 წლისა: „აქ არის მრავალნაწილიანი პორტრეტი წმიდა ნიკოღაიოსისა, ძალზედ სასწაულმოქმედი, რომელშიც მოთავსებულია ანდრეას სასწაულმოქმედის შუბლი. გარდა ამისა, ამ ეკლესიის დეკანოზი ოჰანეს ზარაფოვი თავის სახლში ინახავდა როგორც მის ცხოველმყოფელ ხეს, ასევე სხვა   წმინდანთა ნაწილებს, რომლებიც მისმა წინაპრებმა დაუტოვეს მას, და რომ ბევრს განკურნავდნენ. ამათ ეთაყვანებიან როგორც სომხები, ისე ქართველები, ასევე უძველესი დროიდან სამეფო კარის მიერაც თაყვანისცემულნი ყოფილან. (ამ მღვდელს ) ხანდახან ეს თავის სახლიდან ეკლესიაში გადაჰქონა, რათა ქრისტიანებს თაყვანი ეცათ და ეამბორათ, და ისევ აბრუნებდა სახლში"( მელიქსეთ - ბეგი ლ , აღნ.ნამუშევარი, გვ 266-267).

1838 წლის 8 მარტს შედგენილი ანგარიშის თანახმად, სურბ ნშანის ეკლესიას ეკუთვნოდა   168 ერთეული ოქროსა და ვერცხლის ნივთი (ՀԱԴ, ֆ. 56, ց. 6, գ. 39, թ. 56-61).

ეკლესიის ქონების და სარგებლის მომტანი   მამულის შესახებ ეს ყურადსაღები ანგარიში შედგენილია 1838 წელს: "მაღალი გალავნით აშენებულ სურბ ნშან ეკლესიას აქვს მიმდებარე ტერიტორია ათას ას თექვსმეტი გაზი“ (ՀԱԴ, ֆ. 56, ց. 6, գ. 39, թ. 61).

1898 წელს ქალაქის მე -5 ნაწილში მდებარე, 5000 რუბლით შეფასებული მომგებიანი ჯიხური ეკლესიას აჩუქა სახელმწიფო მრჩეველმა გრეგორ სოლომონიან აბისალომიანცმა (ՀԱԴ, ֆ. 56, ց. 18, գ. 363, թ. 127).

 

მასალა მომზადდა

სამველ კარაპეტიანის „დაბრუნების პრეტენზია“ წიგნის მიხედვით

ნორაშენი 2008/ 1 (13 ) , გვ 2-4

თბილისის „მუღნის სურბ გევორგ“ (წმიდა გიორგის) ეკლესია

Tbilisii mughnu  surb gevorg

            ძველ ტფღისში მუღნის სურბ გევორგ ეკლესია იყო სომხური სასულიერო და კულტურული ოჯახთაგანი. სახელწოდება ეკლესიამ მიიღო ქალაქ აშტარაკის მახლობლად მდებარე ამავე სახელწოდების სოფლიდან, რომლის ჰოვჰანავანქ უდაბნოდან თბილისში ჩამოუბრძანებიათ წმიდა გევორგის ნაწილები და ვერცხლის ხატი. ამბობენ, რომ ნაწილები ჩამოუბრძანებიათ ერთ-ერთი ქართველი მეფის შვილის განკურნების მიზნით, თუმცა მეფის შვილი გარდაცვლილა, როცა წმინდა ნაწილები გზაში ყოფილა. ნაწილები გადაუბრძანებიათ ახალადაშენებულ ეკლესიაში. ამ დროიდანმოყოლებული ეს ორივე,   სამკურნალო თვისებების გამო, სომხურ-ქართულ გარემოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ინახება სპეციალურ ორკარიან ყუთში - მუღნის ეკლესიაში. რაც შეეხება ტაძრის დაფუძნებისზუსტ თარიღს, ვერსია მრავალია.

მკვლევართა ნაწილი მოიხსენიებს 1537წელს (პლ.იოსელიანი),მეორე კი - 1751წელს, და ეფუძნებაშემდეგ მოწმობას: „თავად ბეჰბუთოვების სასახლის მიმდებარედ არის გუმბათოვანი ეკლესია წმიდა გევორგის სახელობის, რომელიც აღმართულია ოთხ სვეტზე. გარდა დიდი გუმბათისა, ამ ეკლესიის სამ კუთხეზე დაშენებულია სამი მცირე გუმბათი. ამ სამ გუმბათთაგან ერთი ზარებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო (დანარჩენი) ორი - ცარიელია. ეს აგებულია მოქალაქეების - მანდენოვის, ბასტამოვის და ბაშინჯაღიანის, ხარჯებით (მელიქსეთ - ბეგი, ლ.მ., ქართულიწყაროები სომხეთსადასომხების შესახებ, ტ. გ, ერევანი, 1955,გვ. 22). ეკლესიის დაარსების შესახებ არსებობს ასევე მოწმობა. ფაქტობრივად, ზემოხსენებული სამი საგვარეულო იყო 1751წ. ეკლესიის აღმდგენელი და არა - დამაარსებელი, და მუღნის სურბ გევორგი აშენდა ჯერ კიდევ 1356წელს. ყოველშემთხვევაში უკვე მომდევნო,მე -15 საუკუნის ხელნაწერებში, ეკლესიანახსენებია როგორც მისი, ასევე ყოვლადწმიდაღვთისმშობლისნების შემსრულებლის და გევორგ მთავარსარდლის სახელებით.

 

1763 წელს მუღნის სურბ გევორგი მოხსენიებულია როგორც "... ჰაღპატის მონასტრის   ეპარქიის ეკლესიათაგანი“ („ჯამბო“, გვ.49). 1784 წელს ეკლესია ჰაღპატის ეპარქიაში შემავალი თბილისის 7 ეკლესიათაგან ერთი იყო   („სომხეთის ისტორიის არქივი: ღუკას კარნეცი“, „ახალი სერია“, ტ. 1, ერევანი, 1984 , გვ 479).

 

1789 წელს შენდება ეკლესიის სამრეკლო (სავარაუდოდ ერთ-ერთი სამრეკლო). ამის შესახებ ცნობილი გახდა 1900 წელს, აღდგენითი სამუშაოების დროს: „თბილისის მუღნის სურბ გევორგ ეკლესიის სამრეკლოს გუმბათის დანგრევის დროს მასში აღმოჩენილია ერთი ქვა შემდეგი ქართული წარწერით: „ეს სამრეკლო ავაშენე მე, მამა შმავონანთ ზურაბის მსახურმა და მღდესი ზურაბის ცოლმა, ცოდვილმა მღდესი ესთერმა: 1789 („ბიუზანდიონი“ 1900, 2 ნოემბერი, № 1241, გვ. 3).

 

1795 წელს სპარსელებმა გაძარცვეს ეკლესია, მაგრამ დეკანოზ (უფროსი მღვდლის) გრიგორ ტერ-შმავონიანის წყალობით შესაძლებელი გახდა ეკლესიის კუთვნილი ნივთების ერთი ნაწილის შენარჩუნება.

 

1852 წელს ეკლესია ცუდ მდგომარეობაშია და დაახლოებით 4500 რუბლი (ვერცხლის ფული) იყო საჭირო მისი აღდგენისათვის. სამუშაოებს თვალს ადევნებდა ქტიტორი გევორგ მანდინციანი. სამწუხაროდ, არანაირი წერილობითი ინფორმაცია არ არის შენარჩუნებული მშენებლობის პროცესის შესახებ. მხოლოდ ცნობილია, რომ 1860 წელს დაგეგმილია ჩრდილო მხარეს მდებარე თავადის ცოლის მარია ბეგთაბეგიანცის, მკერავი ცაბოს, გიორგი ამირაღიანის, ფოღინიანცის და ქალინოვის სახლების დანგრევა და ახალი და უფრო ვრცელი ტერიტორიების ეკლესიისათვის გამოყოფა. გალავნის მშენებლობისათვის საჭირო იყო 1000 რუბლის ხარჯი. სამუშაოებს თვალყურს ადევნებდნენ თავადი ღაჰრამან არღუთიანცი, ეაგორ თამამშიანცი და ნიკოლაი მირიმანიანცი. უკვე 1893 წელს ახალი და კაპიტალური რემონტის დაწყების მიზნით მუღნის სურბ გევორგ ეკლესიის მრევლი ატარებს საერთო კრებას. კრების მომდევნო მოქმედებების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

 

აღვნიშნოთ ასევე, რომ მუღნის სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ მხარეს დაკრძალულთა შორისაა პედაგოგ-რედაქტორი ნიკოღაიოს ხოტოვიანი, ქველმოქმედი ბარსეღ ჰოვსეფიან-ხოჯაიანცი, ეგორ ჰოვჰანისიან-ფურღინიანცი, ასევე ეკლესიის მსახურნი.

 

საბჭოთა პერიოდში, 1980-იან წლებამდე ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა სამუზეუმო საწყობად. იქ განთავსებულმა ნივთებმა და წლების მტვერმა ისე დააზიანა ეკლესია, რომ საწყობიდან ნივთების სხვაგან გადატანის შემდეგაც კი ეკლესიის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პირიქით, საგრძნობლად გაუარესდა. 1980-იან წლებში კედლებში გაჩნდა სახიფათო ბზარები, 1990 წელს კი იგი   ავარიულად ცნეს. ამჟამად ეკლესია კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხელოვნურად "ხელშეუხებლად" ქცეული და ამის გამო ზრუნვას მოკლებული მუღნის სურბ გევორგ ეკლესია დღითიდღე ინგრევა. ამ საკითხით ეპარქიას მრავალგზის მიუმართავს შესაბამისი ინსტანციებისათვის.

 

 

 

 

მასალა მომზადებულია ს.კარაპეტიანის ნაშრომისა და პ.მურადიანის „საქართველოს სომხური წარწერები“ წიგნის (1988, ერევანი) მიხედვით.  

 

 

 

ნორაშენ 2007/ 6 (12), გვ 2-3

 

თბილისის „ერევანცოც სურბ მინას“ ეკლესია

erevancoc surb minas

             მდებარეობს ყოფილ იორსკაია ქუჩასა და სურბ მინასის შესახვევს შორის, ამჟამად გელათის  მიმდებარე ქუჩაზე: „ ავლაბრის  ქართული ეკლესიის მახლობლად არის სომხური ეკლესია - წმიდა მინასის სახელობის, იმ ხედის მახლობლად, რომელიც იშლება ტფღისის მდინარე მტკვრის ქვიშიანი სანაპიროს ზევიდან“.   (მელიქსეთ - ბეგი, ლ. მ., ქართული წყაროები სომხეთსა და სომხების შესახებ, ტ. გ, ერევანი, 1955, გვ 268).

დაარსდა 1790 წელს , "... აშენდა 1790 წელს ავლაბრელების ხარჯებით, წმიდა მინას მოწმის სახელით" (მელიქსეთ - ბეგი, ლ.მ., ქართულიწყაროები სომხეთსადასომხების შესახებ, ტ. გ, ერევანი, 1955, გვ 268).

თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესია

ekegheciner

              თბილისის ცენტრალურ, ავტორიტეტულ და სომხებით დასახლებულ უბანში მდებარე ეჯმიაწნეცოც სურბ გევორგ ეკლესია   (ამჟამად წმიდა ეჯმიაწინის) აშენდა 1805 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯებით.

1846 წლამდე ეკლესიის შენობა იყო ხით გადახურული, მართკუთხა ნაგებობა - გუმბათის გარეშე და პატარა სამრეკლოთი. ამიტომ, ჯერ კიდევ 1845წლის 16 თებერვალს ეკლესიის სამრევლოსაბჭომ შეადგინა მისი მთლიანი რეკონსტრუქციის პროექტი. ამ საქმისთვის მოწვეული გამოცდილი ხელოსნების მოწმობის თანახმად, ძველის ადგილას ასაშენებელი ახალი ეკლესიის ხარჯი შეადგენს დაახლოებით 20,000 რუბლს. 1846 წლის დასაწყისში, ეკლესიის რეკონსტრუქციის ნებართვისმიღებისთანავე, სამრევლო საბჭომ დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა.მისი ზომებითსაკმაოდ დიდმადადიდი ხარჯებით მშენებლობამ მრევლისაგან მოითხოვა დიდი ძალისხმევა,თავგანწირვა და დიდი დრო. ცნობილია, მაგალითად, რომ 1854 წელს ეკლესიას ფული არჰქონდა, რადგან ეს მთლიანად იყო ჩადებული ეკლესიის რეკონსტრუქციის საქმეში. 1857 წელსაც ვითარება იყო იგივე.

არსებული  მასალები შესაძლებლობას არ გვაძლევს ეკლესიის მშენებლობის თარიღის დადგენისათვის, მაგრამ ერთი რამ ჩანს ნათლად - მშენებლობა მოხდა 1850- იანი წლების ბოლოს.

1884 წელს ეჯმიაწნეცოც ეკლესიის მრევლმა არქიტექტორ მ.მალამბეგიანის პროექტით ეკლესიასთან ააშენა ასევე სამრევლო სკოლის შენობა.

საუკუნის დასასრულს - 1898 წელს, ეკლესია კვლავ რეკონსტრუქციას მოითხოვდა .           „ ... ჩვენი ეკლესია დაშლამდე მოძველებულია და მთლიანად დანგრევას რომ გადავარჩინოთ საჭიროა მთლიანად გარემონტდეს სახურავი, რომელიც ქმნის ეკლესიის დასავლეთი კედლის ჩამონგრევის საფრთხეს“. გაწერილი სამუშაოების ჩასატარებლად ეკლესიას გარკვეული ფულადი მხარდაჭერა აღმოუჩინა ქალბატონმა თაგუჰი ჰარუთიუნიანცმა. აღდგენითი სამუშაოები შესრულდა   1912 წელს.       

1944-45 წლებში ეკლესიას ჩაუტარდა საჭირო სარემონტო სამუშაოები.

ეკლესიის ნაწილობრივი რემონტი ჩატარდა 1983 წელს.

აღვნიშნოთ, რომ ეჯმიაწნეცოც სურბ გევორგ ეკლესია ერთია საქართველოში მდებარე იმ მცირერიცხოვან ეკლესიათაგან, რომელიც აგრძელებდა მუშაობას საბჭოთა პერიოდშიც.

 დღეს ეს არის თბილისში მოქმედი ორი ეკლესიათაგან ერთი. მისი სავალალო მდგომარეობა სახიფათო იყო და იყო მოულოდნელი ჩამონგრევის საშიშროება. მდგომარეობა გაუარესდა 2001 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით ჯერ კიდევ       2004 წელს იყო შედგენილი ეკლესიის სარემონტო სამუშაოების გეგმები. 2006 წელს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის, „ჰაიასტან“ ყოველთა სომეხთა ფონდის და არგენტინის სომხების ერთობლივი ძალისხმევით შედგა ახალი გეგმა.

დაშლის   საშიშროების წინაშე მდგარი ეკლესია უკანასკნელად საფუძვლიანად გარემონტდა 2006-2010 წწ. - მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის და აშშ სომეხთა დასავლეთის ეპარქიის ღვთისმოსავი სომხების მხარდაჭერით. საქართველოში შესრულებული საპატრიარქო ვიზიტის დროს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის საპატიო მონაწილეობით შესრულდა აღდგენილი ტაძრის ხელახლა კურთხევის ცერემონიალი.

ეკლესია „შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ კარმირ ავეტარან“ („შამქორელთა წმიდა ღვთისმშობლის, წითელი სახარება“)

kar. avetaran

              მდებარეობს ავლაბრის უბნის ცენტრში, ყოფილი პრეობრაჟენსკაია, ამჟამად ფიგნერის ქუჩის გვერდით.

ეგნ. იოსელიანის 1837 წლის მოწმობის თანახმად, პირველადი შენობა აშენდა 1775 წელს და იყო უგუმბათო, ხით გადახურული ნაგებობა. „(ჰ) ავლაბარში, ხალხური შენობების ცენტრში, არის „შამქორეცოც“-ად წოდებული ეკლესია, აშენებული 1775 წელს, ღვთისმშობლის, უგუმბათო და ხით გადახურული, რომელიც აგებულია ხალხის ხარჯებით ..." ( მელიქსეთ -ბეგ ლ , აღნიშნული ნაშრომი, გვერდი 268).

ქართველი მკვლევარის ეს მოწმობა დასტურდება1868 წელსმოცემული მნიშვნელოვანი ინფორმაციით.

ქალაქის სხვა ეკლესიების მსგავსად, ეჭვგარეშეა, რომ შამქორეცოც ეკლესიაც განადგურდა სპარსელების1795 წლის შემოსევის დროს, და სავარაუდოდ ამით შეიძლება აიხსნას მისი სრული რეკონსტრუქცია 1809 წელს.

1840-იანი წლების დასაწყისში ეკლესიის მრევლმა გადაწყვიტა სარემონტო ძველი ეკლესიის გარემონდება და გალავნით შემოღობვა.  

1842 წელს შამქორეცოც ეკლესიის მრევლი სარემონტო სამუშაოების დაწყების ნებართვის მიღების თხოვნით მიმართავს გენერალ ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინს. აღსანიშნავია, რომ მრევლს საქმის წამოწყებისას მხოლოდ თავისი მატერიალური შესაძლებლობების იმედი ჰქონდა,   და ამჯერადაც გარემონტებას კი არ აპირებდა, არამედ ძველის ადგილზე ახლის საფუძვლიანად აღმართვას.

თუ ვიმსჯელებთ ეკლესიის კედლებზე, ფანჯრებზე დაცული 1844-1845 წლებით დათარიღებული წარწერებით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ნამდვილად ჩატარდა ფართომაშტაბიანი სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ სამუშაოებს ისევ სათავეში ედგა ტერ-ღაზარიანცების საგვარეულოს წარმომადგენელი - ავეტიქი. ამ უკანასკნელის ვაჟს - ჰოვაკიმ ტერ-ღაზარიანცსაც, მამის გარდაცვალების შემდეგ სოლიდური თანხა უჩუქებია ეკლესიის დაუმთავრებელი შტრიხების შევსების მიზნით.

როგორც ჩანს, მშენებლობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა. ყოველ შემთხვევაში, 1857 წ, მაგ წლის ეკლესიის კუთვნილი მთელი თანხა დახარჯულა მშენებლობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის კედლებზე მრავლადაა განსაკუთრებით 1858 წლის შემოწირულობათა შესახებ წარწერები, რომლებიც მოწმობენ ამ წლამდე სამუშაოთა გაგრძელებას.

1881 წელს ხელახლა ხორციელდება ეკლესიის ნაწილობრივი რეკონსტრუქციისა და შევსების სამუშაოები. „ წელს შამქორეცოც ეკლესიის ახლადარჩეულმა ქტიტორმა, ავეტაც (ჯგრაშნის) ეკლესიის მსგავსად, გაარემონტებინა ეკლესიის შიდა ნაწილი, რისთვისაც დახარჯა 5-6 000 რუბლი ფული ...". ამავე წლის 18 ნოემბერს გადმოიცემა, რომ ".. ეკლესია მის ახალ ქტიტორ ბატონ   გრიგორ გარაგეოზეანცის დაუღალავი შრომით მოკლე პერიოდში იმდენად გალამაზებულა და დამშვენებულა შიგნიდან, რომ, თბილისის ეკლესიებს შორის მეორე თუ არა, მესამე აუცილებლად უნდა მიიჩნეოდეს ... "

1883 წელს ეკლესიის ეზოში აშენდა სამრევლო სკოლის შენობა.

1893 წელს "პოლიციას შეუნიშნავს, რომ ავლაბრის შამქორეცოც ეკლესიის (კარმირ ავეტარან - წითელი სახარება) ოთხივე კედელს საძირკვლიდან 2-3 ფუტის სიმაღლიდან თაღებამდე ბზარები ჰქონია ... კომისიის შედგენილი ოქმიდან ჩანს, რომ ტაძრის გამაგრება მომხდარა 1844 წლიდან და, საძირკვლის სხვადასხვა დროს დაჯდომის გამო, მის კედლებში ჯერ კიდევ მშენებლობის დროს გაჩენილა უხილავი ბზარები, რომლებიც ეკლესიის მშენებლობისა და გუმბათის დაშენების შემდეგ უფრო გადიდებულა. ვინაიდან ეკლესია უკვე ათეული წლები არსებობს ამ ბზარებით, რომლებიც აღარ დიდდება, კომისიამ ისინი მიიჩნია უვნებლად - ეკლესიის სიმაგრისა და სიმყარისათვის“

ეკლესიის კედლებში გაჩენილი ბზარების მორიგი შესწავლა ჩატარდა 1900 წლის 20 ივლისს. 1838 წელს შედგენილი ერთი ბიულეტენის თანახმად, ეკლესიას ჰქონდა ძირითადად შემოწირულობებით შეძენილი 136 ერთეული სხვადასხვა ნივთები. 1838 წელს ეკლესიის ქონებას შეადგენდა ძირითადად მის მეზობლად მდებარე უძრავი ქონება.

1858 წელს ეკლესია გაუძარცვავთ. გაუტაციათ წმიდა კარაპეტის წმინდა ნაწილი. მძარცველთა აღმოსაჩენად და წმიდა კარაპეტის წმინდა ნაწილის დასაბრუნებლად   აღძრული საქმე უშედეგოდ შეჩერებულა.

1889 წელს გარდაცვლილმა აღ. თაირიანცმა ეკლესიას უანდერძა "... ეკლესიის გვერდით მდებარე მისი სახლი და მაღაზიები, რომლებსაც წელიწადში 200 რუბლი შემოსავალი მოჰქონდათ ამავე ეკლესიისთვის“.

შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის ეზოში მეთვრამეტე საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული დაუკრძალავთ წარმოშობით შამქორელი თაჰირიან, მირზახანიან, ჰარუთიუნიან და ტერ-ღაზარიან საგვარეულოების მიცვალებულები.

1912 წელს არქიტექტორმა ნ.ხარაზიანმა დააპროექტა ეკლესიის მთავარი შესასვლელის წინ ასაშენებელი   დარბაზი, რომელიც სრულდებოდა   სამრეკლოთი.  

საბჭოთა პერიოდში ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნებით. 1980-იან წლებში ის ქართველ მხატვართა სახელოსნოდ გამოიყენებოდა. მაგ წლებში სომხურ სათვისტომოს საქალაქო ხელისუფლებისათვის უამრავი განცხადება გაუგზავნია, მათივე სახსრებით ეკლესიის გარემონტების ნებართვის მიღების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. და აი, 1989 წლის 14 აპრილს ეკლესია ჩამოინგრა. ხელისუფლებამ იჩქარა დაედასტურებინა, რომ ეკლესიის ჩამონგრევა შედეგი იყო წინა დღეს (13 აპრილს) თბილისში მომხდარი ოთხი ბალის სიმძლავრის მიწისძვრისა („Вечерный Тбилиси“, 1989, დ 89, 17 апреля), მაგრამ მომდევნო დღეებში საქართველოს მედიის გამოცემებმა უნებლიედ დაფარეს სამსახურებრივი დანაშაული.

კერძოდ, 22 აპრილის ერთი გამოცემის თანახმად, ყოფილა შემოთავაზება, რომ     ქართული მთავარი საკათედრო ტაძარი ააშენონ „ჩამონგრეული“ ეკლესიის ადგილას               („თბილისი“, 1989, 22 აპრილი).

27 აპრილს სტატიაში „რატომ ჩამოინგრა შამქორი“ ქალაქის მთავარი არქიტექტორი ჩქარობს იმის გამოცხადებას, რომ ჩამონგრეული ეკლესია აღდგენას არ ექვემდებარება                   („თბილისი“, 1989, 27 აპრილი, გვერდი 6 , „Молодежь Грузии“, 27.04.1989).

არამხოლოდ ნახევრადჩამონგრეული ეკლესიის ნარჩენების, არამედ ავლაბრის უბნის საცხოვრებელი სახლების მნიშვნელოვანი ნაწილის დანგრევის საშუალებით ადგილზე ქართული საკათედრო ახალი ეკლესიის აშენების შესახებ ერთი მასალაც 1990 წელს გამოქვეყნდა („თბილისი“, 1990, 19 თებერვალი, გვერდი 4) (ასევე ასაშენებელი ეკლესიის რამოდენიმე პროექტი) („Заря Востока“, 1990, 12 марта, გვერდი 4, „თბილისი“, 1990, დ 34).

საბოლოო ჯამში, ქართული საკათედრო ტაძრის აშენება გადაწყდა არა შამქორეცოცის, არამედ ხოჯივანქის დანგრეული სომხური ეკლესიისა და სასაფლაოს ადგილზე, შამქორეცოცის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაანგრიეს, გარემოსათვის ამ უკანასკნელის საფრთხის ნეიტრალიზაციის მიზნით.

1999 წლის მდგომარეობით ეკლესიიდან   შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადი და მისი მიმდებარე ნაწილი - დასავლეთი და ჩრდილოეთი ფასადებიდან. 2004 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სურვილს გამოთქვამს, რომ, ეკლესიის ნანგრევების ნაწილობრივ მაინც გამაგრების მიზნით, უპირველეს ყოვლისა ეკლესიას გალავანი შემოერტყას - მომავალში მიმდებარედ რეზიდენციის ასაშენებლად. ეს იდეაც მაშინათვე უარყვეს, ვინაიდან იმავე წელს რეზიდენციის ასაშენებლად მოსახერხებელ ადგილას დაარსდა და სასწრაფოდ აშენდა ქართული საშუალო სკოლა, სახელწოდებით „მომავალი“.

ამჟამად შამქორეცოს სურბ ასტვაწაწინ (კარმირ ავეტარან) ეკლესია ნახევრადნანგრევებადაა ქცეული და მოუვლელ მდგომარეობაშია.

 

მასალა მომზადებულია სამველ კარაპეტიანის

„დაბრუნების მოთხოვნა“ წიგნის თანახმად

ნორაშენ, 2008/ 2 (14), გვ 2-4 .

„ნორაშენის სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია

Norashen

              ეკლესია მდებარეობს თბილისის უძველეს უბანში, ლესელიძის ქუჩაზე , მეიდანის მოედნის მეზობლად. ეკლესიის დაფუძნების და შემდგომი სარემონტო სამუშაოების შესახებ მასალათა შეჯერების შედეგად გ.აღაიანცმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ორ სხვადასხვა წყაროში დაფუძნების წლად აღმოაჩინა 1487 წელი.

სამშენებლო ახალი ფაზა განხორციელდა XVII საუკუნის შუა ხანებში, ხოჯა ნაზარის ხელმძღვანელობით. იმას, რომ რდთ (1650 ) წელი ეკლესიის გადაკეთების ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამთლიანების (ადრე გუმბათი არ ჰქონდა ) წელია, ადასტურებს ასევე ეკლესიის შიდა სივრცეში მოჩუქურთმებული, ამავე წლით დათარიღებული,  ხაჩქარის წარწერა.

1672 წელს თბილისში ჩამოსული ჟ.შარდენი ეკლესიას მოიხსენიებს იმავე სახელწოდებით („ნორაშენის სურბ ასტვაწაწინ“ ), რომლითაც ცნობილია ამჟამად.

ეგნ. იოსელიანის თანახმად, ეკლესიის სამშენებლოსამუშაოები ძირითადად დასრულდა მხოლოდ 1737 წელს, მაგრამ ამის შემდეგაც კი ზოგიერთი სამუშაოებით შევსებულა. „სამეფო ქარვანსარის დასავლეთ მხარესარის ნორაშენის (ახალი შენი ) სახელწოდებით ეკლესია, ღვთისმშობლის სახელზე,   აგურით და კირით ნაშენი.

გუმბათი შავი ქვის ლორფინით არის გადაბურული, მკლავები კი - წითელი აგურ-კრამიტით. გარედან სასიამოვნო სანახავია, ვიდრე შიგნიდან. დაფუძნებულია პირველად ვინმე ხოჯა ნაზარის ხარჯებით, შემდეგ მშენებლობა გაგრძელებულა და დასრულებულა თბილისის მცხოვრებთა (ქალების და კაცების)შეგროვებული სახსრებით 1737 წელს, და მას შემდეგ დღემდეშენდება. აქ მსახურობს ერთი დეკანოზი და ხუთი მღვდელი“.

მორიგი გარემონტების ისტორია უკავშირდება ტფღისის მელიქ (მერი) ავეტიქ ბეჰბუთიანის ( 1768-1795 ) სახელს.

აღა მაჰმად ხანის ლაშქრობის (1795) შემდეგაც, უსათუოდ, დამდგარა გაძარცვული და დარბეული ეკლესიის გარემონტების საჭიროება. ეს სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ 1808 წელს.

ცოტა ხნის შემდეგ , 1830 წელს, განუხორციელებიათ ეკლესიის ახალი სარემონტო სამუშაოები.

1852 წელს   ეკლესიის დეკანოზმა ტერ-სრაპიონმა და ქტიტორმა თხოვნის წერილით მიმართეს, მაგრამ ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია და დავიწყებას მისცემია. მხოლოდ 1857 წელს კათოლიკოს ნერსეს მეხუთეს დაუწერია: „ახლა მე თვითონ ვგრძნობ ჩემი დავიწყების შედეგად ზარალის ზომას, ვწერ კონსისტორს, რომ უბრძანოს სრაპიან ჯვრის მატარებელ უფროს მღვდელს (დეკანოზს) და პატივცემულ სოღომონ ჰოვჰანისიანს აღადგინონ ნორაშენის ეკლესიის კრამიტი“.

დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ღირებულება, ხარჯთაღრიცხვის თანახმად, შეადგენდა დაახლოებით 900 რუბლს.

ცნობილია , რომ თავიანთი ხარჯებით ეკლესიის მორიგი სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით 1895 წელს კათალიკოსის   კმაყოფილების ენციკლიკა დაიმსახურეს ძმებმა კარაპეტ და ბეგლარ ვარდანიანცებმა.

1897 წელს ძმებმა ვარდანიანცებმა პირობა დადეს მათი სახსრებით გაერემონტებინათ ასევე ეკლესიის გალავანი და კარიბჭე. ამ სამუშაოების 2000 რუბლით განხორციელების ნებართვა სასულიერო ხელისუფლებისაგან მიიღეს 1898 წელს. 1899 წელს ეკლესიის ქტიტორ ნიკოღაიოს ბაისოღოლიანცს სარემონტო სამუშაოების მისი კუთვნილი ეტაპის შესახებ აღნუნიშნავს, რომ მოუწვევია მხატვრები, რომელთაც უმუშავიათ ეკლესიის შიდა კედლების მოხატვაზე.

უკვე 1900 წლის 13 დეკემბერს , იგივე ბაისოღოლიანცმა სასულიერო ხელისუფლებას მოახსენა დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შესახებ. კერძოდ: "... გარემონტდა ნორაშენის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია: ეკლესიის ინტერიერის     სურათებიც, კედლებიც მთლიანად, შიდა ნაწილის გარდა, ანუ იატაკიდან ერთ არშინნახევარ სიმაღლეზე, ჩვენი პირობის თანახმად, რაც გვქონდა მხატვარ მირზოიანცთან“.   ყურადსაღებია ის, რომ მხატვარ ვარდან მირზოიანცის 8 თვის ნამუშევრის შესაფასებლად-გასაანალიზებლად ქტიტორს მოუწვევია მხატვარი შამშიანცი, რომელმაც, საერთო ჯამში, შეაქო სამუშაო, თანხმობა მისცა ავტორისათვის დამატებითი გადასახადის გადახდას.

საბჭოთა რეჟიმის დამყარების   შემდეგ, 1924-25 წლებში „არმიანსკი ბაზარ“ ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით შედგა სპეციალისტთა საბჭო (ძეგლთა დაცვის განყოფილების გამგე ს. კაკაბაძე, გ ჩუბინაშვილი, გ. ჩიტაია, ბ. სევეროვი და შ. ჩხენკელი, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის გამგე ს. ქურდიანი, კონტროლიორი აბაშიძე და აგლაძე). მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის დანგრევის მხარდამჭერები შეადგენდნენ საბჭოს უმრავლესობას , ეკლესიის დანგრევის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ეს სხდომა   შედგა 1925 წლის 2 ივლისს. 1931 წლამდე ნორაშენის სურბ ასტვაწაწინ ეკლესია იყო საეპარქიო საბჭოს იურისდიქციაში.  

მოგვიანებით შენობა გარდაიქმნა წიგნსაცავად. 1962 წლის მდგომარეობით მოსკოვსა და კიევში მდებარე   ძველად გამოქვეყნებულ ლიტერატურათა წიგნსაცავების შემდეგ ნორაშენის ეკლესიაში მდებარე წიგნსაცავი მესამე იყო (საინფორმაციო სტატიების ავტორთა თანახმად). უკვე 1989 წელს ათწლეულების განმავლობაში გაურემონტებელი ეკლესიის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მორიგი საინფორმაციო სტატია დასათაურდა „წიგნები წყალში“.   1990 -იანი წლებიდან   ქართულ მედიაში ჭარბობს ეკლესიის ვითომდა ქართულობის დამადასტურებელი და, პირიქით, სომხურობის უარმყოფი „ფაქტებით“ შემკული მრავალი სტატია.

ეკლესიის სომხური ნიშნების - ნათლობის აუზი, მაღალი საკურთხეველი, კედლებში მოჩუქურთმებული ჯვრები, სომხური წარწერები და სხვა, გაქრობისა და გაქართულების სამუშაოები   ფართო მასშტაბით განხორციელდა 1994 წლიდან, განსაკუთრებით -1995 წლის გაზაფხულზე.

კუმურდო

kumurdo

                სოფელი კუმურდო (გუმბურდო) მდებარეობს ახალქალაქიდან პირდაპირი ხაზით 9 კმ დასავლეთით, მდინარე მტკვრის ღრმა უფსკრულიან მარჯვენახევის პირას, ზღვის დონიდან 1,740 მსიმაღლეზე. სოფლის შესახებ ერთ-ერთი პირველი ცნობა ეხება VI საუკუნეს და ის მოწმობს, რომ 506 წ. დვინის საეკლესიო კრებაში მონაწილეობა მიიღო ასევე კუმურდოს ეპისკოპოსმა. X-XII საუკუნეებშიკუმურდო ჯავახეთში ქალკენდონური ეკლესიის რეზიდენცია იყო. სოფლის ტერიტორიაზე შენარჩუნებული XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული სომხური სასაფლაო ძეგლები მოწმობენ, რომ XVIII საუკუნემდე ეკლესიას ჰყოლია სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი მრავალრიცხოვანი მრევლი. 1595წლის   დოკუმენტიდანცნობილია, რომ აღნიშნულ წელს სოფელს ჰყოლია ოცი კომლი მოსახლე, რომელთა უმეტესობა, გვარებით თუ ვიმსჯელებთ, სომხები ყოფილან. 1829-1830წლებში დასავლეთი სომხეთიდან ჩამოსახლებულთა დასახლებისას სოფელს ჰყოლია თავისი მკვიდრნი - 15 ოჯახი, სომეხი და ქურთი მოსახლეობით. ამ დროს დაახლოებით 25 ოჯახი, ორასი მაცხოვრებლით კარნის გუბერნიის სოფელ შაკავიდან გადმოსახლებულა.

კუმურდოში მდებარეობს ჯავახეთში ყველაზე ცნობილი არქიტექტურული მაღალღირებული, თავდაპირველად ბერძნული წესის ერთ-ერთი ეკლესია, რომელიც დაარსდა   946 წელს ჰოვანეს ეპისკოპოსის მიერ და იკურთხა სახელად სურბ ჰამბარცუმ (წმიდა ამაღლების). ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდა XI საუკუნის პირველ მეოთხედამდე. ჩახაზული ჯვრის ფორმის გუმბათოვანი ეკლესია ამჟამად ნახევრადდანგრეულია, ჩამონგრეულია გუმბათი და აღმოსავლეთი მკლავის სახურავი. ადგილზე სომხური სასაფლაოს არსებობის დამადასტურებელი ეკლესიის ტერიტორიაზე დაცული ხაჩქარების ფრაგმნეტები XV საუკუნისაა. 1830-იან წლებში   უძველეს დასახლებაში დამკვიდრებულ კარნის გუბერნიის სომეხ ემიგრანტებს დიდებული ტაძარი დახვდათ მიტოვებული და დანგრეული. მათ ამ ეკლესიის   დასავლეთი ფრთის ნაწილის, რომლის მხოლოდ კედლები იდგა, ხის გადახურვით აღდგენის შემდეგ ხელისუფლების ნებართვით აკურთხეს სახელწოდებით სურბ ჰამბარცუმ და აქციეს სამრევლო ეკლესიად. 1960 წელს საქართველოს სამღვდელოებამ აღძრა საჩივარი ეკლესიის სომხების მიერ მითვისების თაობაზე. ეკლესიის იგივე ვითარება უცვლელი რჩება მომავალშიც. მიუხედავად ამისა, ბოლო კურთხევით ეკლესიის აღმოსავლეთი მკლავი რჩება სომხურ სამრევლო ეკლესიად.

განსაკუთრებით ღირებულია ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი ქართული მრგლოვანი (მთავრული) დამწერლობით მრავალი წარწერა. კუმურდოს ტერიტორიაზე არის IX, X და XI საუკუნეების სასაფლაოები, რომელთაგან ერთი სოფლის ცენტრშია, მეორე - სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს. დაცულ საფლავის ქვებს შორის ჭარბობს დაუმუშავებლები. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებია კარნიდან სომეხ გადმოსახლებულთა სახლები, ერთი რომელთაგანიც კუმურდოში დღემდე დაცულია   და ეკუთვნის ვარდანიანების საგვარეულოს. სახლის აშენების - 1898 - წელი   ამოტვიფრულია მთავარი სახლის ბუხარის წინა ნაწილზე. სოფლის  დასავლეთ ნაპირზე, იმ კლდეებზე, რომლებიც გადაჰყურებენ მდინარე მტკვარს, ამოტვიფრულია ხაჩქარები (ჯვარ-ქვები). უძველესი ტერიტორია წმიდა ადგილად არის მიჩენული და ადგილობრივებისთვის ცნობილია ხაჩ (ჯვარი) სახელწოდებით.  

ამჟამად კუმურდო სასოფლო ადმინისტრაციული ცენტრია. 1987 წლის სტატისტიკის თანახმად, სოფელში ცხოვრობს 584 კომლი, 2610 სომეხი მოსახლით. სოფელში მოქმედებს ერთი საშუალო სკოლა, 430 მოსწავლით    (2001 წლის მონაცემებით), კლუბი და ბიბლიოთეკა.

 

მასალა მომზადებულია სამველ კარაპეტიანის

„ჯავახქ“ წიგნის მიხედვით

ნორაშენ 2008/ 3 ( 15), გვერდი 10

სოფელ განძას „სურბ კარაპეტ“ ეკლესია

gandza surb karapet

განძა   სამცხე-ჯავახეთის ცნობილი სოფელია, მაგრამ ძირითადად არა ხალხმრავლობის    (1991 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობდა 3600 ადამიანი, „ჰაირენიქი ძაინ“, 1991, 21 აგვისტო), არამედ უნიკალური ბუნების ან თუნდაც სოფლის დიდებული ტაძრის - სურბ კარაპეტის, არსებობის გამო. განძა ცნობილია ასევე მისი ცნობილი შვილის - ვაჰან ტერიანის (1885-1920 წწ.) სახელით. აქ დაიბადა დიდი სომეხი პოეტი, რომლის პატივსაცემად 1966 წლიდან დღემდე ყოველი წლის ივლისის თვის ბოლოს განძაში დიდი პომპეზობით ტარდება „ტერიანული დღეების“ კულტურული ღონისძიებები.

მდიდარი ისტორიული წარსულით ცნობილი განძა გაშლილია ახალქალაქიდან 22 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ფარვანას მარცხენა ნაპირზე, ზღვ.დ. 2020-2070 მ სიმაღლეზე. ჯერ კიდევ ძვ.წ. 3-2 ათასწლეულებში სოფლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა. ამის დასტურიასოფელგანძადან 5 კმ ჩრდილო-დასავლეთით, პატარააბულის მთის ( 2800 მ) აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე ციკლოპური აგებულების „ქიოროღლის“ სახელობის ცნობილი ციხე და სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ზღვარზედაცული ვიშაპაქარი, რომელიც ადგილობრივებში ცნობილია „სურბ სარგისის კათნაქარ“ სახელწოდებით.

სხვათა შორის, გვინ შუა საუკუნეებში განძას მაცხოვრებლები მუსულმანები ყოფილან. მათმა წინაპრებმა მეჩვიდმეტე საუკუნეში აქ შემოაღწიეს ბორჩალოდან. თურქების აქ არსებობა დასტურდება 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომამდე, როდესაც ამ უკანასკნელებმა არჩიეს თურქეთში გადასვლა. „ ხალხის უმეტესობა კარნიდანაა გადმოსახლებული და დაკავებულია მიწათმოქმედებით. ძველად ამ სოფელში ცხოვრობდა ოცი ოჯახი თურქი, მაგრამ 1877 წლის ომამდე ისინი გადასახლდნენ ზერლატისა და ჩილტირის მხარეს. ამჟამად ამ სოფლის მაცხოვრებელნი ძირითადად სომხური სარწმუნოებისანი არიან“ („ნორ დარ“, 1888, № 194, 18 ნოემბერი, გვერდი 2). განძას სომეხი მოსახლეობა აქ დამკვიდრებულა ჯერ კიდევ 1830-იან წლებში (მაგალითად ტერიანის წინაპრები კარინის პროვინციის სოფელ კრჭნკოციდან იყვნენ).  

განძა ყოველთვის გამოირჩეოდა ეკონომიკური სტაბილურობით, რასაც ხელს უწყობდა ასევე მისი - შირაკისა და ახალციხის, თრეღთან და ტფღისთან დამაკავშირებელი, სულ ცოტა ადრეული შუა საუკუნეებიდან ცნობილ და დღემდე მოქმედ   მნიშვნელოვან სატრანზიტო გზაზე ყოფნის გარემოება. უკვე შუა საუკუნეებში სოფლის წარმატებულობასა და აყვავებულობაზე მეტყველებს მდინარისნაპირა უბანში დაცული ციხის ნანგრევები და სოფლის ცენტრის ორი პატარა, ერთნავიანი, გუმბათოვანი, მთლიანად თლილი ქვით მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში აგებული ზედა და ქვედა ეკლესიები. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელები აგებულია ბიზანტიური წესის თავისებურებებით. ამათგან ზედას (გარე ზომებია: 10,54 x 6,86 მ) ჩრდილოეთით აქვს ცალკე შესასვლელით ერთი მცირე ზომის დარბაზი, ერთი შესასვლელი სამხრეთის ფასადიდან და ქართული მესროპისეული დამწერლობის წარწერები. განძიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებობს ასევე ეკლესიის ნანგრევებიანი „მაღარა“ (მღვიმე), სახელწოდებით ნასოფლარი.

სოფლიდან 3 კმ სამხრეთ-დასავლეთით, სურბ ჰოვანეს მთის მწვერვალზე, ზღვ.დ. 2327 მ სიმაღლეზე მდებარეობს შუა საუკუნეების ამავე დასახელების ერთნავიანი ეკლესია (გარე ზომები: 6,83 x 4,45 მ). ეს უკანასკნელი არ არის დაზიანებული, აგებულია მთლიანად ნათალი ქვით, ეყრდნობა ორდონიან საძირკველს. ეკლესია დღეს სამლოცველოა მორწმუნეთათვის, ისინი აქ მოდიან ყოველი წლის 24 ივნისს.

ეკლესიის საეკლესიო-სამრევლო საქმიანობა დამოწმებულია 1865 წლიდან. სამრევლო სკოლის შენობა მდებარეობს სურბ კარაპეტ ეკლესიის ეზოში. სამწუხაროდ, ამ სკოლის შემდგომო წლების მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტები არაფერს ამბობენ. უფრო სავარაუდოა, რომ დახურულიყო, ვინაიდან უკვე 1885 წელს მოიხსენიება ახალადგახსნილი სახელმწიფო (რუსული) სკოლა. "აქ გახსნილია რამოდენიმე სამეფო სამრევლო“, სამეფო კარის სასოფლო სკოლა გაიხსნა, („არძაგანქ“, 1885 , № 3, გვერდი 41). ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, როგორც სოფლის ორი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, მრავალი მოსწავლით.

სურბ კარაპეტ სომხური ეკლესიის არსებობა მოწმდება 1840-იანი წლებიდან, მაგრამ ამჟამინდელი გუმბათოვანი, ქვით ნაშენი და დიდი ეკლესია ( ზომები: 19,10 x 12 , 73 მ) აშენდა 1859 წელს. უნდა ითქვას, რომ სამშენებლო სამუშაოების ორგანიზატორი და მფარველი იყო ვაჰან ტერიანის ბაბუა - მღვდელი გრიგორი. მშენებლობაზე დაიხარჯა  დაახლოებით 15.000 რუბლი ("ნორ დარ“, 1902 , № 47, გვ. 3). სურბ კარაპეტ სახელწოდებით ნაკურთხი ეკლესია დღესაც აღიმართება, უვნებელია და ჭეშმარიტად წარმოსდგება როგორც სოფლის არქიტექტურული მშვენება.

მასალა მომზადდა ს.კარაპეტიანის „ჯავახქ“ ნაშრომის მიხედვით

ნორაშენ 2007/ 5 ( 11), გვერდი 3

სოფელ ბეჟანოს ეკლესია „სურბ მინას“

bejanov giugh surb minas

              ჯავახეთში, ახალქალაქიდან 23 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1790-1850 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი ბეჟანო. სოფლის შესახებ პირველად მოხსენიებულია, როგორც ქართული სამეფო კარის აგარაკი "ქართლის ცხოვრებაში " და ეხება 1124 წელს. ამჟამინდელ მკვიდრთა   წინაპრები 1829-1830-იან წლებში გადმოსახლდნენ კარნის სოფლებიდან თოფალ-ჩავუშ და იოზბეკ   და ვანიდან.

ბეჟანოდან 0.5 კილომეტრშიდაცულია ადგილობრივთა მიერ „კათნაღბიურიჟამ“ წოდებული ეკლესიის ნანგრევები. ერთნავიანი ნაგებობის, მთლიანად თლილი ქვებით აშენებული ეკლესიის მხოლოდ   საკურთხევლია შემორჩენილი.არქიტექტურული თავისებურებებით ეკლესიის სტრუქტურა დამახასიათებელია მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებისთვის. ბეჟანოდან თითქმის 2 კილომეტრში ადგილობრივთათვის„ვანქ“ სახელწოდებით ცნობილ უძველეს ტერიტორიაზე დაცულია თლილი ქვებით აშენებული სხვა ეკლესიის საძირკვლის   კედლები.

არქიტექტურულ ფრაგმენტებში დაცულია ქართული მთავრული ან მრგლოვანი, სომხურ წყაროებში - მესროპული დამწერლობით ხუთსტრიქონიანი წარწერების კვალი. ცნობილია, რომახალი ეკლესიის აშენებამდე, ბეჟანოელები საეკლესიო ცერემონიებს ასრულებდნენ „კარმირ ჟამ“ ეკლესიაში, რომელიც დღეს შერჩენილი კედლებით ხალხს ემსახურება სამლოცველოდ. ამჟამად მოქმედი ეკლესია ატარებს „სურბ მინას ეგვიპტელის“ სახელს, რომლისშესახებ, სხვათა შორის, საუბარია წიგნში „წმინდანთაცხოვრება“. აქ ნათქვამია, რომ ეგვიპტელი მინასი, ძლიერი და ლამაზი კაცი,დიოკლეტიანესადამაქსიმიანესზეობისჟამსმხედრადმსახურობდაქალაქკოტუანში.(ა.წ მე -3 საუკუნე).

სამეფო კარის განკარგულება ისევ მოითხოვს მსხვერპლშეწირვას წარმართული ღვთაებებისთვის, ის ვინც არ შეასრულებდა - წამებით მოკლავდნენ. სამეფო ბრძანებულების შესახებ შეატყობინეს მინასსაც. მან დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა უდაბნოში.

სამი წლის განმავლობაში, დღე და ღამე ლოცულობდა , და გაძლიერდა ქრისტეს ძალით, კვლავ დაბრუნდა ქალაქში, პირდაპირ წავიდა პიუროსთან - ქალაქის მოსამართლესთან, და ის ამხილა წარმართობაში, უსჯულოებაში.   მინასი დააპატიმრეს და აწამეს. ურყევი ნეტარი იმეორებს სიტყვას უფლისას: „ნუ გეშინიათ იმის, რასაც შეუძლია მოკლას სხეული, და არა - სული“. მინასს თავს კვეთენ, მიწაზე ჩასობილ რკინის ლურსმნებზე წამების შემდეგ.

ბეჟანოს სურბ მინას ერთნავიანი ბაზილიკური ეკლესია აშენდა 1830-იან წლებში. 1899 წლის მიწისძვრის დროს დაზიანდა, და სამხრეთ შესასვლელის თავზე ამოტვიფრულის თანახმად, 1906 წელს იგი მთლიანად აღდგა ნათალი ქვით. სარემონტო შემდგომი სამუშაოები ჩატარდა მხოლოდ 2006-2007 წლებში, ამავე სოფელში დაბადებული ძმების - ვასილ და ვანიკ სარგსიანების მატერიალური ხარჯებით.   2007 წლის 17 აგვისტოს სურბ მინასი ხელახლა აკურთხა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა..

 

მასალა მომზადდ. კარაპეტიანის 

„ჯავახქ“ ნაშრომის მიხედვით

ნორაშენ 2007/ 4 ( 10), გვერდი 6

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ (წმიდა მაცხოვრის) ეკლესია

surb phrkich

             ბათუმში პირველად სომხური სამოციქულო ეკლესია აიგო 1879 წელს. " ... იქაური სომხური სამოციქულო ეკლესიის მშენებლობა დასრულებულია და ეკლესიაში უკვე ტარდება ღვთისმსახურება. ბათუმის მცირერიცხოვანი სომეხი მოსახლეობა ეკლესიის აშენებისთვის მადლიერია მღვდელ კონსტანტინ ტერ-სტეფანიანისა, მისი ძალისხმევისთვის. მხოლოდ ეკლესია ჯერ მთლად მოკლებულია დეკორაციასა და ფარდებს ..." („მშაკ“, 1879 , N 13, გვერდი 2).

ნაგებობა იყო ხით ნაშენი და ძალიან მალე დაზიანდა იმ დონემდე, რომ უკვე 1887 წელსიგრძნობოდაახალი ეკლესიის აშენებისსაჭიროება. ადგილობრივი მრევლის სულიერი მოძღვრის მღვდელ კოსტანტინ ტერ-სტეფანიანის ხელმძღვანელობით, საზოგადოების რამოდენიმე ცნობილმაპირმა დაიწყო ფულადი სახსრების მოძიება   („მშაკ“,1887 , N 6, გვერდი 1).ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის პროექტი შეადგინა ავსტრიელმა არქიტექტორმა მარფელდმა, მაგრამ ახალი დადიდი ეკლესიის ასაშენებლად საჭირო იყო მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსები, რის ნაკლებობისგამოც სამშენებლო სამუშაოები ძირითადადმიმდინარეობდა დიდი შეფერხებებით და გაგრძელდა თითქმის მეოთხედი საუკუნე.

1889 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ ფულის უკმარისობის გამო „უკვე მესამე თვეა, რომ გაჩერდა ბათუმის ახლადაშენებული ეკლესიის მშენებლობა და ღვთისმსახურება ტარდება ყოფილი სასწავლებლის შენობაში ...“ („ნორ დარ“, 1889 , N 150, გვერდი 3).

1890 წელს აღინიშნა, რომ უკვე რამდენიმე წელია შენობისათვის გათვალისწინებული სამშენებლო მასალა გაბნეულია ეკლესიის გარშემო („ნორ დარ“, 1890, N 153, გვერდი 3).

1891 წელს, როდესაც ახალი ეკლესიის მშენებლობა კვლავ დაუმთავრებელი იყო, მორწმუნეები დადიოდნენ სამლოცველოდ გარდაქმნილ უბრალო სახლში. „... სომხური ეკლესია არის ერთი ოთახი, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა სახლებისაგან ...“ ( „მშაკ“, 1891, N 12, გვ 1-2 , 7 თებერვალი).

იმავე წელს სამშენებლო სამუშაოების დიდი ენთუზიაზმით განახლების ინიციატივას იჩენს პოლკოვნიკი გასპარ სტეფანიანცი („ნორ დარ“, 1891 , N 84, გვერდი 3).

1895 წელს ბათუმის სომხური ეკლესია ჯერ ისევ ნახევრადაშენებული იყო. „... ახალი დიდებული ეკლესიის საძირკველი დიდი ხანია ჩაყრილია, კედლები დაახლოებით ერთი არშინი უკვე აშენებულია, მაგრამ, ვინ იცის, უკვე რამდენი წელია, რომ ამშენებლი არ არის ...“ („ნორ დარ“,   1895 , N 151, გვერდი 3).

1898 წელს იძულებულნი იყვნენ ეკლესიის მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობა დაეკავშირებინათ ბაქოში მცხოვრები მდიდარი სომხების მხარდაჭერასთან და აღნიშნეს:                  „ იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ბათუმის სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი საზოგადოების სამ მეოთხედზე მეტი შეადგენენ ღარიბი ლტოლვილები, დანარჩენი უმცირესობა კი, რამდენადაც დიდი სურვილი ჰქონდეს, უძლურია თავის სახსრებით განახორციელოს ახალი ეკლესიის წლების მანძილზე გაწელილი მშენებლობა ...“ (ՀԱԴ, ֆ. 56, ց. 1, գ. 9472, թ. 2).

იმავე წელს შედგენილი ერთი დოკუმენტის ავტორი გამოხატავს თავის გაკვირვებას, თუ როგორ ხდება, რომ ბათუმივით მდიდარი ქალაქიც ეკლესიის აშენებისთვის დახმარებას ითხოვს (ՀԱԴ, ֆոնդ 53, ցուցակ 1, գործ 3332. թ. 34).

როგორც ჩანს, მალე ურემი დაძრულა ადგილიდან, ვინაიდან სულ ერთი წლის შემდეგ, 1899 წელს, ეკლესიის მშენებლობის შესახებ მორიგი ინფორმაცია მოწმობს: „ბათუმის ეკლესიის მშენებლობა, რომელზეც დახარჯულია დაახლოებით 25,000 რუბლი, დასასრულს უახლოვდება“ („ტარაზ“, 899, N 43 , გვ 1004 , 14 ნოემბერი ). დიდ მატერიალურ დახმარებას უჩენს მშენებლობას ასევე ცნობილი ეროვნული მეცენატი მანთაშოვი.

1900 წლის 17 დეკემბერს გასამართ კურთხევის ცერემონიაზე დასწრების მოლოდინით, ახალი ეკლესიის ფოტოთი მოსაწვევი გაუგზავნიათ ხრიმიან კათალიკოსისთვის (ՀԱԴ, ֆոնդ 56, ցուցակ 18, գործ 264 թ. 142).

1903 წელს კათოლიკოსს კურთხევისა და კმაყოფილების ეპისტოლე გაუგზავნია ქალბატონ ნუნე ჰოვანისიანცისთვის, რომელმაც თავისი ხარჯებით იკისრა ბათუმის ეკლესიისთვის ერთი ოთახის აშენება. („არარატი“, 1903 , გვერდი 486 ).

ეკლესია დაიხურა 1923 წლის 26 აპრილს (ՀԱԴ, ֆոնդ 409, ցուցակ 1, գործ 3146, թ. 5). „დღეს, 26 რიცხვში, დაახლოებით დილის 10 საათზე, მთავრობამ დალუქა სომხური სურბ ფრკიჩ ეკლესია. მიზეზი საბჭოსათვის უცნობია“   (ՀԱԴ, ֆ. 57, ց. 3, գ. 525, թ. 30).

1930-1958 წწ. ეკლესიის შენობა გამოიყენება როგორც ფილმების ქირავნობის საწყობი. 1959 წელს საბჭოთა ხელისუფლებას სურს, ქალაქის ე.წ. კეთილმოწყობის საბაბით, ეკლესიის ნაგებობის დანგრევა. ადგილობრივი სომეხი მოსახლეობა აგროვებს ხელმოწერებს და წერილ-განცხადებით მიმართავს ყოველთა სომეხთა კათალიკოსს ვაზგენ I-ს, და სთხოვს მას შუამდგომლობას, რათა ხელი შეუშალოს ეკლესიის დანგრევას. მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინიდან ჩამოდიან სამღვდელოების წარმომადგენლები - ეპისკოპოსი ვაჰან ქალანდარიანი და დიაკვანი ჰოვანესი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე თხილიაშვილისთვის წმიდა ეჯმიაწინის თხოვნის გადასაცემად. ეპისკოპოსი ვაჰანი, ადგილობრივ სომეხ მორწმუნეებთან ერთად, შედის ეკლესიაში, აცხადებს, რომ, თუ უნდათ ეკლესიის დანგრევა, თვითონაც არ გამოვლენ ეკლესიიდან, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება არ შეცვლის გადაწყვეტილებას. ამ ქმედებების შემდეგ ეკლესია იხურება, და ქალაქის ხელისუფლება კმაყოფილდება მხოლოდ ეკლესიის რკინის გალავნის დანგრევით, ეკლესიას უკანა პლანზე ტოვებს, მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მაღალსართულიანი შენობების აშენებით.

შემდეგ, 1959 წლიდან 1991 წლამდე ეკლესია გამოიყენებოდა  ობსერვატორიად. 1992 წლის 3 მარტს , საქალაქო გამგეობის გადაწყვეტილებით შენობა გადაეცა „ვერაწნუნდ“   სომხურ საქველმოქმედო ორგანიზაციას ( „7 დღის“ დანართი „აჭარა“), 1992, N 15, 14-20 მაისი). იმავე წელს ადგილობრივი სომხების მატერიალური სახსრებით იწყება ეკლესიის სარემონტო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოები უფრო დიდ მაშტაბს იძენენ 1996 წელს მღვდელმონაზონ აბგარ ჰოვაკიმიანის აჭარის სომეხთა სულიერ მოძღვრად დანიშვნით და არმენ გევორგიანის - „ვერაწნუნდ“ სომხური საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტის დაკავების შემდეგ. განხორციელდა ეკლესიის აღდგენის სამუშაოები, რომელთაც მოჰყვა მისი ხელახალი გახსნა („ერკირ“, 1999, 19 მარტი, გვერდი 4).

 

მასალა მომზადდა ს.კარაპეტიანის „სომხური ეკლესიები 

საქართველოში“ გამოუქვეყნებელი ნაშრომის თანახმად

ნორაშენ 2006/ 6, გვ 6-7 .

ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ (წმიდა ჯვრის) ვიკარიული ეკლესია

akhalqalaqi akhalqalaqi surb khach

              ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეკლესიის აგებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ისტორიები შემონახულია საარქივო დოკუმენტებში. მათი წყალობით ირკვევა, რომ ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ სახელწოდებით ხით ნაშენი ეკლესია   1830-იან წლებშია აგებული, არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის ხელმძღვანელობით, კარნის ეპარქიიდან გადმოსახლებული სომხების შეზღუდული სახსრებით. იმავე წელს ეკლესიის ეზოში ფუნქციონირებდა პროვინციის ერთადერთი   სასწავლო დაწესებულება, ვაჟთა მესროპიან სასწავლებელი.

ჯვრის ეკლესია ძირითადადაშენდა დაუმუშავებელი ქვით, კირით, ხით.ის ფართო დარბაზიანი (გარეზომები: 24, 7x 16 მ), გუმბათოვანი ტაძარია. გადახურვა   და გუმბათი გარეგნულად ეყრდნობა სამ წყვილ სვეტს.   უჩვეულოაასევე მთავარი საკურთხევლის ორივე მხარესწყვილი საცავი (საეკლესიო სამოსლის, ჭურჭლის). „სურბ ხაჩ“ ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე მოჩუქურთმებულია IX-Xსაუკუნეებისათვის დამახასიათებელი მხატვრული თავისებურებებით მხატვრულად შესრულებული ერთი ხაჩქარი ( 76x60 სმ).იმავე პერიოდის ხაჩქარია შიდა სივრცეში - საკურთხეველში. ეკლესიის   სარემონტო სამუშაოების შესახებ დაცული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 1854წელს ეკლესიის მდგომარეობა იმდენად სავალალოა,   რომ ახალქალაქის მცხოვრებმა მაჰტესი (იერუსალიმში მომლოცველობაზე ნამყოფმა) კარაპეტ იაღუბიანცმა მიმარათა სასულიერო ხელისუფლებას, თავისი სახსრებით ახალი ეკლესიის აშენების ნებართვით.

მიიღო რა სასულიერო ხელისუფლების და, კერძოდ, ნერსეს მეხუთე კათალიკოსის ნებართვა,  კარაპეტ იაღუბიანცმა დაიწყო და 1856 წელს დაასრულა ახალი ეკლესიის მშენებლობა. სარემონტო სამუშაოები ტარდება 1870, 1880, 1895 წლებში.1856 წელს ეკლესიის დასავლეთ ნაწილში შენდება ორსართულიანი სამრეკლო, რომლის ერთ-ერთი სარემონტო სამუშაოები შესრულდა 1977 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯებით.   1871 წლის 12 თებერვალს ეკლესიის ეზოში გაიხსნა სანდუხტიან ქალთა სკოლა, რომლის არსებობას მხარს უჭერს ადგილობრივი მეწარმე ჰოვანეს ჰოვანჯანიანი.

ცნობილია, რომ 1884 წელს ახალციხის სულიერმა მოძღვარმა ხორენ არქიმანდრიტმა სტეფანემ   ახალქალაქში ხანმოკლე ვიზიტის დროს მოასწრო მთელი რიგი წვრილი სარემონტო სამუშაოების განხორციელება. „ეკლესიის შიდა სივრცის კეთილმოწყობის შემდეგ, წმინდა მამას არ დაავიწყდა დაემშვენებინა ის გარეგნულადაც: და გარე კედლები, რომ მთლიანად შეცვლილი იყო, გაალესინა და გაათეთრებინა კირით. გარემო, რომელიც აქა-იქ დასვრილი იყო ნაგვით, გააწმენდინა, სახურავი, რომელიც კედლებიდან წყალს ატარებდა, გააკეთებინა და გაამაგრებინა“ („არძაგანქ“, 1885, N 22, გვ. 309). 1895 წელს უმთავრესად სახურავის შეკეთების პროექტი დასამტკიცებლად წარუდგინა საგუბერნიო გამგეობას.

1897 წლის ოქტომბრის ბოლოს მიმდინარეობდა „1856 წლიდან არსებული ეკლესიის“ სარემონტო სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად გამართული მიწერ-მოწერა.

ეკლესიის მიწური გადახურვის ახალი, უფრო მაღალი ხის გადახურვით შეცვლის პროექტი მტკიცდება 1899 წელს. იმავე წელს სარემონტო სამუშაოები უახლოვდება დასასრულს "ჩვენი ეკლესიის სარემონტო სამუშაოებზე აქამდე დაიხარჯა   6.000 რუბლი, საიდანაც 4 ათასი რუბლი ეკლესიას ჰქონდა, 2 ათასი რუბლი კი ქალაქის შემოწირულობაა. რემონტის დასამთავრებლად ისევ გვაკლია 1 .000 რუბლი ... : („მშაკ“, 1899, N 203, გვ.2). 1885 წელს „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადგილობრივი მაცხოვრებლების შემოწირულობებით შენდება სამკითხველო.  ეკლესიის მატერიალური მდგომარეობა მეტნაკლებად გაუმჯობესდა 90-იან წლებში.

შენდება ეკლესიის კუთვნილი მომგებიანი ზოგიერთი შენობა, მათ შორის მარანი (რემონტის ნებართვა მიღებულია 1859 წელს, მატენადარანი, საქ. 152, დოკ. 119 ), რომელთაგან მიღებული თანხა გამოიყენებოდა სკოლის, სამკითხველოს საჭიროებებისათვის. 1921 წელს ეკლესია დაიხურა და გამოიყენებოდა  მარილის საწყობად. „სურბ ხაჩი“ ხელახლა გაიხსნა მხოლოდ 1944 წელს, ადგილობრივ მორწმუნე მოსახლეობის თხოვნით. 1988 წელს ეკლესიის ეზოში აღიმართა ხაჩქარ- მონუმენტი - 1915 წლის სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა და 1998 წლის მიწისძვრით დაზარალებულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად.     1988 წელს,  მეწარმე არტავაზდ ჰარუთიუნიანის დაფინანსებით, ეკლესიის სახურავი ნაწილობრივ გარემონტდა. 2000 წლის 22 ივლისიდან ეკლესიის ეზოში აღიმართა   ეკლესიის დამფუძნებლის არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნის ძეგლიც.

 

ისტორიულ მონაცემებს საფუძვლად უდევს  

ს.კარაპეტიანის ნაშრომი „ჯავახქ“

ნორაშენ 2007/ 2 (8), გვერდი 8

ახალციხის სურბ ნშან (ს.ვარდანანც) ეკლესია

akhalckhai surb nshan

ქალაქი ახალციხე და  ამავე სახელწოდების რაიონი (წარსულში - ამავე სახელწოდების პროვინცია) მდებარეობს ისტორიული დიდი ჰაიქის ჩრდილოეთის საზღვარზე და ესაზღვრება გუგარქის რეგიონის ჯავახეთის პროვინციას. აქ გადაიკვეთება აჭარიდან - ბათუმით, ქართლიდან - ხაშურითა და ბორჯომით, შირაკიდან - ახალქალაქით და არდაჰანიდან - მდინარე ფოცხოვის ხეობით გადაჭიმული ტრანზიტული გზები. გეოგრაფიული   ხელსაყრელი   მდებარეობის გამო - სულ მცირე ადრეული შუა საუკუნეებიდან დასახლებული პუნქტი გადაიქცა ქალაქად.

შუა საუკუნეებიდან აქ ძირითადად ცხოვრობენ სომხები, ასევე ებრაელები, მესხები და მუსულმანები. 1820 წელს, როდესაც ახალციხის საფაშო გადავიდა რუსეთის მმართველობაში, ქალაქი და მიმდებარე საცხოვრებელი პუნქტები შეივსო მაღალი ჰაიქის სხვადასხვა პროვინციიდან გადმოსახლებული ათასობით სომხებით, რის შედეგადაც ახალციხემ შეიძინა წმინდა სომხური გარემოს მქონე ქალაქის აღწერილობა.

ქალაქის სომხური უბნებიდან თითოეულს გააჩნდა საკუთარი ეკლესია და სასაფლაო (მაგალითად რაბათი - ერევმან სურბ ხაჩ, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ და სურბ სტეფანოს, მარდანი - სურბ ფრკიჩ და სურბ ნშან ეკლესიებით).

სურბ ნშან (სურბ ვარდანანც) ეკლესია მდებარეობს ქალაქის მარდა სახელწოდების უბანში, სურბ ნშან ბორცვზე. ის   ცენტრალურგუმბათოვანი გუმბათქვეშა რვაწახნაგა ბურჯით, თლილი ქვებით, დასავლეთიდან მიდგმული სამსართულიანი სამრეკლოთი, სამი შესასვლელით, ინტერიერში წყვილი სადგამებით, საკურთხევლის ორივე მხარეს   თითო ეკვდერით ეკლესიაა.

1619 წლის ერთ  ხელნაწერში  არსებობს მტკიცებულებები ახალციხეში სომხური სურბ ნშნან ეკლესიის არსებობის შესახებ. შუა საუკუნეების დანგრეული ეკლესიის ადგილზე ახალი ეკლესია აშენდა 1861 წელს. (თანახმად მშენებლობის ხელნაწერის). ეკლესიის გეგმები შედგენილია 1861 წელს, აკურთხეს 1863 წელს და სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 1868 წელს. 1887 წელს ეკლესიის ეზოში დაასვენეს   მეკენასის - ახალციხის საპატიო მოქალაქის ვარდან ვარდანიანცის ნეშთი   ("არძაგანქ“, 1887, № 15, გვერდები 226-227). ეკლესიის კედლებზე შენარჩუნებულია წარწერები მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ (Карапетян С.Г., Марутян А.Т. , Наатакян Р.А., Церковь Сурб Вардананц (Сурб Ншан) города Ахалцха, «ლჰგ» 1990, № 5, გვ 75-85). თავის დროზე სურბ ნშან ეკლესიის აშენება დიდი მოვლენა იყო ქალაქში მცხოვრები სომხების ცხოვრებაში ("მასეაც აღავნი“, 1862 წ.,   1 აგვისტო, გვ. 175-176. "ფორძ“, 1876, № 1, გვერდი 443).

           1938 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სურბ ნშან ეკლესიაში შეჩერდა რიტუალებისა და ღვთისმსახურების ჩატარება,   მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის კარი 1941 წლამდე ღია იყო მორწმუნეთათვის.

1941-42 წლებში ეკლესია გამოიყენებოდა სამხედრო ფორმების, 1943-49 წლებში სხვადასხვა შინაარსის ნივთების, 1949-1970 წლებში კი - მარილის საწყობად.

1976-78 წლებში ტაძარი დასუფთავდა სომხური საზოგადოებრიობისა და სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის მღვდლების, ძმების   რუბენ და   შმავონ სადოიანების მიერ, რომლებიც ჯარიმდნენ ხელისუფლების მიერ. სამწუხაროდ, ეკლესია არ დაუბრუნდა ხალხს, ის გადაიქცა ქალაქის ეთნოგრაფიულ მუზეუმად.

1989 წლის 24 აპრილს, ადგილობრივი სასულიერო პირებისა და სომეხი მოსახლეობის მონაწილეობით ეკლესიაში აღევლინა წირვა, რომელმაც უთანხმოება გამოიწვია ქალაქის სომეხ და ქართველ   მოსახლეობას შორის. ამ დღეებში სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებებისა და ინტელიგენციის ჩარევით, გადაწყდა, რომ ეკლესიის კარი თანაბრად ღია იქნება ორივე სათვისტომოს წარმომადგენელთათვის, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო ზოგიერთი ქართველი მეცნიერის მტკიცებამ იმის თაობაზე, თითქოს სურბ ნშანი აშენდა ქართული ეკლესიის საძირკველზე. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მცდარი აზრის გავრცელებას ცდილობს ქართველი ინტელიგენციის და სასულიერო პირთა ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს სომხური წარმოშობის სხვა ეკლესიებზეც.

სომხები იმედოვნებენ, რომ ფხიზელი გონება გაიმარჯვებს და სურბ ნშანი, ისევე როგორც სხვა სომხური ეკლესიები, დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს - სომხურ სამოციქულო წმიდა ეკლესიას.

სოფელ არაკოვას „სურბ გევორგ“(წმიდა გიორგის) ეკლესია

arakovai surb gevorg

           ჯავახეთის სოფელ არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესია დაარსდა 1830-იან წლებში. ეკლესიის შესახებ ერთ-ერთი პირველი მოწმობა ეხება 1841 წელს. უკვე 1877 წელს ეკლესია მთლიანად გადაკეთდა კარინიდან აბასთუმანში გადმოსახლებული გრიგორ კირაკოსიანის არქიტექტურით და მღვდელ გრიგორ ტერ-ავეტისიანის სახსრებით. სურბ გევორგი თავისი დროის   გამორჩეულ შენაბათაგანია: „ „ამ სოფელს აქვს ერთი დიდი, მშვენიერი ეკლესია ... ეკლესია აღმართულია 12 სვეტზე, თითოეული მათგანი   მოხატულია თითო მოციქულის გამოსახულებით ...“             („მშაკ“, 1877, № 10, გვერდი 2), მაგრამ უკვე 1890-იან წლებში ეკლესიის შენობა დაზიანებულია: "... ეკლესიის კარი დღემდე დაკეტილია სიძველის გამო ...“

სოფლის მაცხოვრებლებმა ახალი ეკლესიის აშენების მიზნით მიმართეს არქიტექტორ ბატონ ნ.გრიგორიანის რჩევებს“ („ნორ დარ“, 1896 წ., № 201, გვერდი 3). 1899 წლის ერთ ბიულეტენში ვკითხულობთ: "... აი, 2-3 წელია, რაც ეკლესია დაინგრა, და ჩვენ დავრჩით ეკლესიისა და წირვა-ლოცვის გარეშე ... („ნორ დარ“, 1896 წ., №187, გვერდი 2).   მდგომარეობა არ შეცვლილა 1901 წელსაც („მშაკ“, 1901 წ., № 98, გვერდი 3). როგორც იქნა 1903 წელს იწყება ეკლესიის მშენებლობა: „არაგოვამ უკვე წამოიწყო საქმე, ჯერ ანგრევენ ძველს, ახლის ასაშენებლად“ („არარატი“, 1903, გვერდი 437). სამუშაოები სრულდება 1905 წელს (ადგილობრივთა მოწმობა).

1930-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეკლესია დაიხურა და გარდაიქმნა საწყობად, მღვდელი კი რეპრესირებულიქნა და გადასახლებულიქნა. ამ დღეებში ეკლესია არ გარემონტდა. როგორც იქნა, 2000 წლის დასაწყისში ჯავახეთის სულიერი და საეკლესიო გამოცოცხლებით დაინტერესებულ, ამავე სოფელში დაბადებულ სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსის   მოადგილის ჰოვანეს ჰუნანიანის ხელმძღვანელობით და არაკოვას მაცხოვრებელთა ძალისხმევით, აღდგა ეკლესიის   ჩამონგრეული გუმბათი, მთლიანად კეთილმოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, 2006 წლის 28 ოქტომბერს კი ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის მღვდელმონაზონ ბაბგენ სალბიანის, ბათუმის და აჭარის სომეხთა სულიერი მოძღვრის მღვდელმონაზონ კირაკოს დავთიანის და ადგილობრივი სამღვდელოების მონაწილეობით, ხელახლა აკურთხა ახალქალაქის რაიონის სოფელ არაკოვას სურბ გევორგ სომხური ეკლესია.

აღვნიშნოთ, რომ სოფელი არაკოვა ჯავახეთის ერთ-ერთი ცენტრალური დასახლებაა. ის მდებარეობს ახალქალაქიდან პირდაპირი ხაზით 7 კმ ჩრდილოეთით, ზღვ. დ. 1650-1700 მ სიმაღლეზე. გადმოცემის თანახმად, სახელწოდება არაკოვა უკავშირდება შემდეგს: „ეს ძველად შედგებოდა არას ციხისაგან, რომელიც აშენებული იყო მდინარის მარცხენა ნაპირზე აღმართულ მთაზე, და სოფელ გოვასაგან, რომელიც მდებარეობდა ციხის ჩრდილოეთით, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ამჟამად ამ ორი სახელწოდების შეერთებით მიღებულია სახელწოდება არაკოვა (ლალაიან ე., თხზულებები, № 1, გვერდი 60)“.

სოფლის დღევანდელ მაცხოვრებელთა წინაპრები გადმოსახლებულები არიან ბაიბურდიდან და კარნის სოფელ ჯინისიდან (ჯინისი, (ამჟამად: Ortabahse) სომხებით დასახლებული სოფელია   ქალაქ კარინიდან (ერზრუმი) 33 კმ დასავლეთით. უნდა აღინიშნოს, რომ ჯინისელთა ნაწილი დამკვიდრებულა ამავე რაიონის სოფლებში: გომან, სათხა, საღამო).

გარდა სურბ გევორგ ეკლესიისა, არაკოვას ჩრდილოეთ ნაწილში   დაცულია ადრეული შუა საუკუნეების მთლიანად დანგრეული ეკლესიის ნარჩენები, არქიტექტურული ცალკეული ფრაგმენტები, მახლობლად კი - ასევე ვერძის ფორმის საფლავის ქვები, ხაჩქარები და ციხე-კოშკის ნანგრებევი. ადგილობრივთა მოწმობის თანახმად, რამოდენიმე ასეული მეტრის სიგრძის მიწისქვეშა ხვრელი დასაწყისს იღებს აღნიშნული ციხე-კოშკიდან.

ისტორიული წყაროების თანახმად, 1884 წელს სოფელში უკვე მოქმედებდა რუსული სამეფო სასოფლო სკოლა, მანამდე კი - საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

 

ნორაშენ, 2006 / 5 , გვერდი 2

სამღერეთი

Samghret

სურბ გევორგის (სურბ ნშან) ეკლესია მდებარეობს სოფელში. აგებულია შუა საუკუნეების ეკლესიის ადგილზე და ნაწილობრივ ამ ეკლესიის ქვებისგან. დოკუმენტებში სოფელ სამღერეთის სამრევლო სკოლის შესახებ პირველი ცნობა მხოლოდ 1857 წლიდან გვხვდება2: ეკლესიის შესახებ არსებულ ერთ-ერთ პირველ აღწერილობაში აღნიშნულია: „...აქვს დიდებული სამლოცველო სურბ გევორგის სახელობის. ეკლესიის კედელზე წარწერაა: „მე ბეკმა ავაშენე ეს ეკლესია, ამ ტაძრის ბერებისთვის, რომლებმაც ორი წირვა ჩაატარეს ჩემთვის, წელსა 1061...¦3: სხვა წყაროებშიც არის ხაზგასმული, რომ ეკლესია ძველი ნაგებობა იყო: „...აქვთ ერთი მცირე, ქვით ნაგები ძველი ეკლესია...“4: ჩვენი აზრით, ხით ნაგებში იგულისხმება გადახურვა. ერთნავიანი, სამხრეთიდან გაჭრილი ერთადერთი შესასვლელის მქონე, უეკვდერო ეკლესიის კედლებში მოთავსებულია მრავალი ქვაჯვარი (ხაჩქარ). გარე ზომებია: 10,94 x 5,76 მ. გარშემო შუა საუკუნეების სომხური სასაფლაოა, სადაც საფლავის ქვებია სომხური წარწერებით.

საბჭოთა წლებში აღდგენილ იქნა ეკლესიის სახურავი. ამჟამად ცნობილია არა სურბ გევორგის, როგორც აღნიშნულია მრავალ დოკუმენტებში, არამედ სურბ ნშანის სახელწოდებით.

შენიშვნა: სომხეთის ეროვნულ არქივში დაცულია 1911 წლის დოკუმენტი შემდეგი სახელწოდებით: „Въедомость о имушествах Армяно-григорианскихъ церквей Грузино-Имеретинской Епархии за 1911 г.“, სადაც ასახულია საქართველოს სომხური ეკლესიების ქონებრივი მონაცემები. ამ სიაშია აგრეთვე სამღერეთის სურბ გევორგის (სურბ ნშან) ეკლესიის ქონება: კაპიტალი ვერცხლის შესაბამისად - 41 რუბ., 56 კ., შემოსავალი უძრავი ქონებიდან და კაპიტალი ვერცხლის შესაბამისად - 6 რუბ., 63 კ.5

საკურთხევლიდან მარცხვნივ ჩრდილოეთ კედელში მოთავსებულია სანათლავი ავზი (მკრტარან).

1 ავტორი - სამველ კარაპეტიანი.

2. სომხეთის ეროვნული არქივი (სეა), ფ. 53, ს. 1, საქმე. 3830, ფ. 15-16.

3. ჯალალეანცი, II, გვ. 95. „მეღუ ჰაიასტანი“, 1874, ¹ 22, გვ. 3.

4. „არძაგანქ“, 1884, ¹ 41, გვ. 601.

5. სეა, ფ. 56, ს. 16, საქმე 475, ფ. 409.