1geo

fb you od

  • სკოლები
  • კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრები
სკოლები

სკოლები

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საგანმანათლებლო განყოფილების მთავარი მიზანი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მოქმედებენ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლები, რომლებიც მიზნად ისახავენ სომეხი ადამიანისათვის სომხური ენის სწავლებას, სომხეთის ისტორიისა და სომხური ეკლესიის ისტორიის გაცნობას.

საკვირაო სკოლებს თბილისში საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ოცი წლის წინ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარეპისკოპოსის ცხონებული გევორგ სერაიდარიანის მიერ.

ამჟამად მოქმედებს "სურბ გევორგ ნარეკაცი“ შაბათის სწავლების, „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლები, ბათუმის „სურბ მესროპ მაშტოც“ და ქობულეთის „ვრამშაპუჰ“ სასწავლებლები. ერთდღიან სკოლებში პროგრამა ორწლიანია. კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერტიფიკატები.

თბილისის „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლა

ამ სკოლაში სომხურ წიგნიერებას სწავლობენ სომხები 17 წლის ასაკიდან. მათ ეძლევათ დაწყებითი ცოდნა სომხური ენის გრამატიკასა და სომხურ ლიტერატურაში. სასწავლების მოწაფეები მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში და თვითონ ხდებიან მათი ინიციატორები და მონაწილეები. თითოეულ კლასში შეიძლება იყოს 2-3 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში 25-მდე მოსწავლე.

„სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის მასწავლებელია ღვაწლმოსილი პედაგოგი, სომხური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი როზა ზოჰრაბინი. ამ სასწავლებელში სასწავლო წლის განმავლობაში ორგანიზება ეწევა 2-3 საინტერესო და მიზანმიმართულ ღონისძიებას.

სასწავლებელში ისწავლება ასევე სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის ისტორია.

 

თბილისის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სკოლა

ამ სკოლაში სომხურს სწავლობენ 10-დან 17 წლის ასაკის მოზარდები, რომლებიც დადიან არასომხურენოვან სკოლებში. ისინი სწავლობენ წინაპრების ენას, ეცნობიან ისტორიას. აქაც მოქმედებს პირველი და მეორე კლასი,   რამდენიმე ჯგუფით.

„სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სკოლის მასწავლებელია ცნობილი პედაგოგი თამარ გაბოიანი,   ვინც ძალისხმევას არ იშურებს მოზარდებისათვის მათი მშობლიუირი ენის სწავლებისათვის. ამ სკოლის მრავალი აღსაზრდელი   დადის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედ სხვა წრეებში.

 

ბათუმის მესროპ მაშტოც სკოლა

ქალაქ ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის „სურბ მესროპ მაშტოც“ ერთდღიანი სკოლა გაიხსნა   2007 წელს. მისი მიზანი სომხური იდენტობის შენარჩუნებაა, სომეხი ადამიანის სომხური სულისკვეთებით სწავლება და აღზრდა, მრავალსაუკუნოვანი სულიერი, კულტურული და ისტორიული ფასეულობების გაცნობა. სკოლამ დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია სომეხთა წრეებში. სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, რომელთა შორის არიან არა მხოლოდ სომხები, არამედ - სხვა ეროვნებების წარმომადგენლებიც.

ბათუმის მესროპ მაშტოც სკოლა - მასწავლებლები: დიანა ჰაკობიანი  სონა ჰოვანისიანი

 

საბავშვო ბაღი „სურბ მოვსეს ხორენაცი“, პასუხისმგებელი - ევგენია მარკოსიანი

თბილისში ათწლეულების განმავლობაში არ უმოქმედია არცერთ სომხურ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2011 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ინიციატივითა და მფარველობით დაიწყო მოღვაწეობა   "სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღმა, 8 აღსაზრდელით. ამჟამად საბავშვო ბაღში დადის 50 აღსაზრდელი. მოქმედებს ორი ჯგუფი - უფროსი და უმცროსი. ბავშვების აღზრდით დაკავებულია სამი მასწავლებელი და ერთი ძიძა. დღე იწყება ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასწრებით და მღვდლების მიერ ბავშვების კურთხევით.

 

საბავშვო ბაღი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ - პასუხისმგებელი ევგნია მარკოსიანი . საბავშვო ბაღში ბავშვების აღზრდისა და მათი სწავლა-სწავლებისათვის მომზადების საქმით დაკავებულნი არიან საგნობრივი მასწავლებლები.

წერა-კითხვის სწავლება და მეტყველების განვითარება: ევგენია მარკოსიანი  

არითმეტიკა, ჩვენ და ჩვენი გარემო სამყარო, ცეკვა: აკსანა შაროიანი

არაკოვას სურბ გევორგის ეკლესიის „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღი  

ეს საბავშვო ბაღი დაარსდა 2008 წელს. საბავშვო ბაღში დადიან 3-6 წლის ასაკის ბავშვები. საბავშვო ბაღის აღსაზრდელების დღე მხიარული და საინტერესოა. დილის ლოცვისა   და საუზმის შემდეგ , ბავშვები თამაშების მეშვეობით ეცნობიან სომხურ ანბანს, იღებენ დაწყებით ცოდნას არითმეტიკაში. ბიბლიურ თემებზე მულტფილმების ყურებისა და სადილის შემდეგ,   სკოლამდელ დაწესებულებაში ტარდება მეცადინეობები   სიმღერაში, ცეკვასა და   ხატვაში, იმართება სხვადასხვა თამაშები.

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელ-მასწავლებელია ნარინე ტერ-მკრტჩიანი.

საბავშვო ბაღში მუშაობს ასევე ძიძა და მზარეული

საბავშვო ბაღის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს და გააძლიეროს ბავშვის ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი ჯანმრთელობა, თვალი ადევნოს ბავშვების ჰარმონიულ განვითარებას და აღზრდას. ამ ყველაფრის გარდა, საბავშვო ბაღის მოღვაწეობის უმთავრესი მიზანია ბავშვების მომზადება და სომხურ სკოლებში გაძღოლა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი

2011 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის ბორის სააკოვის და საქართველოს სომეხი ბიზნესმენების რაფიკ აღაჯანიანის, სამველ აღეკიანის, არამ სიმონიანის, ნელსონ პეტროსიანის, კიმ საფაროვის, არამ სანოსიანის, ვიტალი მანასიანის, სამველ მანუკიანის და არკადი მანუკიანის მფარველობით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მეზობლად აშენდა სომხური ხელოვნების სახლი, რომლის საზეიმო გახსნა შედგა იმავე წლის 12 ივნისს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ, საქართველოში მისი უწმიდესობის საპატრიარქო ვიზიტის დროს. მისმა უწმინდესობამ კურთხევის შემდეგ მიულოცა სომხურ სათვისტომოს ცენტრის გახსნა და გამოთქვა სურვილი, რომ ცენტრი სომხური სულისკვეთების კულტურული, ეროვნული, სულიერი ახალი კერა გახდეს, რომელიც შეინარჩუნებს თუმანიანისეული „ჰაიარტუნის“ კეთილ ტრადიციებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარ საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიაში ჩამოყალიბებულმა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრმა, შექმნის პირველსავე დღეებიდან დაიწყო პატრიოტული საქმიანობა და ნაყოფიერი მუშაობა, მოღვაწეობა მშობლიური ენის შენარჩუნების, ისტორიული და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის, ეროვნული ჩვევებისა და ტრადიციების აღდგენის, სომხურ-ქართული კულტურული კავშირების გამყარების მიმართულებით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრი სრულყოფილი და სერიოზული სტრუქტურაა,   სადაც კონსოლიდირებული თანამშრომლები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, თავს უძღვნიან ეროვნული კეთილშობილური იდეების განხორციელების დიად საქმეს.

„სომხური ხელოვნების სახლი („ჰაიარტუნი“)   თავის მისიას ხედავს ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა სომხური გაერთიანებების კონსოლიდებაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის პატრონაჟით კონსოლიდირებული კავშირების მიერ წინასწარ შედგენილი სამუშაო გეგმებით ეწყობა გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები, დისკუსიები, შეხვედრები, ღირსშესანიშნავ თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები, ასევე ფესტივალები, ზეიმები - ღონისძიებები, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას ხალხმრავალს ხდის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზს, და იწვევენ როგორც სომეხ, ასევე სხვა ეროვნების მაყურებელს.

„ჰაიარტუნ“ცენტრის ხელმძღვანელი არის საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი.

კულტურის განყოფილება თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სომეხ   შემოქმედებთან და მფარველობს მათ. ესენია:

საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი „ვერნატუნ“, თავმჯდომარე: გევორგ სნხჩიანი;

სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების „კამურჯ“ არასამთავრობო ორგანიზაცია, თავმჯდომარე: ანაჰიტ ბოსტანჯიანი;

საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირი, თავმჯდომარე: ენოქ თადევოსიანი;

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე: მერუჟან შაუმიანი;

„გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლი, დირექტორი: ჟანა დავთიანი;

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი, თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი;

ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომო“ , თავმჯდომარე: სამველ მკრტჩინი;

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო, თავმჯდომარე: არტაკ გაბრიელიანი;

"შენ" არასამთავრობო ორგანიზაცია, თავმჯდომარე: მიქაელ ავაგიანი;  

ახალციხის ახალგაზრდული საგანმანათლებლო-კულტურის ცენტრი,   კოორდინატორი:   ედუარდ აივაზიანი;

ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი, დირექტორი: ჟორა სნხჩიანი;  

ბათუმის "ალექსანდრე მანთაშევ“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდობის ცენტრი, დირექტორი: სონა ჰოვანისიანი;

საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე: მაყვალა გონაშვილი;

საქართველოს მხატვართა კავშირი, ----

საქართველოს მუსიკოსთა კავშირი, კახა ცაბაძე;

თბილისის კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლი, - ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედი ტოლერანტობის დეპარტამენტი,   ბექა მინდიაშვილი;

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ხელმძღვანელი:   ეკა ჭითანავა

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი საქმიანობას ახორციელებს მის მისიასთან ჰარმონიაში. ცენტრში კონსოლიდირებულნი არიან ჭეშმარიტად ნიჭიერი გოგონები და ბიჭები, რომელთა უმთავრესი მიზანია მშობლიური ენის სწავლა და მისი ფლობა, სომხური ხელოვნების გაცნობა და   თავის მიძღვნა მისი განვითარებისადმი.   ამ მიზნით ცენტრში მოღვაწეობს სხვადასხვა წრეები, სადაც მიღება ხდება კომპეტენტური კომისიის მიერ. შემოქმედებით წრეში გაწევრიანების შემდეგ სავალდებულოა სომხური ენის ცოდნა. მათ, ვინც არ იციან სომხური ენა, გადიან სომხური ენის სწავლების ორწლიან კურსს „ჰაიარტუნ“ ცენტრში.

შემოქმედები წრეები

კულტურის სფეროს მიზნებს ემსახურებიან დაარსების დღიდან შექმნილი და მოქმედი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ესენია:

ნერსეს შნორჰალი საბავშვო გუნდი: ქორმაისტერი - გამოცდილი პედაგოგი მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი;

ტარონსამოყვარულო ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლი: ქორეოგრაფი - სურენ აბრამიანი ;

დუდუკის კლასი: მასწავლებელი - ივანე მკრტჩიანი;

დოლის კლასი: მასწავლებელი - რობერტ კაშავანიძე;

ვოკალურ- ინსტრუმენტალური საესტრადო ანსამბლი - ხელმძღვანელი: მუსიკოს ვლადიმერ ასატუროვის ხელმძღვანელობით.

ესთეტიკური აღზრდის ჯგუფი: მასწავლებელი - თამარა სულხანიშვილი.

ნერსეს შნორჰალი საბავშვო გუნდი: აქ 7-15 წლის მოზარდები სწავლობენ ჩვენ ხალხურ და პატრიოტულ სიმღერებს. ისინი ასრულებენ კლასიკურ, სასულიერო, ხალხური მუსიკალური ხელოვნებისნიმუშებსდა წარსდგებიან ამ სიმღერების ლამაზი შესრულებებით. გუნდი მონაწილეობას იღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ მრავალ კონკურსებსა და ფესტივალებში, იმსახურებს გალა-კონცერტებში გამოსვლის პატივს და ყოველთვის ბრუნდება პრიზებითა და დიპლომებით. გუნდი ყოველწლიურად ვითარდება, მისი უკვე შემდგარი ინდივიდუალური შემსრულებლები ავსებენ ეკლესიის მგალობელთა გუნდს ან ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს, საბავშვო კი - ახლდება ახალმოსულებით, რომლებიც მიიღებიან შესაბამისი კასტინგის გავლის შემდეგ.

„ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდის წევრები იღებენ დაწყებით მუსიკალურ ცოდნას.

ჰაიარტუნკულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრში მოქმედებს ასევე: დუდუკის კლასი - აქ 9 წლის ასაკიდან ბავშვები სწავლობენ ჩვენი ეროვნული   საკრავის - დუდუკის, დაკვრას, ეცნობიან ცნობილი სომეხი მედუდუკეების სახელებს, მათ ცხოვრებას და მოღვაწეობას, სწავლობენ მუსიკას მათი დამუშავებით.

დოლის კლასი - დიდია ინტერესი და სურვილი ამ საკრავზე დაკვრის მსურველებთან. როგორც დუდუკის, ასევე დოლის კლასის აღსაზრდელები აქ სწავლობენ სწორად დაკვრას. მათ მიეწოდებათ ეროვნული მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის ისტორია,   ცნობები საკრავების ოსტატი შემსრულებლების შესახებ. ეროვნული საკრავებით „ჰაიარტუნ“ ცენტრი უზრუნველჰყო სრ დიასპორის სამინისტრომ.

მოქმედებს ასევე ვოკალურ- ინსტრუმენტალური ახალგაზრდული ანსამბლი. 12-17 წლის სომეხი მოზარდები სწავლობენ თანამედროვე საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებზე - გიტარაზე, ბას გიტარაზე , დასარტყამ და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე დაკვრას.ზრუნავენ ასევე შემცვლელების მომზადების მიმართულებით. „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდიდან უფროსები გადადიან საესტრადო ჯგუფში, გამოდიან სოლისტებად. ანსამბლის მიზანია სრულყოფილ საესტრადო ჯგუფად ჩამოყალიბება.

„ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედებს ასევე ბავშვების ესთეტიკური აღზრდის ჯგუფი, მასწავლებელი: თამარ სულხანიშვილი. შაბათ და კვირა დღეებში სამი წლის ასაკიდან სასკოლო ასაკამდე ბავშვები აქ სწავლობენ ხატვას, პლასტილინით ძერწვას, სახვითი ხელოვნების ნიმუშების შექმნას. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ნამუშევრები წარმოდგენილი არის ხოლმე როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და არცახში მოწყობილ საბავშვო ნახატებისა და ნამუშევრების სხვადასხვა გამოფენებზე. „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედი ესთეტიკური განათლების ჯგუფის მოსწავლეების ნამუშევრებმა საუკეთესო ადგილები დაიკავეს   ქალაქ ერევანში მოწყობილ საბავშვო ნახატების გამოფენაზე   და დაჯილდოვდნენ არცახში ვიზიტისა და „ტათევის ფრთები“ ფესტივალში მონაწილეობის საგზურით. ამ ჯგუფის მოწაფეებისათვის ტრადიციადაა ქცეული ქაღალდისაგან დამზადებული ხელნაკეთი ტანსაცმლისა და სამკაულების, მეორადი ნივთებისაგან დამზადებული ხელოვნური ნაძვის ხეების კონკურსების ორგანიზება და  სხვა თანატოლებთან ერთად მათში მონაწილეობა.

„ჰაიარტუნში“ მოღვაწეობენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილებაში შემავალი სურბ მოვსეს ხორენაცი საბავშვო ბაღი " ( ორი ჯგუფი 60 აღსაზრდელით ), სურბ გრიგორ ნარეკაცი ერთდღიანი სკოლა (შაბათის) (ოთხი ჯგუფი, 105 მოსწავლით) და სურბ ეღია მარგარე საკვირაო სკოლა (ოთხი ჯგუფი, 95 მოსწავლით).

კვირაობით „ჰაიარტუნ“ ცენტრში ეწყობა სომხეთის ისტორიის ლექცია, რომელსაც მოყვება ფილმის ჩვენება სომხეთისა და სომეხთა ეკლესიის ისტორიის შესახებ. შემდგომ იწყება ახალგაზრდების ეთნოგრაფიული ცეკვა-სიმღერის სწავლება.

ერთი კვირის განმავლობაში 600-ზე მეტ მოსწავლესა და სხვადასხვა ასაკის ეთნიკურად სომეხს შეხება აქვს „ჰაიარტუნ“ ცენტრის ყოველდღიურ მოღვაწეობასთან.

„ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულებაა რაიონების   კულტურული ცხოვრებისა და ცენტრის სამუშაოთა კოორდინაცია. „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით კულტურული ასოციაციები შეიქმნა ახალციხეში ( „ვაჰრამ გაიფეჭიან“ კულტურის გაერთიანება (ხელმძღვანელი: ალექსანდრე იგითხანიანი), ჯავახეთის ახალგაზრდა მხატვართა ასოციაცია (ხელმძღვანელი: ჰაიკაზუნ ღარაგულიანი), ნინოწმინდის „რაფაელ ღარსლიან“ (ჯავახ) საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან მოქმედი ალექსანდრე მანთაშევის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი. ახალქალაქის ხელოვნების სახლის დაარსება პროცესშია.

"ჰაიარტუნ“ ცენტრის კულტურული მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულებაა სომხებით დასახლებულ რაიონებში სომხური კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა. ამ მიზნით ორგანიზება ეწევა და ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები. სერიოზული სამუშაოები ტარდება რეგიონებში, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მსგავსად, საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრების შესაქმნელად.

ბათუმის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრი

2015 წელს ბათუმში  დაიწყო მოღვაწეობა ალექსანდრე მანთაშევის სახელობის   განათლების, კულტურისა და  ახალგაზრდობის ცენტრმა.
ცენტრი მოღვაწეობს „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკუთრებაშია.   ცენტრის შენობა  შეძენილ იქნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ, დიასპორის სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერით, სარემონტო სამუშაოები შესრულდა ჯინიშიანის ფონდის დაფინანსებით, ინტერიერის მოპირკეთება შესრულდა და ქონება შეძენილ იქნა   საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მრევლის სახსრებით.  
ცენტრის საქმიანობა მიმართულია ბათუმში მესროპისეული სომხური ენის  შენარჩუნების,   სომხეთის ეროვნული კულტურის განვითარების,  სომხური იდენტობის  აღქმისა და  სომხურ-ქართული  მეგობრობის გაღრმავებისკენ.
ცენტრის გარშემო  გაერთიანებული პედაგოგების სამუშაო მიმართულია სომეხი ადამიანის  ეთნიკური სახის შენარჩუნების, სომეხი ბავშვების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის, ახალგაზდების მეგობრული და ეროვნული სულისკვეთებით   გამსჭვალული მოღვაწეობისკენ.    
ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის დირექტორი სპეციალობით პედაგოგ-ფსიქოლოგი სონა ჰოვანისიანია. აქ მოღვაწეობს „გრიგორ    ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღი, მესროპ მაშტოცის სახელობის სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლა,  ახალგაზრდული კავშირი „ჩვენი მომავალი“, სიმღერის „აღბიურ“, ცეკვის „ჰეღნარ“,  მხატვრული კითხვისა და დრამატული ჯგუფები, ელექტრონული მედიასაშუალება, ეწყობა ფსიქოლოგიის კურსები და სხვა.     


„სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ საბავშვო ბაღი  
საბავშვო ბაღი ახალად შექმნილია. ბაღში  კვირის ყველა სამუშაო დღეს დადიან    3-6 წლის ბავშვები. საბავშვო  ბაღი   საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების პროგრამით.    საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელებს ესწავლებათ სომხური ანბანი, ელემენტარული არითმეტიკა, ქრისტიანული აღზრდა, სიმღერა, ცეკვა,  სახვითი  ხელოვნება, ქართული და ინგლისური ენები. საბავშვო ბაღის მოღვაწეობის შედეგი აისახება ხშირად  ორგანიზებულ  ღონისძიებებში და ზეიმებში.  
საბავშვო ბაღის   მასწავლებლები არიან სონა ჰოვანისიანი და დიანა ჰაკობიანი.


მესროპ მაშტოცის სახელობის  საკვირაო სკოლა
ჯერ კიდევ 2007 წელს ჩამოყალიბდა და დღემდე მოქმედებს ბათუმის   "სურბ მესროპ  მაშტოც"   საკვირაო სკოლა, რომლის მეცადინეობები ტარდებოდა   ეკლესიის შენობაში.   ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის გახსნის შემდეგ სომხური ენის სწავლების  ერთდღიანი   სკოლის მეცადინეობები ტარდება    ახლად შექმნილ    ცენტრში.
საკვირაო სკოლის მოღვაწეობის მიზანია სომხური ენის შენარჩუნება, სომეხი ადამიანის სომხური სულისკვეთებით   აღზრდა,    სომხური მრავალსაუკუნოვანი კულტურული და ისტორიული  ფასეულობების გაცნობა.
მასწავლებელი: სათენიკ   დანიელიანი.

"აღბიურ“  საყმაწვილო გუნდი
ცენტრში მოქმედებს   საბავშვო-საყმაწვილო  გუნდი, რომელიც  აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში როგორც საქართველოში, ასევე დედა სამშობლოშო. გუნდს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სომხეთში ჩატარებულ  "ჩემი სომხეთი" და „ვარდაპეტ კომიტას“ ფესტივალებში, ასევე გამოსულა  კონცერტებით.   
ქორმაისტერია ეკლესიის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი რუზანა ჰოვანისიანი.   

"ჰეღნარ" ცეკვის ჯგუფი
ცეკვის ჯგუფი   მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ჩვენი  ეროვნული ცეკვის სწავლებას, რითაც ხელი შეეწყობა ეთნოგრაფიული კულტურის შენარჩუნებას    და გავრცელებას.
ჯგუფის  ქორეოგრაფია  მერინე პოღოსიანი.   
ცენტრში მოქმედებს ასევე  პოეზიისა და თეატრალური  ჯგუფები. ამ ჯგუფების წევრები ხშირად გამოდიან    სხვადასხვა სპექტაკლებიდან ეპიზოდების ჩვენებით.  აქ მუშაობა მიმდინარეობს ასევე აღსაზრდელთა მხატვრული მეტყველებისა და დეკლამაციის განვითარების მიმართულებით.  
მასწავლებელი: სათენიკ დანიელიანი.

ესთეტიკური აღზრდის  წრე
ბავშვთა  ესთეტიკური აღზრდის მიმართულებით  მოღვაწეობს  სპეციალური ესთეტიკური აღზრდის წრე,  სადაც დადიან 5-9 წლის ბავშვები.    სწავლება მიმდინარეობს  სპეციალურად შედგენილი პროგრამით. მთავარი მიზანი არის ბავშვების ფანტაზიის განვითარება და მხატვრული უნარებისა და გემოვნების ჩამოყალიბება.
მასწავლებელი: მარიეტა აპეტიანი.   
ცენტრში ასევე ტარდება ფსიქოლოგიის კურსები, ასევე ხდება ფსიქოლოგიური სამსახურის გაწევა.  
ფსიქოლოგი: სონა ჰოვანისიანი

"ჩვენი მომავალი" ახალგაზრდული ცენტრი
ცენტრში მოქმედებს კავშირი "ჩვენი მომავალი", კავშირის  მიზანია   ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის გარშემო სომეხი   ახალგაზრდობის კონსოლიდაცია,   კოორდინაცია და მათი საქმიანობის მიმართვა ეროვნულობის შენარჩუნების, სომხური სულისკვეთებით აღზრდის, ქრისტიანული   სიყვარულისა  და ხალხთა მეგობრობის იდეების მიმართულებით.    
ახალგაზრდული კავშირი  ხელმძღვანელობს ახალგაზრდების მონაწილეობას ბათუმში და მის ფარგლებს გარეთ მიმდნარე სხვადასხვა სემინარებსა და  კონფერენციებში,   სადაც შეძენილი თეორიული ცოდნა, კონტაქტები  ქართველი და სხვა ეროვნების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან,   გაცნობა   და გამოცდილების გაზიარება  ხელს  უწყობს ცენტრის  ახალგაზრდული მოღვაწეობის გააქტიურებას,  საინტერესო ღონისძიებების ჩატარებას.  
ახალგაზრდული ორგანიზაცია"ჩვენი მომავალი"  მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის  ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან. აქტიური   კომუნიკაცია, გაცვლითი ვიზიტები, ერთობლივი ღონისძიებების დასახვა და ჩატარება საქართველოს სომხურ ახალგაზრდულ    ორგანიზაციების მოღვაწეობას აქცევს მეტად მიზანმიმართულს და კოორდინირებულს.  
"ჩვენი მომავალი" ახალგაზრდული განყოფილება,  რომელიც მოღვაწეობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის   აჭარის,  გურიის და იმერეთის  და    ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის ხელმძღვანელობით,   მუდმივად აფართოებს საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. ახალგაზრდების მობილური  ჯგუფების  ყურადღების  სფეროშია სხვადასხვა სოციალური დახმარებების ორგანიზება, გაჭირვებული ოჯახებისა  და მარტოხელა მოხუცების მხარდაჭერა.    კავშირის წევრები ჩართულნი არიან სპორტულ ჯგუფებში, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინო წარმატებები აქვს ფეხბურთის გუნდს. ამ გუნდმა აღიარება ჰპოვა მთელ    ქვეყანაში.
ახალგაზრდული კავშირის საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა ასევე ახალგაზრდების ზოგადი ცოდნისა და ინტელექტის განვითარება. ამ  მიზანს  მხარს უჭერს „საზრიანთა კლუბის" მეცადინეობები და მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში, მათ შორის ბრეინ- რინგის კონკურსში მონაწილეობა   ერევანსა და თბილისში.
კავშირის ყოველდღიური მოღვაწეობის ასპარეზია  ცენტრში მოქმედი სიმღერის, ცეკვის,  დეკლამაციის, დრამატული ჯგუფები, სადაც აქტიურად არიან ჩართულნი ბათუმის სომეხი ახალგაზრდები.
კავშირი ასევე მონაწილეობს   სომხეთსა და საქართველოში  ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტებში, როგორებიცაა, სკაუტთა ბანაკი, „არი ტუნ“ ახალგაზრდების გადამზადების კურსები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის  ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელობით, კავშირი  "ჩვენი მომავალი" მონაწილეობს   საქართველოს, სომხეთისა და არცახის ისტორიული და საეკლესიო კვალით მოწყობილ   სხვადასხვა მომლოცველობებში.
ახალგაზრდული კავშირის საქმიანობა მოიცავს ასევე  იმ სომეხი ახალგაზრდების კონსოლიდაციას, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობენ.  
ახალგაზრდული კავშირი "ჩვენი მომავალი" მჭიდროდ თანამშრომლობს ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ახალგაზრდულ  ორგანიზაციებთან, მონაწილეობს  ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებულ   ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო პროგრამებში. კავშირი თავადაც გამოდის სხვადასხვა  ინიციატივებით და  ახორციელებს   ერთობლივ  პროექტებს.
"ჩვენი მომავალი" კავშირის თავმჯდომარეა დიანა ეღიაზარიანი.

"რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი

"რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი

დირექტორი: ჟორა სნხჩიანი

"რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი მოქმედებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიასთან და ატარებს ხოჯაბეკელი პროზაიკოსის, შვიდი წიგნის ავტორის, რაფაელ ღარსლიანის სახელს.

ცენტრის შენობა შეძენილ იქნა ძმების - არმენის და თათულის ქველმოქმედებით.

ცენტრის მოღვაწეობის მიზანი არის ის, რომ შეიქმნას შესაძლებლობა, რომ რეგიონის სომეხ ახალგაზრდებს განუვითარდეთ ეროვნული აზროვნების, სულიერი აღმავლობის და სომხურ კულტურასთან შეხების უნარები.

ცენტრში მოქმედებს სასწავლო და კულტურული წრეები. ესენია:

- სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ისტორია (მღვდელი არმაშ პოღოსიანი, რიმა სააკიანი);

- სომხეთის ისტორია (სამველ ფუთულიანი, ანაჰიტ სააკიანი);

- სომხური კულტურის ისტორია (ჟორა სნხჩიანი);

- მხატვრული კითხვის სტუდია (სათიკ მკრტჩიანი);

- გუნდი (ირინა ღარსლიანი);

- სახვითი ხელოვნების და ეროვნული ფარდაგის ჯგუფი (რუზანა სირაკანიანი);

- ხალხური და ეროვნული ცეკვის ჯგუფი (სევაკ ბდოიანი);

- პრესსამსახური.

ცენტრში მუშაობს 13 ადამიანი.

ცენტრს გააჩნია 100 ადგილიანი დარბაზი, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით, 3 სასწავლო ოთახი. ცენტრს უძღვება საკოორდინაციო საბჭო, ხელმძღვანელობს შესაბამისი სამუშაო გეგმით.

ცენტრში ტარდება საგანმანათლებლო, კულტურული, სულიერი, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება სომეხი ახალგაზრდების ეროვნული აღზრდის სხვადასხვა მხარეს.

ცენტრის საქმიანობა მოიცავს ასევე საგამომცემლო და ბეჭდვით საქმიანობას. იბეჭდება და ხალხში ვრცელდება კალენდრები, რომლებიც ეხება ცენტრისა და რაიონის საერო და სასულიერო აღორძინებას, ისტორიულ მოვლენებს, რელიგიურ და საერო დღესასწაულებს.

ცენტრის დამაარსებელო „ძმები არმენ და თათულ“ ფონდი ყოველწლიურად აქვეყნებს 1-2 საავტორო წიგნს. წინა წლებში გამოქვეყნდა ვიქტორ ჰოვსეფიანის, მიქაელ ახტიანის, გური ეთერის კრებულები.

ეწყობა მომლოცველობები საქართველოსა და სომხეთის სასულიერო, ისტორიულ ადგილებში, კულტურულ ცენტრებში, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში.

ცენტრში მიღებულ ცოდნას ამოწმებენ საერთო თემების, ტესტური გამოცდების მეშვეობით. ახალგაზრდებისთვის ეწყობა ინტელექტუალური თამაშები, ვიკტორინები და კითხვა-პასუხის საღამოები.

ცენტრი აქტიურადაა ჩართული გასვლით ღონისძიებებში, საკონცერტო პროგრამით გამოდის ღაზაროს აღაიანის, ვაჰან ტერიანის, ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღესასწაულებზე, სათხას დღეს, ჰავასისა და ჯივანის დღეების ზეიმებში.