1geo

fb you od

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი

IMGP6171

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი   (საერო სახელი - ედვარდ) დაიბადა 1965 წლის 21 ივლისს, ეჯმიაწინის რაიონის სოფელ არტიმედში (ყოფილი ათარბეკიანი).
1971-82 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა.
1982 წელს ჩაირიცხა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.
1984-86 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
1989 წლის 7 მაისს მთავარეპისკოპოსი სანთურიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვანად.
1990 წელს დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი"არქიმანდრიტ გრიგორ სკერაცის ცხოვრება და ბიბლიოგრაფიული მემკვიდრეობა“.
1991 წლის 28 ივლისს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში მთავარეპისკოპოს ნერსესპოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და მიწვეულიქნა ლექციების წასაკითხად გევორგიან სასულიერო სემინარიასა და ქსქც-ში.  
1993-95 წლებში იგი იყო მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინთან არსებული საკვირაო სკოლის გამგე-დირექტორი.
1995 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ პირველის მაღალი განკარგულებით დაინიშნა ქსქც-ს გამგე-დირექტორად, წარმატებით განახორციელებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა 26დასახელება სასულიერო ლიტერატურა, რელიგიის სახელმძღვანელოები, მასწავლებელთასასწავლო სახელმძღვანელოები, დააფუძნა ორკვირეული გაზეთი "ქრისტიანული სომხეთი",მოამზადა   ყოველდღიური რელიგიური გადაცემების ციკლი.
1996 წელს წარადგინა და დაიცვა საარქიმანდიტრო დისერტაცია "წმინდა გრიგორ ტათევაცის „ჰარცმანც“ და „ვოსკეფორიკ“ წიგნების წყაროები“
1996 წლის 20 ივნისს ცხონებული კათოლიკოსის გარეგინ პირველის ხელდასხმით მიიღო არქიმანდრიტის ოთხი ხარისხი.
1997-99 წლებში არცახის ეპარქიის წინამძღვარის მთავარეპისკოპოს მარტიროსიანის მხარდაჭერით ორგანიზება გაუწია არცახის და ქაშათაღის ქრისტიანული რელიგიის სკოლების მასწავლებელთა გადამზადების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში   სწავლების საქმეს.
1999 წელს საეკლესიო საჯარო საბჭოს მრგვალი მაგიდის სომხეთის ოფისის წინადადებით ერევანში დაფუძნდა „ეკუმენური საინფორმაციო ცენტრის“ ოფისი.
1999 წლის 1 დეკემბერს უწმინედესისა და უნეტარესის სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა არაგაწოტნის ეპარქიის ეპისკოპოსად.   მისი საქმიანობის განმავლობაში დასრულდა   სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხელახლა აკურთხეს მუღნის „სურბ გევორგი“, საღმოსის მონასტრის სამონასტრო კომპლექსი, ბიურაკანის „სურბ ჰოვანესი“, აპარანის „სურბ ხაჩი“, საფუძვლიანად შეკეთდა ოშაკანის წამყვანი ეკლესია „სურბ მესროპ მაშტოცი“ და კეთილმოწყობილიქნა ტერიტორია.
2001 წლიდან არაგაწოტნის რეგიონული ხელისუფლების და მთავარი საკათედრო ტაძრისმხარდაჭერით არაგაწოტნის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ოფიციალურად შეტანილიქნა საგანი „სომხური ეკლესიის ისტორია“. გამოქვეყნდა ორკვირეული "არაგაწოტნი".
2002 წლის 4 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მიერ დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად.
2003 წლის 23 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად.    
2003-2012 წლებში უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევითა და მხარდაჭერით   რეაბილიტირებულიქნა და ხელახლა კურთხეულიქნა თბილისის ეკლესია "სურბ ეჯმიაწინ“, ახალქალაქის "სურბ ხაჩ“, ახალქალაქის რაიონის სოფელ აბულის "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ არაკოვას „სურბ გევორგ“, სოფელ ბალხოს"სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ ბეჯანოს „სურბ მინას“, სოფელ ბარალეთის „სურბ ასტვაწაწინ“, სოფელ ბუღაშენის "სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ ბურნაშეთის „სურბ მათეოს“, სოფელ დილისკას „სურბ სარგის“, სოფელ ხანდოს „სურბ ხაჩ“, სოფელ დიდი სამსარის „სურბ ასტვაწაწინ“, სოფელ პატარა სამსარის „სურბ ჰარუთიუნ“, სოფელ კარწახის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ ეკლესიები. ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძას „სურბ კარაპეტ“, სოფელ ხოჯაბეკის „სურბ სარგის“, სოფელ სათხას „სურბ მეწნ ნერსეს“, სოფელ პატარა არაგიალის „სურბ სტეფანოს“ ეკლესიები. ქალაქ ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალციხის რაიონის სოფელ წირას „სრბოც ჰრაშტაკაპეტაც“, სოფელ პატარა პამაჯის „სურბ ხაჩ“ ეკლესიები.   წალკის რაიონის სოფელ ხაჩის „სურბ გევორგ“ და სოფელ კუშჩის „სურბ გევორგ“ ეკლესიები. ასპინძის რაიონის სოფელ დამალას „სურბ ხაჩ“ ეკლესია. ბორჟომის რაიონის სოფელ ტაბაწყურის „სურბ კარაპეტ“ და სოფელ მოლითის „სურბ გევორგ“ ეკლესიები. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ შამშულდას „სურბ ფრკიჩ“ ეკლესია. მარნეულის რაიონის სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩოც“ სამლოცველო. თბილისის საკათედრო „სურბ გევორგ“ ეკლესიასთან აშენდა ეპარქიის რეზიდენცია და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში - ცენტრი „ჰაიარტუნ“, რომლის მეშვეობით აღორძინდა ეპარქიის   კულტურული, საგანამანათლებლო დაახალგაზრდული ცხოვრება.  დაიწყო თბილისის "სურბ გევორგ“ ეკლესიის სარემონტო და ტერიტორიიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
დაფუძნდა ჟურნალი "ნორაშენი",   გამოქვეყნდა საქართველოს მწერალთა „ვერნატუნ“   კავშირის მომზადებული წიგნები. დაფუძნდა „არძაგანქ“ ორკვირეული გაზეთი, ეპარქიის ვეგ-გვერდი, მზადდება ვიდეოგადაცემები.
2015 წელს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის განცხადების თანახმად, „სურბ გევორგ“ ეკლესიის ფონდის სახსრებით შეძენილ იქნა და გამთლიანდა 2012 წელს    სომხეთის მწერალთა კავშირის ცხონებული თავმჯდომარის, ლევონ ანანიანის, ძალისხმევით და გიუმრის ყოფილი მერის,    ვარდან ღუკასიანის, დაფინანსებით შეძენილი ოვანეს თუმანიანის სახლის ერთი ნაწილი, ბიბლიოთეკად ქცეული  150 კვადრატული მეტრ ფართთან ერთად.  სახლი მთლიანი სახით საკუთრებაში გადაეცა  ეპარქიას.    შენობის სარეკონსტრუქციო  სამუშაოები და საჭირო ინვენტარით    უზრუნველყოფა იკისრა საქართველოს სომეხთა  ეპარქიამ.
2015 წლის ივლისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ანტილიასში (ლიბანი) მონაწილეობა მიიღო     კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატის  ორგანიზებულ სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და წმინდა მირონის კურთხევის  ცერემონიალში.     
2015 წელს  ნინოწმინდის სოფელ დიდ არაგიალში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა  ხელახლა აკურთხა ქველმოქმედების - არტურ და აიდა ისოიანების მიერ კაპიტალურად გარემონტებული,  1830 წელს დაარსებული "სურბ ხაჩ“  ეკლესია, კეთილმოწყობილი ეზოთი და მიმდებარე ტერიტორიით.   
2015 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად სომეხთა კათოლიკოს   გარეგინ II-ის  საპატიო წინამძღოლობით და ეპისკოპოსთა დასის მონაწილეობით, შესრულდა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევის წესი.  სავალალო მდგომარეობაში მყოფი უძველესი ტაძრის სომხური სათვისტომოსთვის დაბრუნების ღვთისმოსავი საქმე 2012    წელს წამოიწყო ფონდმა  "სომხეთის განვითარების ინიციატივები“ (IDEA),  ერის ღირსეული შვილის, ცნობილი ქველმოქმედის, რუბენ ვარდანიანის  ხელმძღვანელობით, რომელმაც მიიღო   სრულიად სომეხთა კათოლიკოსის კურთხევა და   საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. აღდგენილ იქნა ასევე საეპისკოპოსო, ტაძრის ეზო და მიმდებარე  ტერიტორია.  
ტაძრის კაპიტალური რეკონსტრუქციის შედეგად გამაგრდა ეკლეისიის საძირკველი, აიგო   სადრენაჟო სისტემა, გამაგრდა  კედლები და გუმბათი, მოიხსნა ფასადის ნალესი და აღდგა ეკლესიის პირვანდელი სახე - მოპირკეთდა აგურით.   
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკის  დიასპორის სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერით, ბათუმში შეძენილ იქნა ფართი, სადაც დაარსდა განათლების, კულტურისა და  ახალგაზრდობის ცენტრი. ცენტრი საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკუთრებაშია. შენობის სარემონტო სამუშაოები შესრულდა ჯინიშიანის ფონდის დაფინანსებით, ინტერიერის მოპირკეთება შესრულდა და ქონება შეძენილ იქნა   საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მრევლის სახსრებით.  
ცენტრი ატარებს   ალექსანდრე მანთაშევის სახელს. ცენტრი  ემსახურება ეროვნული     კულტურის განვითარების,  სომხური იდენტობის  შენარჩუნების  და  სომხურ-ქართული  მეგობრობის გაღრმავების მიზანს.

2016 წლის 30 აპრილიდან 11 მაისამდე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, კანადის სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ისი  ყოვლადუსამღვდელოების,  ეპისკოპოს აბგარ ჰოვაკიმიანის მიწვევით, ესტუმრა კანადის სომეხთა ეპარქიას.   

ტორონტოში წინამძღვარმა   შეხვედრები გამართა ადგილობრივ სამღვდელოებასთან,  სათემო და სათვისტომოს სტრუქტურათა წარმომადგენლებთან, ეწვია სომხურ ეკლესიებს.

2016 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა ხელახლა აკურთხა ახალქალაქის სოფელ სულდის „სურბ ხაჩ“ ეკლესია.  

2016 წლის 23 ოქტომბერს,   სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის   " ჯვრის აღმოჩენის“ სადღესასწაულო   დღეს,    მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა  ვაზგენ მირზახანიანმა ხელახლა აკურთხა   ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის „სურბ სიონ“ ეკლესია. ამრიგად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედი ეკლესიების რიცხვმა მიაღწია 56-ს.  

2016 წლის 28 ოქტომბრიდან  18 ნოემბრამდე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მონაწილეობა მიიღო   უმაღლესი სასულიერო საბჭოს     შემოდგომის  კრების მუშაობაში,  რომლის ფარგლებშიც ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო სრულიად სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის  110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღესასწაულში,  ასევე სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის აღმოსავლეთის ეპარქიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.   

2016 წელს სომხური არმიის 24-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეთა სულიერი და პატრიოტული აღზრდის საქმეში შეტანილი საგრძნობი წვლილისთვის საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი დაჯილდოვდა მედლით „ანდრანიკ ოზანიან“.

 

არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი

IMG 0782

არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი (საერო სახელი - მიქაელ) დაიბადა 1964 წლის 4 დეკემბერს, ერევანში.

1982 წელს დაამთავრა ერევნის 133-ე საშუალო სკოლა.

1983-85 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1989-90 წლებში სწავლობდა ჰაღპატის მონასტრის სემინარიაში.

1990 წელს ჩაირიცხა   ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1995 წელს მუშაობა დაიწყო მთავარ საკათედრო ტაძრის მუზეუმში, რომელსაც ათავსებდა გევორგიან სასულიერო სემინარიაში ზედამხედველ-აღმზრდელის მოვალეობებს.

1996 წლის 12 ნოემბერს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ასოღიკ ეპისკოპოს არისტაკესიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად.

1997 ნელს უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ პირველის მაღალი განკარგულებით დანიშნულიქნა გევორგიან სასულიერო სემინარიის მმართველის მოადგილად და ასწავლიდა საგანს „ძველი აღთქმა“.

1999-2003 წლებში უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით სწავლობდა და დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1999 წელს იკისრა გევორგიან სასულიერო სემინარიის მმართველის მოვალეობები.

2001 წლის 6 იანვარს უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საერთო ეპარქიალურ ვიკარიუსად.

2013 წლის 5 ოქტომბერს მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინის“ გევრგიან სასულიერო სემინარიის სააქტო დარბაზში  დაიცვა საარქიმანდიტრო დისერტაცია, თემაზე - „ზაქარიანები და სომეხთა ეკლესია“    

2013 წლის 11ოქტომბერს ოშაკანში შედგა „ტვჩუთიუნ“ (უფლებების მინიჭება) და მას მიენიჭა არქიმანდრიტობის ოთხი ხარისხი.

 

მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი

IMG 0778

მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი (საერო სახელი - ნორაირ) დაიბადა 1982 წლის 6 იანვარს ახალციხის რაიონის სოფელ პატარა პამაჭში.

1988-99 წლებში სწავლობდა და დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა.

1999-2005 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.

2005 წლის 1 ივლისს დაიწყო სამსახური ქაც -ში საქმის მწარმოებელ-მდივნად.

2006 წლის 1 აპრილიდან მსახურობდა ერევნის წმიდა გრ. ლუსავორიჩ ეკლესიაში.

2006-08 წლებში მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

2006 წლის 25 დეკემბერს ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2006 წლის 27 დეკემბერს დაიცვა  გამოსაშვები ნაშრომი „ხორენ სტეფანაცის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

2009 წლის 1 იანვარს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიწინის საფოსტო სამსახურში დაიწყო მუშაობა.

2009 წლის 19 ივლისს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად.  

2009 წლის 1 სექტემბერს უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით მსახურობა დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიაში და ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დაინიშნა ახალციხის რაიონის საფლების - ვალეს, საზელის, ორალის, ღულალისის, პატარა პამაჭის, დიდი პამაჭის  და ადიგენის რაიონის სომხების სულიერ მოძღვრად.

2009 წლის 1 დეკემბერს სამსახურში დაინიშნა მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და კახეთის სომხურ ეკლესიათა მმართველად, 30 დეკემბრიდან ითავსებს „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორის მოვალეობებს.

2010 წლის 1 ივლისს დაიწყო მსახურობა თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის სულიერ მოძღვრად, იკისრა ეპარქიის ახალგაზრდული კავშირის სულიერი ინსპექტორის მოვალეობა.

2012 წლის 1 თებერვლიდან მსახურობა დაიწყო სამცხე ჯავახეთის ახალციხის სურბ ლუსავორიჩ ეკლესიის, ბორჯომის, ასპინძის, ადიგენის, აბასთუმანის, ახალციხის რეგიონების სომეხი მოსახლეობის სულიერ მოძღვრად.

2014 წლის 1 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიატის ახალციხის რაიონის დიდი პამაჭის, პატარა პამაჭის, ორალის, ღულალისის და საზელის მოსახლეობის სულიერ მოძღვრად.

2015 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის სულიერ მოძღვრად და ახალციხისა და ბორჯომის რეგიონების სულიერ ინსპექტორად.

დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი

IMG 0739

დეკანოზი ეღიშე ჰარუთიუნიანი (საერო სახელი - რაზმიკ) დაიბადა 1939 წლის 1 სექტემბერს გიუმრიში.

1946-56 წლებში სწავლობდა და დაამთავრა 51-ე საშუალო სკოლა.

1959-60 წლებში სწავლობდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1960-61 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1962 წლიდან   სწავლა განაგრძო სასულიერო სემინარიაში.

1968 წელს  მთავარეპისკოპოს ჰაიკაზუნ აბრაამიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1969 წელს თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში არარატის ეპარქიის საპატრიარქო ვიკარიუსის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და სამსახური დაიწყო ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში.

1972 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის გევორგ არქეპისკოპოს სერაიდარიანის ბრძანებით გადმოვიდა თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიაში და მიიღო ჯვრისმტარებლად ყოფნის უფლება.

1990 წლის 25 აგვისტოს მან მიიღო დეკანოზობის ხარისხი.

2003 წლის 1 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიერ კვლავ დამტკიცდა თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის სულიერ მწყემსთათავრად.

2005 წლის 1 ივნისს დაინიშნა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სულირ მწყემსთათავრად.

2010 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა მარნეულის, თეთრიწყაროს ბოლნისისა და დმანისის რაიონების სომეხი მოსახლეობის სულიერ მწყემსთათავრად.

2012 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცემტრის სულიერ მმართველად.  

2012 წლის 12 ნოემბრიდან დროებით დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატის ახალციხის რაიონის სომხური სოფლების სულიერ მწყემსთათავრად.    

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.

დეკანოზი ეღია თაზაიანი

IMG 0720

დეკანოზი ეღია თაზაიანი (საერო სახელი - ალექსანი) დაიბადა 1957 წლის 5 იანვარს ბოგდანოვკის რაიონის სოფელ ოროჯალარში.

1964-74 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა.

1974-77 წელს ჩაირიცხა ერევნის ხაჩატურ აბოვიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სასკოლო განყოფილებაში.

1977-82 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.

1983 წელს მთავარეპისკოპოს გევორგ

სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და დაიწყო სამსახური თბილისისსურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში.

1984-93 წლებში გადაყვანილიქნა და მსახურობდა სტეფანავანისსურბ სარგის ეკლესიაში.

1993 წელს უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვაზგენ პირველის განკარგულებით მსახურობა დაიწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიაში და დანიშნულიქნა ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიის სულიერ მწყემსთათავრად.  

2003 წლის 1 აგვისტოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ვაზგენ ეპისკოპოსი მირზახანიანის მიერ ხელახლა დამტკიცდა ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიის სულიერ მწყემსთათავრად.

2007 წლის 1 ივნისს მსახურობაში დაინიშნა წალკისა და თეთრიწყაროს რაიონების სომეხი მოსახლეობის სულიერ მწყემსთათავრად.

2008 წლის 1 მაისს სულიერ მწყემსთათავრად დაინიშნა ასპინძის რაიონის სოფელ დამალას   ეკლესიაში სურბ ხაჩ.

2009 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა ნინოწმინდის რაიონის სოფლების - განძას, ფოკას, ფარავანის, ახალი ხულგუმოს, ტამბოვკას, ასფარას, ვლადიმიროვკას, საღამოს სულიერ მწყემსთათავრად.

2012 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა ასპინძის რაიონის სოფელ დამალას ეკლესიის სულიერ მწყემსთათავრად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: სამცხე ჯავახეთი, ქ. ნინოწმინდა.

მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი

IMG 0708

მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი (საერო სახელი ჰოვანეს)   დაიბადა 1970 წლის 17 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრიში, მღვდლის ოჯახში.

1977-87 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სომხური 93-ე საშუალო სკოლა.

1987 წელს ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1988-89 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

 1989-91 წწ. გააგრძელა სწავლა სასულიერ სემინარიაში.

 1989-91 წწ. გააგრძელა სამსახური სასულიერ სემინარიაში.

1991 წელს მსახურობდა მედავითნედ თბილისის ეკლესიაში სურბ გევორგ.  

1993 წლის 10 ივნისს მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.  

1993 წლის 17 ივნისს მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და მსახურობდა ეკლესიაში სურბ გევორგ.

2003 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მიერ დანიშნულიქნა თბილისის ეკლესიაში სულიერ მწყემსად.შემდეგ მსახურობდა ეპარქიის სხვა ეკლესიებში.

2011 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში სულიერი მწყემსის თანაშემწედ.

2012 წელს ჯილდოდ მიიღო სამკერდე ჯვრის ტარების პატივი,

2014 წლის 24 თებერვალს - „ყვავილოვანი ფილონის“ (სამოსის) ტარების უფლება.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნინი დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მწყემსის თანაშემწედ და საეპისკოპოსოს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელად.

2016 წლის პირველი მაისიდან მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი დაინიშნა ბოლნისის რაიონის ქალაქ ბოლნისის, სოფლების - დაღეთ ხაჩენის და კიანეთის, ასევე თეთრიწყაროს რაიონის ქალაქ თეთრიწყაროს, სოფლების - სამშვილდის, სამღრეთის, დაღეთის, დიდი დურნუკის და პატარა დურნუკის, სულიერ მოძღვრად. მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანს დაევალა პარასკევობით ეწვიოს საქართველოს ციხეებში მყოფ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მორწმუნეებს.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ჰუსიკ ჰარუთუნიანი შეთავსების წესით დაინიშნა მარნეულის რაიონის სომხური თემების სულიერ მოძღვრად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი

IMGP0628

მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი (საერო სახელი - სმბატ) დაიბადა 1974 წლის 21 დეკემბერს საქართველოში, ქალაქ ახალციხეში, მუშის ოჯახში.

1980-91 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ახალციხის № 2 რუსული საშუალო სკოლა.

1991-95 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში.

1996 წლის 27 სექტემბერს მთავარეპისკოპოს ტირან კიურეღიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.  

1997 წლის 8 მაისს ეჯმიაწინის მონასტერში სურბ გაიანე ეპისკოპოსი სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და მსახურება დაიწყო ახალციხის რაიონის სოფლებში სულიერ მწყემსად. .

2003 წლის 1 აგვისტოს საქართველოს სომხურ ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დაინიშნა თბილისისსურბ გევორგ ეკლესიაში უფლებამოსილ მღვდლად, შემდგომ მსახურობდა ასევე სხვა ეკლესიებში.

2009 წლის 28 დეკემბერს ეკლესიაში სურბ გევორქ დაინიშნა კანდელაკად.

2012 წლის 1 თებერვალს დაინიშნა თბილისის კათედრალური სურბ გევორგ ეკლესიის სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მუშაობს დღემდე.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მწყემსად და ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწედ რელიგიათშორისი ურთიერთობების და საგარეო საქმეთა საკითხებში.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის უფროს კანდელაკად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

მღვდელი სამველ თოროსიანი

IMG 0732

მღვდელი სამუელ თოროსიანი ( საერო სახელი - სამველ) დაიბადა 1974 წლის 8 მარტს, საქართველოში, ქალაქ ახალციხეში, ხელოსნის ოჯახში.

1980-91 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ახალციხის მე-3 საშუალო სკოლა.

1993 წელს ჩაირიცხა სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1997 წლის 17 აგვისტოს მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.  

            1999 წლის 30 მაისს ხორ ვირაპის ეკლესიაში მთავარეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და დაიწყო მსახურება ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში სულიერ მწყემსად.

           2009 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ სამსახურში დაინიშნა თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ.

2011 წლის 1 იანვრიდან დანიშნულიქნა სამსახურში თბილისის ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინ სულიერ მწყემსად,

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი სამუელ თოროსიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიის სულიერ მწყემსად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი.

მღვდელი მამა ვირაპ ღაზარიანი

Ter Virap

მღვდელი ვირაპ (აშოტ) ღაზარიანი დაიბადა 1973 წელს ქალაქ ეჯმიაწინის სოფელ აღავნატუნში.

1980-1990წწ. სწავლობდა და დაამთავრა ქ. ეჯმიაძინის მოვსეს ხორენაცის სახელობის მე -10 საშუალო სკოლა.

1990-1998წწ. სწავლობდა და დაამთავრა გევორქიან სასულიერო სემინარია.

1998 წლის 4 ივლისს, არქიეპისკოპოს შაჰე აჭემიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

1998-2000 წწ. სასულიერო სამსახურში დაინიშნა რუსეთის და ახალი ნახიჯევანის ეპარქიაში.

2000 წ. დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის არმავირის ეპარქიის არტიმეტის და მიმდებარე სოფლების სულიერ პასუხისმგებლად.

იმავე წელს დაინიშნა არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწედ, ამავე დროს, აპარანის რეგიონის, სულიერ პასუხისმგებლად.

2000 წლის 25 დეკემბერს, დაიცვა დისერტაცია თემაზე "მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სტამბა 1771-1920 წწ.“ .

2001 წლის 14 იანვარს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და 22 თებერვლიდან 2015 წლამდე მსახურობდა აპარანში სულიერ მოძღვრად.

2015 წლის 8 ივლისს დაინიშნა უკრაინის ეპარქიის ქალაქ ზაპოროჟიის სულიერ მოძღვრად.

2016 წლის 1 მაისიდან უკრაინის სომეხთა ეპარქიიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სამსახურში გადმოსული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი დაინიშნა ქვემო ქართლის რეგიოანის ქალაქ მარნეულის სოფლების - მირზოევკის, წითელის, შაუმიანის, დამიას, გიულუბაღის, ხოჟორნის, წოფის, ბრდაძორის, ულიანოვკას, ხოხმელის, ჩანახჩის, ახქიორფის სულიერ მოძღვრად.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მოძღვრად.

მღვდელი ვირაპ ღაზარიანი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

მღვდელი მანუკ ზეინალიანი

IMG 0737მღვდელი მანუკ ზეინალიანი  (საერო სახელი -გევორგ), დაიბადა 1983 წლის 4 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის სოფელ ლუკაშინში.
1991-2000 წლებში სწავლობდა და დაამთავრასოფელ ლუკაშინის ჰუნან ავეტისიანის სახელობისსაშუალო სკოლა.  
2000-04 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა სევანის ვაზგენიან სასულიერო სასწავლებელში.
2004-06 წლებში  გააგრძელა   სწავლა დადაამთავრა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.
2006 წლის 23 თებერვალს მთავარეპისკოპოს ნერსეს პოzaპაlიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.
2006 წლის 12 ივლისს   უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ დაინიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის    სახაზინოში კონტროლიორ-განმმარტებლად.   
2007 წლის 15 აპრილს  მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მთავარეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის მიერ ხელდასხმულიქნა    მღვდლად.
2007 წლის 1 ივნისს უწმინედესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.   
2007 წლის 1 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მიერ დაინიშნა ახალციხის, ადიგენის    სომხების და ასპინძის რაიონის სოფელ დამალას სულიერ  მწყემსად.  
2009 წლის 17 თებერვალს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით ეღირსა  სამკერდე ჯვრის ტარების პატივს.  
2010 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა თბილისის  სურბ გევორგ ეკლესიის სულიერი მწყემსის თანაშემწედ.
2011 წლის 1 იანვრიდან დაინიშნა თბილისის სურბ ეჯმიაწინში     და   უცვლელად მსახურობს დღემდე.   
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი.

მღვდელი ტათევ მაrუqიანი

IMG 0718

მღვდელი ტათევ მანუკიანი (საერო სახელი - არსენ) დაიბადა 1983 წლის 19 ივლისს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრიში.

1990-2000 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ გიუმრის 26-ე საშუალო სკოლა.

2000-2003 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გიუმრის სასულიერო სასწავლებელი.

2003 - 2006 წლებში ჩაირიცხა და დაამთავრა გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წლის თებერვალში მთავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად და მსახურებაში დაინიშნა ქაც-ში.

2008 წლის აპრილში დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი „ ქრისტიანული აღზრდა ოჯახში და რწმენის ფორმირება ბავშვებში“.

2008 წელს მთავარეპისკოპოს საჰაკ მაშალიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად.

2009 წლის იანვრიდან სასულიერო სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ახალციხის რაიონის სომხური სოფლების, ადიგენისა და აბასთუმანის რაიონების სომხების სულიერ მწყემსად.

2009 წლის სექტემბერში სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სამცხე-ჯავახეთში - ახალქალაქისა და ახლომდებარე სოფლების სომხების სულიერ მწყემსად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ახალქალაქი.

მღვდელი არარატ გუმბალიანი

IMG 0709

მღვდელი არარატ გუმბალიანი (საერო სახელი - პეტროს) დაიბადა 1985 წლის 28 ივნისს ქალაქ ეჯმიაწინში.

1992-2002 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ ეჯმიაწინის ხ.აბოვიანის სახელობის  № 4 საშუალო სკოლა.

2002-2008 წლებში ჩაირიცხა და დაამთავრა გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წლის დეკემბერში ეპისკოპოს არარატ გალთაგჭიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2008 წლის ივლისში დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი „Jურნალ სიონის ბიბლიოგრაფია 1991-2000 წლებში“.

2008 წლის ივლისიდან სამსახურში დაინიშნა ერევნის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ მთავარ ეკლესიაში დიაკვნად.

2008 წლის ნოემბერში   ეპისკოპოსი საჰაკ მაშალიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად.

2009 წლის იანვრიდან სასულიერო სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერ მწყემსად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ.ბათუმი.

 

მღვდელი ტიგრან მხითარიანი

IMG 0711

მღვდელი ტიგრან მხითარიანი (საერო სახელი - არტურ) დაიბადა 1983 წლის 22 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრიში.

1990-2000 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ გიუმრის მ.მაშტოცის სახელობის 29-ე საშუალო სკოლა.

2000-2003 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გიუმრის სასულიერო სასწავლებელი.

2003-2006 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წელს მთავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2006-2007 წლებში მსახურობდა ქაც-ში.

2007 წელს დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი „გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩენილი ბავშვების რელიგიური აღზრდა“.

2007-2009 წლებში მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

2009 წლის ივლისში მთავარეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანის მიერ ხელდასხმულიქნა ª მღვდლად.

2009 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა სამსახურში საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხების სულიერ მწყემსად.

2010 წლის იანვრიდან სასულიერო სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ახალციხის რაიონის სომხური სოფლების, ადიგენისა და აბასთუმანის რაიონების სომხების სულიერ მწყემსად.

2011 წლის იანვრიდან სასულიერო სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სამცხე ჯავახეთის ქალაქ ახალციხის, ახალციხის რაიონის წუღრუთი, წირა სოფლებისა და ბორჯომის სომხების სულიერ მწყემსად.

2012 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით ეღირსა სამკერდე ჯვრის ტარების პატივს.

2012 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში დაინიშნა სამცხე ჯავახეთის რეგიონის სოფელ დილისკას სურბ სარგის ეკლესიის და მიმდებარე სომხური თემების სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მსახურობს დღემდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი:ახალქალაქის რაიონის სოფელი დილისკა..

 

მღვდელი არმაშ პოღოსიანი

IMG 0759

მღვდელი არმაშ პოღოსიანი (საერო სახელი - ვაჰე) დაიბადა 1981 წლის 18 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინში.

1988-99 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ ეჯმიაწინის N 12 საშუალო სკოლა. 1999-2000 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა შირაკის სასულიერო სასწავლებელში.

2000-06 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წლის 23 თებერვალს მTავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2006 წლიდან მუშაობს მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის სამეურნეო განყოფილებაში სამeurნეო ნაწილის გამგის თანაშემწედ.

2007 წლის 15 აპრილს მთავარეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად.

2007 წლის 1 ივნისს უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

2007 წლის 1 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დანიშნულიქნა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის - ნინოწმინდის რაიონის სომხების და სურბ სარგის ეკლესიის სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მსახურობს დღემდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: სამცხე ჯავახეთი, ქ. ნინოწმინდა.

მღვდელი თადეოს ტერ-მკრტჩიანი

IMG 0776

მღვდელი თადეოს ტერ-მკრტჩიანი (საერო სახელი - არამ) დაიბადა 1982 წლის 14 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის შირაკის რეგიონის სოფელ აზატანში.

1988-97 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლის რვაწლედი.

1997-99 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გიუმრის 23-ე რუსული სკოლა.

1999-2003 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა შირაკის სასულიერო სასწავლებელში.

2003-2006 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წლის 8 ოქტომბერს ეპისკოპოს ფარენ ავეტიქიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2006 წლის ივლისიდან დაიწყო სამსახური მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინის ჯურნალში „ეჯმიაწინ“ - კურიერად.

2007 წლის ნოემბრიდან სასულიერო მოღვაწეობა გააგრძელა შირაკის ეპარქიაში დიაკვნად და „სომხური ეკლესიის ისტორია“ საგნის პასუხისმგებლად.

2007 წლის 24 ივნისს მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინში ეპისკოპოს ვიგენ აჯქაზიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად.

2007 წლის 1 სექტემბრიდან უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის განკარგულებით სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

2007 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დანიშნულიქნა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის რაიონის სოფელ არაკოვას სურბ გევორგ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მსახურობს დღემდე.

2009 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით ეღირსა სამკერდე ჯვრის ტარების პატივს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: სამცხე-ჯავახეთი, სოფელი არაკოვა.

ტელეფონი: +995 595 48 75 71

მღვდელი ღევონდ თოფაშიანი

img185

მღვდელი ღევონდ თოფაშიანი  (საერო სახელი: გრიგორ) დაიბადა 1982 წლის  17 აპრილს თბილისში (საქართველო)
1988-1999 წწ.    სწავლობდა თბილისის   95-ე საშუალო სკოლაში

1999 წ.ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის  გევორქიან  სასულიერო სემინარიაში

2001 წ.სემინარიაში სწავლის დაუსრულებლად საქართველოში დაბრუნდა

1993-2011წწ.      მსახურობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში, მედავითნად.

2011 წ.ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის  გევორქიან  სასულიერო
სემინარიის (თეოლოგიურ უნივერსიტეტის)   მღვდელთა მოსამზადებელ განყოფილებაზე,  რომელიც დაამთავრა 2014 წელს

2013 წ. 24 დეკემბერს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ჰოვაკიმ მანუკიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად

2014 წ. 21  სექტემბერს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში უწმინდესისა და
უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევით, მისი
ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ჰაიკაზუნ ნაჭარიანის მიერ
ხელდასხმულიქნა მღვდლად (თეთრი სამღვდელოება), და მიიღო სასულიერო
სახელი - მამა ღევონდი.
                    
2014 წ.   1 დეკემბრიდან   საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის  საერთო ეპარქიალური ვიკარიატის  ქალაქ  ახალციხის, ახალციხის რაიონის  
სოფლების  - წუღრუთი, წირა, ჭალა,  სულიერი მოძღვარი.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი ღევონდ თოფაშიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის კანდელაკად.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ღევონდ თოფაშიანი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის წალკის რაიონის სომხური თემების სულიერ მოძღვრად.

დაოჯახებულია, ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი .

მღვდელი მამა თორგომ ვარდანიანი

Ter Torgom

მღვდელი მამა თორგომ ვარდანიანი (საერო სახელი: არტაკ ვარდანიანი) დაიბადა 1986 წლის 25 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკის არმავირის რეგიონის ქალაქ ეჯმიაწინში.

დადიოდა ეჯმიაწინის ერვანდ ოტიანის სახელობის მე-7 საშუალო სკოლაში, ერთდროულად სწავლობდა საკვირაო სკოლაში.

2001 წლის 9 ოქტომბერს, სასწავლებლად გაემგზავრა იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს კუთვნილ ალექ და მარი მანუკიანების სახელობის სასულიერო სასწავლებლსა და სავარდაპეტოში.

2009 წელს დაამთავრა სწავლა და ამჟამინდელი პატრიარქ არქიეპისკოპოს ნურჰან მანუკიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2009-2012 წწ. დიაკვნად დაინიშნა სასულიერო მსახურებაზე იერუსალიმის „სურბ ჰარუთიუნ”ტაძარში.

2012-2014 წწ. მსახურობდა ბეთლემის „სურბ წნნდიან“ ტაძარში.

2014 წ. 5 თებერვალს, გადავიდა სომხეთში და უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II, ყოველთა სომხეთა კათოლიკოსის განკარგულებით ჩაერთო მთავარ საკათედრო „სურბ ეჯმიაწინის“ კონგრეგაციის შემადგენლობაში.

2014 წ. 23 სექტემბრიდან დიაკვნად ეწეოდა სასულეორო მსახურებას ქალაქ ეჯმიაწინის „სურბ შოღაკათ“ მონასტერში.

2015 წლის 26 ივლისს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვარდან ნავასარდიანის მიერ ხელდასმულიქნა მღვდლად.

2015 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხის რაიონის სოფელ წუღრუთის, წირას, ჭალას, დიდი პამაჭის, ორალის, ღულალისის, საზელის, დაბა აბასთუმანის და ვალეს სულიერ მოძღვრად.

ჰყავს მეუღლე და შვილი.