1geo

fb you od

„ვერნატუნ“ ცენტრი

1899 წელს ოვანეს თუმანიანმა დააფუძნა სომხური ლიტერატურული კლუბი-დაჯგუფება, რომლის შეხვედრები იმართებოდა თუმანიანის ბინაში, თბილისის ბეჰბუთიანის ქუჩის № 44 სახლის ზედა - მეოთხე სართულზე (ვერნატუნ - ზედა სახლი). ვერნატუნის მუდმივი წევრები კვირაში ერთხელ ან ორჯერ იკრიბებოდნენ ოვანეს თუმანიანის სახლში, ერთმანეთის მოსანახულებლად, სასაუბროდ. ამ შეხვედრების დროს, დიდი მწერლები კითხულობდნენ და განიხილავდნენ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების და ახალი მწერლების ნაწარმოებებს, ასევე განსახილველად წარმოადგენდნენ თავიანთ ნამუშევრებს. „ვერნატუნი“ მოღვაწეობდა 7-8 წელი. მონაწილეთა უკმარისობისა და გაფანტვის გამო კლუბმა 1908 წლის ბოლოს შეწყვიტა მოღვაწეობა.

დიდი სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის თბილისის სახლი მდებარეობს ამაღლების (ყოფილი დავითაშვილი) ქუჩის 18 ნომერში, სადაც თუმანიანი ცხოვრობდა 1904-1923 წწ., 1952 წელს სახლის ნივთები ერევანში იქნა გადატანილი. 6 ოთახიდან 4 გადაიქცა ბიბლიოთეკად, 2 დარჩათ მწერლის მემკვიდრეებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თბილისის მერიამ, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ბიბლიოთეკის ნაწილი გადასცა საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისგანაც სახლის შეძენა მოხდა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ვერნატუნ“ ცენტრი

სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის ცხონებული თავმჯდომარის, ლევონ ანანიანის, ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2012 წელს გიუმრის მერმა ვარდან ღუკასიანმა შეიძინა ოვანეს თუმანიანის სახლის ნაწილი - ბიბლიოთეკად გადაქცეული 150 კვადრატული მეტრი ფართი და გადასცა საქართველოს სომხურ სათვისტომოს. შენობის შეძენილი ნაწილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის პასუხისმგებლობაში იყო. 2015 წელს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განცხადების თანახმად, „სურბ გევორგ“ ეკლესიის ფონდის სახსრებით შეძენილ იქნა ასევე შენობის ის ნაწილი, რომელიც დარჩათ მემკვიდრეებს, და მანამდე შეძენილ ნაწილთან ერთად გადაცემულ იქნა ეპარქიის საკუთრებაში.

2015 წლის 8 ივნისს, სომხეთისა და საქართველოს მწერალთა კავშირების თავმჯდომარეთა შეხვედრა სიმბოლურად ამ სახლში გაიმართა.

სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედვარდ მილიტონიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს გადასცა სახლის გასაღები. სახლს ეწოდა „კულტურისა და ხელოვნების თუმანიანის ვერნატუნი“ და მისი საქმიანობა მიმართული იქნება ორი ქრისტიანი ერების თანამშრომლობის, მეგობრული ურთიერთობების და შემოქმედებითი კავშირების განვითარებისა და გაღრმავებისკენ. იქ გაიმართება წიგნების განხილვები და პრეზენტაციები, სომხური და ქართული შემოქმედებითი, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. შენობაში იქნება დარბაზი, ოთხენოვანი ბიბლიოთეკა, სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ვირტუალური უნივერსიტეტი. ერთ-ერთ ოთახს ეწოდება ლევონ ანანიანის სახელი.

იმავე დღეს, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედვარდ მილიტონიანმა და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც შეუერთდა საქართველოს სომეხ მწერალთა "ვერნატუნ“ კავშირი, " ჰაიარტუნ "ცენტრი", სომხურ-ქართული კულტურული კავშირების „კამურჯ“ არასამთავრობო ორგანიზაცია.

შენობას ეწოდება „ვერნატუნ“ ცენტრი. იქ მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო და შენობის გამთლიანების სამუშაოები.

თბილისის ხოჯივანქის პანთეონი

ეწოდება ასევე სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავლაბრის პანთეონი. დაარსდა XVII საუკუნეში, საქართველოს როსტომ მეფის კარის მდივნის, თავისი დროის ერთ-ერთი განათლებული და სწავლული პიროვნების აშხარბეკ ბეიბუთიანის, მეფისაგან საჩუქრად მიღებული სასაფლაოს ადგილას. მეფემ მას მიანიჭა ასევე „ხოჯა“ ( სპარსულად: პატრონი) საპატიო სახელი. სასაფლაოზე აშენდა ხოჯას მონასტერი, რომელმაც დროთა განმავლობაში შეიცვალა სახელი და გახდა ხოჯივანქი. მონასტრის შემოგარენი თავის დროზე იქცა სომხურ სასაფლაოდ, სადაც დაიკრძალა 1000-ზე მეტი ცნობილი საზოგადოებრივი, ლიტერატურული და კულტურის მოღვაწე.

1930 -იან წლებში სასაფლაო დაინგრა: მხოლოდ სასცენო მხატვრის გრიგორ შარბაბჩიანის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი მცირერიცხოვანი საფლავების გადარჩენა და რაფის საფლავის ქვის გარშემო ამჟამინდელი პანთეონის ჩამოყალიბება.

პანთეონი ფორმირებულიქნა არქიტექტორ რუბენ აღაბაბიანის პროექტით: გაიხსნა 1961 წელს, კაპიტალურად გარემონტდა 2002 წელს, ერევნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების მფარველობით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს სომეხთა კავშირის მხარდაჭერით. პანთეონის მოვლა-პატრონობის სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი.