1geo

fb you od

ANNUAL REPORT ON THE SPIRITUAL, RELIGIOUS, CULTURAL, EDUCATIONAL, YOUTH, INFORMATIVE, HOMILETIC ACTIVITIES OF THE ARMENIAN DIOCESE IN GEORGIA FOR 2016

PNGANNUAL REPORT ON THE SPIRITUAL, RELIGIOUS, CULTURAL, EDUCATIONAL, YOUTH, INFORMATIVE, HOMILETIC ACTIVITIES OF THE ARMENIAN DIOCESE IN GEORGIA FOR 2016

 

In 2016 the Diocese has operated through consistency and well-planned work order of the Diocesan Headquarters, the Legal Affairs and Cooperation Department, the Cultural Department, the Department of Education, the Press and Media Department, the Department of Youth Affairs, the Finance Department, the Administrative Department, Cultural, Educational and Youth Centers, Samtskhe-Javakheti and Tsalka’s General Prelacy of the Armenian Diocese in Georgia.

The reporting period has been very productive for the Diocese of the Armenian Apostolic Holy Church in Georgia. The Diocese has undertaken comprehensive activities in different spheres. The clergy and the Diocesan employees headed by the Diocesan Primate were involved in the work.

Following is the Annual Report on the Spiritual, Religious, Cultural, Educational, Youth, Informative, and Homiletic Activities of the Armenian Diocese in Georgia for 2016.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის 2015 წლის სასულიერო-რელიგიური, კულტურულ- საგანმანათლებლო, ახალგაზრდობის, საინფორმაციო და სააგიტაციო საქმიანობის ანგარიში

PNGსაქართველოს სომეხთა ეპარქიის 2015 წლის სასულიერო-რელიგიური, კულტურულ- საგანმანათლებლო, ახალგაზრდობის, საინფორმაციო და სააგიტაციო საქმიანობის ანგარიში

 

2015 წელი ნამდვილად წარმატებული იყო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისთვის. ეპარქიის საქმიანობა იყო მრავალმხრივი, სხვადასხვა სფეროს სამუშაოებით, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ როგორც სულიერი მსახურნი, ასევე ეპარქიის თანამშრომლები, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით.

საანგარიშო წელს ეპარქიაში საქმიანობა განხორციელდა საეპისკოპოსოს, ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის, განათლების, პრესისა და ინფორმაციის, კულტურის, ახალგაზრდობის საკითხთა, ფინანსური, ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილებების, განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრების,

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის თანმიმდევრული და კარგად დაგეგმილი სამუშაოებით, რაც წარიმართა ორი ძირითადი მიმართულებით:

სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების საკოორდინაციო რეგიონალური საქართველოს კომიტეტის ანგარიში

PNG

სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების საკოორდინაციო რეგიონალური საქართველოს კომიტეტის ანგარიში

 

გასული საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა  გენოციდი   მთელი მსოფლიოს  სომეხთა ბედისწერის ნაწილია. გენოციდის    მე-100  წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოში გაფანტული სომხობა  გაერთიანდა დედა სამშობლო  სომხეთში ჩამოყალიბებულ სომეხთა  გენოციდის მე -100 წლისთავის ხსოვნის ღონისძიებების საკოორდინაციო  სახელმწიფო კომისიის გარშემო, მომზადდა 2015 წელიწადში შესვლა:

  • ხსოვნით;
  • დაგმობის და ანაზღაურების მოთხოვნით;  
  • მადლიერებით იმ ხალხებისა და სახელმწიფოების მიმართ,  რომლებმაც თავშესაფარი მისცეს გენოციდს გადარჩენილ  სომხებს,  რომლებმაც აღიარეს და დაგმეს დანაშაული;
  • წმინდანად შერაცხულ მოწამეთა მიმართ ვალდებულებით;
  • ზოგადსომხური მიღწევებით.  

2014 წლის აპრილში, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის, მის  ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს  ვაზგენ  მირზახანიანის თავმჯდომარეობით და საქართველოში   სომხეთის საელჩოს  უშუალო მონაწილეობით, ჩამოყალიბდა  სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავის   ღონისძიებების   საკოორდინაციო რეგიონალური საქართველოს კომიტეტი, რომლის წევრები გახდნენ  საქართველოს ეთნიკურად სომეხი დეპუტატები, სახელმწიფო მოხელეები, სატვისტომოს, რაიონული, რეგიონალური ლიდერები.   კომიტეტის შეკრებილ  შვიდ  შეხვედრაზე   შემუშავდა,    განხილულ   და კოორდინებულ იქნა    სამუშაო პროგრამები,    მაღალ დონეზე ჩატარდა ღონისძიებები, რომლებშიც   მონაწილეობა მიიღო  ათიათასობით ადამიანმა, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. 100-ზე მეტი ღონისძიება სხვადასხვა ხასიათისა იყო:  

  • განთავსდა,  გაიხსნა და ნაკურთხი იქნა  ხაჩქარები  (  12 ხაჩქარი);
  • მოძმე   ეკლესიებში ჩატარდა ხსოვნის ღონოსძიებები და ეკუმენური ლოცვები   (4 ხსოვნის საღამო);
  • მოეწყო გენოციდის მოწამეთა წმინდანად შერაცხვის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლიაცია ეპარქიის ყველა ეკლესიაში;
  • წერილები გაეგზავნა საქართველოს მთავრობას, სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარების  და დაგმობის მოწოდებით;
  • საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად  სომეხმა დეპუტატებმა პარლამენტს მოუწოდეს     სომეხთა გენოციდის ფაქტის   აღიარების და დაგმობისკენ;
  • სრ  საელჩოს მხარდაჭერით,  საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებმა სომხეთში მონაწილეობა მიიღეს კონფერენციებში, რომლებიც აშუქებდნენ  სომეხთა გენოციდის ფაქტს;  
  • გაიმართა გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, მოეწყო თემასთან დაკავშირებული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება, გამოიცა წიგნები, პერიოდული გამოცემების სპეციალური ნომრები, რომლებიც ეხებოდა ისტორიას,  მოეწყო   პრეზენტაციები, შეხვედრები გენოციდს  გადარჩენილებთან, მომლოცველობები ისტორიულ სამშობლოში,   ყარსში, ანიში (50 -მდე ღონისძიება) ...

ღონისძიებებს ორგანიზებას    და კოორდინაციას უწევდნენ:   

  • სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საეპისკოპოსო, სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატი, ბათუმის  სულიერი მოძღვრები,   "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო,  კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრი, „რაფაელ ჯავახ" კულტურისა და განათლების   ცენტრი (41-ზე მეტი ღონისძიება);
  • საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატები;  
  • საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო  (2 ღონისძიება);
  • პეტროს ადამიანის სახელობის   თბილისის სახელმწიფო  სომხური დრამატული თეატრი   (1 სპექტაკლი);
  • გაზეთი "ვრასტანი" (1 სპეციალური ნომერი);
  • ორგანიზაცია „საქართველოს  სომხური  სათვისტომო" (7 ღონისძიება);
  • სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო  (21 ღონისძიება);
  • ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (12 ღონისძიება);
  • ნინოწმინდის რაიონის კულტურული დეპარტამენტი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ" კავშირი (10-ზე მეტი ღონისძიება);
  • წალკის რაიონის აშუღ ჰავასის სახელობის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი   (2 ღონისძიება);
  • აჭარის სომხური სათვისტომო  (3 ღონისძიება).

ღონისძიებების ორგანიზების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ასევე   საქართველოს სხვადასხვა  სტრუქტურებმა, მათ შორის:

  • საქართველოს სომეხ  მხატვართა კავშირმა;
  • საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირმა;
  • საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირმა;
  • ასოციაციამ „სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“;   
  • ერევნის გალერეამ „სარგის მურადიანი“;
  • სსდკ გამგეობამ;
  • ნინოწმინდის ტელეკომპანია „ფარვანამ".    

ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ყველა სომხურმა ოჯახმა, სომხური ოჯახების ყველა წევრმა - დიდმა თუ პატარამ   ...
კომიტეტის სამუშაო პროგრამები, შესრულებული სამუშაოს შესახებ   ინფორმაცია რეგისტრირდებოდა,    კოორდინაცია ეწეოდა    კომიტეტის სამდივნოში და  ეგზავნებოდა კომიტეტის    ყველა წევრს.     ამ ეტაპზე დაფიქსირებულია კომიტეტის ყველა სხდომის პროცედურა, დაარქივებულია   ოფიციალური კორესპონდენცია.
კომიტეტის საქმიანობა  გაშუქებულ იქნა სხვადასხვა საინფორმაციო სამსახურების მიერ.
წინამდებარე პრეზენტაცია    მომზადდა ჩვენთვის მოწოდებული მასალების,  და ასევე   საქართველოს სომეხთა ეპარქიის, საქართველოს სომხური სათვისტომოს, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის  ოფიციალური საიტების,  სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის,   ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის,   ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ" საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის, გაზეთ „ვრასტანის“, პეტროს ადამიანის სახელობის   თბილისის სახელმწიფო  სომხური დრამატული თეატრის   ვებ გვერდების    მასალების საფუძველზე.    
აღვნიშნავთ, სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიებები ჩატარდა ეპარქიის ყველა ეკლესიაში. თბილისის, რეგიონების სხვადასხვა კულტურის კერებში,   საჯარო სკოლებში ჩატარდა ათობით ღონისძიება, რომლებიც არ  არის ჩართული წინამდებარე პრეზენტაციაში.  
შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ეგზავნებოდა   ცენტრალურ   კომიტეტს.  კომიტეტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომხების თანმიმდევრულ სამუშაოს,  საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებათა  მასშტაბურობასა და ორგანიზებულობას.   2015 წლის 26 სექტემბერს,   დიასპორის თემებში ღონისძიებების სათანადოდ ორგანიზებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის, სრ პრეზიდენტის ბრძანებულებით,  საქართველოს კომიტეტს მიენიჭა მადლობის სიგელი. სიგელი მიიღო   კომიტეტის თავმჯდომარემ - საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა    ვაზგენ მირზახანიანმა.

საქართველოს კომიტეტის სამდივნო
გისანე ჰოვსეფიანი
26.02.2016 წ.
"ჰაიარტუნ" ცენტრი, თბილისი