Материалы

მთავარეპისკოპოსი მარტიროს ანკოთი

tem logo1784-1795 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი მარტიროს ანკოთი. ცნობილი იყო როგორც „გონივრობით გამორჩეული“ მღვდელმსახური. მის წინამძღვარობის პერიოდში მოკლე ვადით საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად ინიშნება არქიმანდრიტი პეტროსი, რომელიც ავადმყოფობის გამო 1792 წელს ბრუნდება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, და კვლავ წინამძღვარად ინიშნება მარტიროს ანკოთი.

აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს მტერი ძარცვავდა მთავარი საკათედრო ტაძრის 21ურმის ტვირთ განძს, რომელიც უსაფრთხოებისათვის გადაჰქონდათ თბილისში. ექვსი ურემის ტვირთს თან ახლდა მთავარეპისკოპოსი მარტიროსი, რომელიც ტყვედ აჰყავთ. სომხები გამოსასყიდს აძლევენ და ათავისუფლებენ მთვარეპისკოპოს მარტიროსს.

ღუკას კათოლიკოსი ამის გამო ადანაშაულებს ანკოთს და მისი რისხვა არასდროს სუსტდება. კათოლიკოსს განსაკუთრებით ენანებოდა ღაზარ კათოლიკოსის გვირგვინი, ვაკასი და შესამოსელი.

მეუფე მარტიროსი გარდაიცვალა 1795 წელს (ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2201).

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են