მთავარეპისკოპოსი ჰოვანეს აკნეცი გეღარდაკირ
1802-1810 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი ჰოვანეს აკნეცი გეღარდაკირ. 1798 წელს თბილისში გავრცელებული შავი ჭირის დროს მეფე გიორგი სთხოვს სომეხთა ღუკას კათოლიკოსს, რომ წმინდა შუბი (ლახვარი, რომლითაც რომაელმა ჯარისკაცმა გაგმირა ქრისტეს მარჯვენა ნეკნი ჯვარზე) თბილისში გამოგზავნოს. მას სჯეროდა, რომ შუბს შეუძლია მისი სასწაულმოქმედებით აღმოფხვრას ეპიდემია. კათოლიკოსი ღუკასი 1798 წლის 3 ნოემბერს წმინდა შუბს თბილისში გზავნის მთავარეპისკოპოს ჰოვენესთან ერთად. ამრიგად, მთავარეპისკოპოს ჰოვანესს შეერქვა გეღარდაკირ, ანუ შუბის მატარებელი (ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2203). გარდაიცვალა 1810 წელს.