მთავარეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი
1837-1856 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი. საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე. საერო სახელი - ჰოვანეს. წარმოიშვა თავადთა საგვარეულოდან. თავიდან ცნობილი იყო გვარით ეღიკიანი. მამის სახელი არის გრიგორი, დედისა - არეგნაზან. მთავარეპისკოპოსი კარაპეტი დაიბადა 1779 წლის 18 მაისს, კარინში (ერზერუმი), სწავლობდა აკნში, შემდეგ კონსტანტინოპოლში. 1801 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1808 წლის 21 აგვისტოს ინიშნება კარინის წინამძღვარად. 1811 წლის 2 ნოემბერს კათოლიკოს ეფრემ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად, შემდეგ მას უბოძეს არქეპისკოპოსის წოდება. მთავარეპისკოპოსი კარაპეტი წარმატებულად წერდა და ჰქონდა დახვეწილი ენა. მუშაობაში იყო დაუღალავი, აქტიური, საქმიანი და გამჭრიახი მღვდელმსახური. 1829-1830 წლებში ორგანიზება გაუწია კარინსა და მის ახლომდებარე სოფლებიდან დაახლოებით 50,000 სომხების გადმოსახლებას ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, ლორი-ფამბაკის და შორაგიალის რაიონებში. მან ემიგრანტებთან ერთად ახალციხეში ჩამოიტანა კარინისა და ახლომდებარე ეკლესიების საეკლესიო ჭურჭელი, საეკლესიო ლიტერატურა და ხელნაწერები, მათ შორის უძველესია „წუღრუთის სახარება“. 1837 წლის სექტემბერში მთავარეპისკოპოსი კარაპეტი თბილისში დახვდა რუსეთის მეფე ნიკოლოზ პირველს, შემდეგ მასთან შეხვედრა ჰქონდა და თემში ერთგულ და ენთუზიაზმით მოღვაწეობისათვის დაიმსახურა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ქება. მეფემ სომეხ ახალმოსახლეებს შეღავათი დაუწესა, ისინი ერთი წლით გათავისუფლდნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან. გაწეული სამსახურისთვის 1838 წელს იგი დაჯილდოვდა წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით. მთავარეპისკოპოსმა კარაპეტმა, მისი ხელმძღვანელობის ოცი წლის განმავლობაში, ააშენებინა დაახლოებით 60 ეკლესია, ასევე უამრავი სომხური სკოლა, რომელთაგან აღსანიშნავია ახალი კარაპეტიან სასულიერო სასწავლებელი ახალციხეში და წმინდა მაშტოცის სახელობის ვაჟთა სკოლა ახალქალაქში. გარდაიცვალა 1856 წელს და დაკრძალულია ახალციხის სურბ ფრკიჩ ეკლესიის ეზოში. 1953 წელს მისი ცხედარი გადაასვენეს საქალაქო სასაფლაოზე.1985 წელს მის საფლავზე აშენდა სამლოცველო. მისი საფლავის კურთხევა მოხდა 1 სექტემბერს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანის თავმჯდომარეობით ("ეჯმიაწინი" ჟურნალი, 1985, 11-12, გვ. 85). მთავარეპისკოპოს კარაპეტის საფლავი ახლა მომლოცველობის ადგილად არის ქცეული.