Материалы

მთავარეპისკოპოსი გაბრიელ აივაზიანი

7

1876-1880 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი გაბრიელ აივაზიანი. სომეხი საეკლესიო მოღვაწეა. იყო რედაქტორი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი, დაიბადა 1812 წლის 10 მაისს ფეოდოსიაში. იყო ძე მოლდავეთიდან მიგრირებული გევორგ აივაზის ანუ ჰაივაზის (კონსტანტინე ჰაივაზოვსკი) სახელით ცნობილი ერთი ვაჭრისა და ძმა მსოფლიო ცნობილი პეიზაჟისტ- მარინისტი მხატვრის ჰოვანეს (ივან) აივაზოვსკისა. 1826-1830 წწ. სწავლობდა წმინდა ღაზარში (ვენეცია). 1830 წელს ხდება მხითარიან კონგრეგაციის წევრი, 1834 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. მონასტერში მოღვაწეობს კონგრეგაციის საერთო მდივნად. მხითარიან კონგრეგაციაში ასწავლის ღვთისმეტყველებას, ფილოსოფიას, ასევე აღმოსავლურ და ევროპულ ენებს. იყო ალიშანის აღმზრდელი. 1843-1848 წლებში დაკავებული იყი „ბაზმავეპ“ ჯურნალის რედაქტირებით, იყო მისი პირველი რედაქტორი. 1848 წელს ინიშნება პარიზის მურად-რაფაელიან სასწავლებლის დირექტორად და ამ თანამდებობაზე რჩება 1855 წლამდე, იმავე წელს ამავე სასწავლებელში ასწავლის სომეხი ხალხის ისტორიას და სომხურ ენას. 1855 წელს უთანხმოება მოსდის მხითარიანებთან და უარს ამბობს კათოლიკოსობაზე. იგი ხორენ გალფაიანსა და სარგის თეოდორიანთან ერტად პარიზში აარსებს ჰაიკაზიან სასწავლებელს, იწყებს რედაქტირებას და გამოსცემს Jუნალს „მასიაც აღავნი“ სომხურ და ფრანგულ ენებზე. 1858 წელს კათოლიკოს გევორგ მეოთხის მიერ გაგზავნილიქნა ფეოდოსიაში, სადაც დააფუძნა ხალიბიან სასწავლებელი, და გახდა ამ სასწავლო დაწესებულების ინსპექტორი. ფეოდოსიაში აგრძელებს ჟურნალ „მასიაც აღავნის“ გამოცემას სომხურ-რუსულ ენებზე 1865 წლამდე. 1871 წელს ხალიბიან სასწავლებელი დაიხურა.

მეუფე გაბრიელმა საეპისკოპოსო ხარისხი მიიღო 1867 წელს, არქიეპისკოპოსობის პატივი - 1871 წელს, გევორგ მეოთხე კათოლიკოსისაგან. 1875-1876 წლებში ინიშნება ეჯმიწინის გევორგიან სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1876-1888 წლებში კი საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარია. მთავარეპისკოპოსი გაბრიელი გარდაიცვალა თბილისში 1880 წელს, დაკრძალულია მონასტრის ეზოში. 1977 წელს მისი ნეშტი დიდი პომპეზობით და სასულიერო ცერემონიებით გადასვენებულიქნა და დაიკრძალა სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის ეზოში, ეპისკოპოსების ხორენ სტეფანეს, აბგარ ჰოვანისიანსა და პეტროს სიმონიანის ცხედრებთან.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են