მთავარეპისკოპოსი სურენიანც ტფღისეცი
1894-1904 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სურენიანც ტფღისეცი (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ.19). დაიბადა თბილისში 1847 წლის 28 აგვისტოს. 1872 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1874 წელს მიწვეულიქნა მასწავლებლად გევორგიან სემინარიაში. 1875 ყარაბახის ეპარქიის წინამძღვარია და სკოლების ინსპექტორი. 1878 წელს ინიშნება ალექსანდრაპოლის ეპარქიის წინამძღვარად (ააშენა ალექსანდრაპოლის ეკლესია სურბ ასტვაწაწინ). 1882 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. 1886 წელს მიემგზავრება ასტრახანში, ეპარქიის წინამძღვარის თანამდებობით. შემდეგ ათი წლის განმავლობაში, 1894-1904 წწ. იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, 1907 წელს არჩეულიქნა კათოლიკოსის მოადგილედ, 1912 წ. - ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად. მისი კათოლიკოსობის წლები სომხეთში იყო პოლიტიკური ბობოქარი არეულობის მძიმე პერიოდი. ამიტომ ის თავის ოფიციალურ წერილებს და მიმართვებს აწერდა „გაუხარებელი კათოლიკოსი“. მისი 349-ე განკარგულებით 1924 წლის 1 იანვრიდან სომხური ეკლესია ოფიციალურად გადადის ახალ წელთაღრიცხვაზე. გამონაკლისის სახით, ბერძნული სარწმუნოების ქვეყნებში, სომხურ ეკლესიებს უფლება ენიჭება კვლავინდებურად იხემძღვანელონ ძველი კალენდრით. კათოლიკოსი გევორგ მეხუთე სურენიანცი გარდაიცვალა წმინდა ეჯმიაწინში, 1930 წლის 8 მაისს და დაიკრძალა წმინდა ეჯმიაწინის მთავარი საკათედრო ტაძრის სამრეკლოსთან.