Материалы

მთავარეპისკოპოსი გევორგ ჩორექჩიანი

13

1921-1927, 1936-1938 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი გევორგ ჩორექჩიანი (კათოლკოს გევორგ მეექვსის ცხოვრება და შემოქმედება", მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინი, 1955), სასულიერო ეროვნული მოღვაწე. დაიბადა 1869 წლის 2 დეკემბერს ახალ ნახჩევანში. საერო სახელი - გევორგ. მამის სახელი ხაჩატურ აბრაამის ძე ჩორექჩიანი, ხელობით - ზეინკალი, დედის სახელი - კატარინე.

ახალგაზრდა გევორგმა დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის სამრევლო სკოლაში, შემდეგ - სემინარიაში. 1879 წელს შევიდა წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, რომლის სრული კურსი დაასრულა 1889 წელს და იმავე წელს მიიღო დიაკვნობის ხარისხი. მაკარ კათოლიკოსის ბრძანებით გევორგ და კარაპეტ დიაკვნები გაგზავნილიქნენ გერმანიაში - ლეიპციგის უნივერსიტეტის თეოლოგიურ და ფილოსოფიურ ფაკულტეტებზე სასწავლებლად. აქ ერთი წლის მომზადების შემდეგ დიაკვანი გევორგი აბარებს ლეიპციგის კონსერვატორიაში. უნივერსიტეტის და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1894 წელს გევორგიან სემინარიის ორი ყოფილი აღსაზრდელი ბრუნდება წმინდა ეჯმიაწინში. დიაკვანი გევორგი გევორგიან სემინარიაში ასწავლის მუსიკას, სომხური ეკლესიის ისტორიას, ერთდროულად ხელმძღვანელობს სემინარიის მგალობელთა გუნდს. ერთი წლის შემდეგ იგი ტოვებს სამსახურს, სემინარიაში დამკვიდრებული წესების წინააღმდეგ გამოსული სტუდენტების მიმართ მისი კეთილგანწყობის გამო. დიაკვანი გევორგი მიემგზავრება ახალ ნახიჩევანში - მონასტერში სურბ ხაჩ მსახურობისათვის, სადაც დარჩა 18 წელზე მეტხანს და, როგორც მუსიკოსი და პედაგოდგი, დიდ დახმარებას უწევდა ადგილობრივი ეპარქიის საეკლესიო საქმეებს, ხალხის საჭიროებებს, ინტელიგენციას, სომხურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ობლებს, გადმოსახლებულებს და ა.შ. მისი მოწაფეები იყვნენ ალ. მიასნიკიანი, რომანოს მელიქიანი და მრავალი სხვა.

გათვალისწინებულიქნა ახალი ნახიჩევანის სომხური სათვისტომოს განცხადება და კათოლიკოსი გევორგ მეხუთის მიერ 1913 წლის 20 ივნისს დიაკვანი გევორგი ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, სამი დღის შემდეგ - არქიმანდრიტად, დაინიშნა ახალ ნახიჩევანში ეპარქიალურ ვიკარიუსად და დამტკიცდა მონასტერში სურბ ხაჩ. 1916 წელს კათოლიკოსის სურვილით არქიმანდრიტი გევორგი გადადის მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მუდმივ სამსახურში და ინიშნება წმინდა სინოდის წევრად. 1917 წელს იღებს არქიმანდრიტის უმაღლეს ხარისხს. იმავე წლის აპრილში ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. გიორგი ეპისკოპოსს შემდეგ უკავია მთელი რიგი თანამდებობები: იყო წმინდა ეჯმიაწინის სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარე, სამონასტრო მმართველობის თავმჯდომარე, 1921 წელს წმინდა ეჯმიაწინის მთავარი კანდელაკი, იმავე წლის შემოდგომაზე - საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი, 1922 წელს კი - იმავე ეპარქიის წინამძღვარი. 1925 წელს მას მიენიჭა არქიეპისკოპოსობის პატივი. 1927 წელს არქიეპისკოპოსი ჩორექჩიანი ბრუნდება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და მას ირჩევენ უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრად. 1936 წელს კათოლიკოს ხორენ პირველის მიერ ინიშნება საპატრიარქო ვიკარიუსად და მას გზავნიან თბილისში, ეპარქიის წინამძღვარად - ეპარქიის მოსაწესრიგებლად, რომელიც წინა წლებში "თავისუფალი სამღვდელოების" მოძრაობის გამო მნიშვნელოვნად შესუსტებული იყო. ("უ. უ. კათოლიკოს გევორგ მეექვსის ცხოვრება და მოღვაწეობა“, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინი, 1955, გვ 47): 1938 წლის 5 აპრილს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა კათოლიკოსი ხორენ პირველი, და მთავარეპისკოპოსმა გევორგმა დაიკავა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვიკარიუსის საპასუხისმგებლო თანამდებობა.

1941 წლის 10 აპრილს წმინდა ეჯმიაწინში მიიწვიეს ეროვნული საეკლესიო კრება, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ასარჩევად. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ომის გამო კრების მონაწილეთა რაოდენობა ნაკლები იყო, კრება გადაიდო ხელსაყრელ დრომდე, მთავარეპისკოპოსი გევორგი კი - ერთხმად არჩეულიქნა ერის რჩეულ მოადგილედ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლის 16 ივნისს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში შეიკრიბა ეროვნულ-საეკლესიო ერთობლივი კრება და მთავარეპისკოპოსი გევორგ ჩორექჩიანი არჩეულიქნა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად. კურთხევა ჩატარდა 24 ივნისს.

დამსახურებული და ბრძენი პატრიარქი ცხრა წლის პატრიარქობის შემდეგ გარდაიცვალა 1954 წლის 9 მაისს. იგი დაკრძალულია წმინდა ეჯმიაწინის მთავარი ტაძრის სამრეკლოსთან. გევორგ მეექვსე კათოლიკოსისგან ლიტერატურულ მემკვიდრეობად დაგვრჩა უამრავი ქადაგება, კონდაკი და სასულიერო სიმღერა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են