ეპისკოპოსი არტაკ სმბატიანცი
1929-1933 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი არტაკ სმბატიანცი (ჟურნალი "ეჯმიაწინი“, 1973, ივნისი, გვ. 26). დაიბადა 1876 წლის 19 მარტს, სოფელ ტავუშში (ამჟამად თოვუზ). მამის სახელი - ეფრემ ტერ ჰოვაკიმ ჰარუთიუნიანცი (იგივე სმბატიანცი), დედის სახელი - ჯავაჰირ ჰერაპეტიანი. პატარა ღაზარმა დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში. 1877-1894 წწ. სწავლობს და ამთავრებს თბილისის ნერსისიან სკოლას.
1894-1897 წწ. სწავლობს და ამთავრებს ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიას. 1895 წელს ხრიმიან ჰაირიკის განკარგულებით იღებს სტიქარის ტარების უფლებას და შედის წმიდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის რიგებში. 1896 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად. 1899-1902 წწ. პროფესიული უმაღლესი განათლების მისაღებად მიემგზავრება დორპატში და სწავლობს დორპატის უნივერსიტეტში - თავისუფალ მსმენლად. 1902 წელს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად. 1903 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1920 წელს იღებს უმაღლესი არქიმანდრიტის ხარისხს, 1922 წელს ხელდახმულიქნა ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი არტაკი მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში იყო მოლარე, სამონასტრო მმრთველობის წევრი, წმინდა ეჯმიაწინის მასპინძელი, გევორგიან სემინარიის მასწავლებელი, სასწავლო კომისიის წევრი და წმინდა ტაძრის სარემონტო სამუშაოების კომისიის წევრი. იყო ასევე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე წმინდა ეჯმიაწინის სტამბაში. 1914 -1920 წწ. იყო შირაკის ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი, 1920 წლიდან ეპარქიის წინამძღვარი. 1922-1927 წწ. ეპისკოპოსი არტაკი სიუნიქის ეპარქიის წინამძღვარია. 1927-1929 წწ. კვლავ შირაკის ეპარქიის წინამძღვარად ინიშნება. 1929 წლის 13 დეკემბერს თბილისში, საწარმომადგენლო კრება მას ერთხმად ირჩევს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. იგი ამ საპასუხისმგებელო თანამდებობაზეა 1933 წლამდე. 1935 წელს არარატის ეპარქიაში ინიშნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის წარმომადგენლად და ამ თანამდებობაზე რჩება გარდაცვალებამდე - 1937 წლამდე. ეპისკოპოსი არტაკ სმბატიანცი ეწეოდა აგრეთვე ლიტერატურულ მოღვაწეობას. აქვს გამოქვეყნებული მთელი რიგი წიგნები, მრავალი სტატია, ასევე აქვს გამოუქვეყნებელი ნაშრომები.