არქიეპისკოპოსი კარაპეტ თუმანიანი
1948-1950 (წინამძღვარობის წლები). არქიეპისკოპოსი კარაპეტ თუმანიანი (ჟურნალი"ეჯმიაწინი", 1950, იანვარი-თებერვალი, გვ. 67-68). დაიბადა 1886 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ ძველ ყირიმში. დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სამრევლო სკოლაში, შემდეგ გადავიდა თბილისის ნერსისიან სამრევლო სკოლაში და წარმატებით დაასრულა სრული კურსი. 1904 წელს ხელდასხმულიქნა მღვდლად. 1913 წელს და 13 წლის განმავლობაში ზედიზედ მსახურობდა ევპატორიის სომხურ ეკლესიაში. 1926 წელს გადავიდა სიმფეროპოლში, სომხური ეკლესიის დეკანოზად.
1945 წელს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და ეროვნულ-საეკლესიო კრების მიერ არჩეულიქნა უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრად. იმავე წლის 7 მაისს გევორგ მეექვსე კათოლიკოსის მიერ ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, ხოლო 1 ივლისს - ეპისკოპოსად და დაინიშნა ახალი ნახიჩევანის ეპარქიის წინამძღვარად. 1948 წელს ის თბილისის ეპარქიის წინამძრვარია და თბილისის ეპარქიალური საბჭოების შუამდგომლობით ეპისკოპოს კარაპეტს მიენიჭა არქიეპისკოპოსობის პატივი. მთავარეპისკოპოსი კარაპეტ თუმანიანი თბილისში რჩება გარდაცვალებამდე - 1950 წლის 22 იანვრამდე, ის მოულოდნელად თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისის სურბ გევორგ კათედრალური ეკლესიის ჩრდილოეთი გარე კედელთან.