Материалы

მაღალნიჭიერი ვარდაპეტი მაღაქია ამირიანი

მაღალნიჭიერი ვარდაპეტი მაღაქია ამირიანი (ნათლობის სახელი: ჰაიკ) დაიბადა 1980 წლის 13 სექტემბერს, სრ არმავირის მარზის სოფელ არატაშენში.
ადგილობრივი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1997 წელს ჩაირიცხა შირაკის თემის სასულიერო სკოლაში.
2000 წ-ს სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მთავარი სკათედროს სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.
2006 წ-ს, ვარდანანცის დღესასწაულზე, ყოვლადუსამღვდელოესობა არქეპისკოპოსის ნერსეს პოზაპალიანის ხელდასმით, მიიღო დიაკვანის ხელდასმა და ხარისხი.
2006 წ-ს ივნისში დაამთავრა გევორგიან სასულიერო სემინარია და უწმინდესი პატრიარქის განკარგულებით დაინიშნა მნათედ საკათედრო ტაძარში.
2007 წ. 22 მარტს დაიცვა ნაშრომი თემაზე: „ჰაკობ კარნეცი და კარინის გამორჩეული მონასტრები“.
2007 წ-ს კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთის თემის წინამძღვრის ყოვლადუსამღვდელოესობა არქეპისკოპოსის ჰოვნან ტერტერიანის ხელდასმით მიიღო მღვდელმონაზონის ხარისხი.
2007-2008 წლებში მსახურებისთვის იქნა გაწვეული ხორ ვირაპის მონასტერში, ბერის მოადგილედ.
2008-2011 წლებში, უწმინდესი პატრიარქის განკარგულებით, დაინიშნა გევორგიან სულიერი სემინარიის უფროს ზედამხედველად, შემდეგ გევორგიან სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ.
2011 წ-ს მაისის თვეში, უწმინდესი პატრიარქის განკარგულებით, მსახურებისთვის გაწვეულ იქნა არგენტინის სომხურ თემში, სურბ გრიგორ ლუსავორიჩ საკათედრო ტაძრის სულიერ მწყემასად.
2013 წ-ს 5 ოქტომბერს დაიცვა ვარდაპეტის თეზისი თემაზე: „ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ტახტი და გადაადგილებები“ და არქეპისკოპოსის მიქაელ აჯაპაჰიანის ხელდასმით მიიღო ნაწილობრივი ვარდაპეტის ხარისხი.
არგენტინაში მსახურობის პერიოდში ბუენოს-აირესის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა ესპანური ენას, შემდეგ ბუენოს-აირესის პაპის უნივერსიტეტში დაახლოებით 2 წელი სწავლობდა თეოლოგიას.
2018 წ-ს ოქტომბერში, უწმინდესი პატრიარქის განკარგულებით დაბრუნდა მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინში და 2019 წლის 20 მარტს, პატრიარქალური განკარგულებით მსახურებაში იქნა მოწვეული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში როგორც სამცხე ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსად, რეზიდენცია: ქ. ახალქალაქი, სურბ ხაჩ საკათედრო ტაძარი.
ფლობს სომხურ, რუსულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს.

  • Hits: 87

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.