Материалы

მღვდელი ტიგრან მხითარიანი

მღვდელი ტიგრან მხითარიანი (საერო სახელი - არტურ) დაიბადა 1983 წლის 22 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრიში.

1990-2000 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ გიუმრის მ.მაშტოცის სახელობის 29-ე საშუალო სკოლა.

2000-2003 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გიუმრის სასულიერო სასწავლებელი.

2003-2006 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წელს მთავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

2006-2007 წლებში მსახურობდა ქაც-ში.

2007 წელს დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი „გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩენილი ბავშვების რელიგიური აღზრდა“.

2007-2009 წლებში მსახურობდა სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

2009 წლის ივლისში მთავარეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანის მიერ ხელდასხმულიქნა ª მღვდლად.

2009 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა სამსახურში საქართველოს სომეხთა ეპარქიის მარნეულის რაიონის სომხების სულიერ მწყემსად.

2010 წლის იანვრიდან სასულიერო სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ახალციხის რაიონის სომხური სოფლების, ადიგენისა და აბასთუმანის რაიონების სომხების სულიერ მწყემსად.

2011 წლის იანვრიდან სასულიერო სამსახურში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სამცხე ჯავახეთის ქალაქ ახალციხის, ახალციხის რაიონის წუღრუთი, წირა სოფლებისა და ბორჯომის სომხების სულიერ მწყემსად.

2012 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით ეღირსა სამკერდე ჯვრის ტარების პატივს.

2012 წლის 1 თებერვლიდან სამსახურში დაინიშნა სამცხე ჯავახეთის რეგიონის სოფელ დილისკას სურბ სარგის ეკლესიის და მიმდებარე სომხური თემების სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მსახურობს დღემდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი:ახალქალაქის რაიონის სოფელი დილისკა..

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.