Материалы

მღვდელი ღევონდ თოფაშიანი

მღვდელი ღევონდ თოფაშიანი (საერო სახელი: გრიგორ) დაიბადა 1982 წლის 17 აპრილს თბილისში (საქართველო)
1988-1999 წწ. სწავლობდა თბილისის 95-ე საშუალო სკოლაში

1999 წ.ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის გევორქიან სასულიერო სემინარიაში

2001 წ.სემინარიაში სწავლის დაუსრულებლად საქართველოში დაბრუნდა

1993-2011წწ. მსახურობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში, მედავითნად.

2011 წ.ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის გევორქიან სასულიერო
სემინარიის (თეოლოგიურ უნივერსიტეტის) მღვდელთა მოსამზადებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 2014 წელს

2013 წ. 24 დეკემბერს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ჰოვაკიმ მანუკიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად

2014 წ. 21 სექტემბერს მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში უწმინდესისა და
უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევით, მისი
ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ჰაიკაზუნ ნაჭარიანის მიერ
ხელდასხმულიქნა მღვდლად (თეთრი სამღვდელოება), და მიიღო სასულიერო
სახელი - მამა ღევონდი.

2014 წ. 1 დეკემბრიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის, ახალციხის რაიონის
სოფლების - წუღრუთი, წირა, ჭალა, სულიერი მოძღვარი.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი ღევონდ თოფაშიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის კანდელაკად.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ღევონდ თოფაშიანი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის წალკის რაიონის სომხური თემების სულიერ მოძღვრად.

დაოჯახებულია, ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი .

  • Hits: 69

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.