Материалы

არქიმანდრიტი კირაკოსი (დავთიანი)

არქიმანდრიტი კირაკოსი (დავთიანი) (ნათლობის სახელი - გევორქ) დაიბადა 1982 წლის 20 მაისს, თბილისში,

1989-1999 წწ. სწავლობდა,N104 საჯარო სკოლაში.

1999-2004წწ. მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიანის სასულიერო სემინარიაში.

2005 წლის ნოემბერში დაიცვა დიპლომი თემაზე „სომხურ-ქართული ეკლესიების გაყოფის დოკუმენტები“.

2005-2006 წწ. მუშაობდა ეჯმიაწინის მთავარი საკათედრო ტაძრის „გარეგინ I” თეოლოგიურ-არმენოლოგიურ ცენტრში.

2005 წ. 5 თებერვალს, არქიეპისკოპოს ეზნიკის (პეტროსიანი) ხელდასხმით აღიკვეცა ბერად და გახდა სახელად კირაკოსი.

2005-2008 წწ მსახურობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, როგორც ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის სასულიერო მოძღვარი.

2008-2012 წწ მსახურობდა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სომხურ თემში, როგორც მელბურნის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის სასულიერო წინამძღვარი.

2013-2015 წწ., როგორც წინამძღვრის მოსაყდრე მსახურობდა რუსეთის და ახალი ნახიჯევანის სომხურ თემში.

2015-2019 წწ. არქიმანდრიტი კირაკოსი იყო გეღარქუნიქის (სომხეთი)თემში, წინამძღვრობის მოსაყდრეთ.

ყოვლად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქ გარეგინ II კურთხევით, 2015 წელს, არქიმანტრიტმა კირაკოსმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, თემაზე: „სომხური და რუსული საეკლესიო დღესასწაულების ხალხური რუტუალების შედარების გამოცდა“ და მიენიჭა დოქტორის ხარისხი.

2019 წლის 18 ივნისს, ყოვლად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს ბრძანებით არქიმანდრიტი კირაკოსი დაინიშნა საქართველოს სომეხთა თემში წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად.

  • Hits: 63

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.