Материалы

მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი

მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი (საერო სახელი - სმბატ) დაიბადა 1974 წლის 21 დეკემბერს საქართველოში, ქალაქ ახალციხეში, მუშის ოჯახში.

1980-91 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ახალციხის № 2 რუსული საშუალო სკოლა.

1991-95 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში.

1996 წლის 27 სექტემბერს მთავარეპისკოპოს ტირან კიურეღიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1997 წლის 8 მაისს ეჯმიაწინის მონასტერში სურბ გაიანე ეპისკოპოსი სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და მსახურება დაიწყო ახალციხის რაიონის სოფლებში სულიერ მწყემსად. .

2003 წლის 1 აგვისტოს საქართველოს სომხურ ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დაინიშნა თბილისისსურბ გევორგ ეკლესიაში უფლებამოსილ მღვდლად, შემდგომ მსახურობდა ასევე სხვა ეკლესიებში.

2009 წლის 28 დეკემბერს ეკლესიაში სურბ გევორქ დაინიშნა კანდელაკად.

2012 წლის 1 თებერვალს დაინიშნა თბილისის კათედრალური სურბ გევორგ ეკლესიის სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მუშაობს დღემდე.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მწყემსად და ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწედ რელიგიათშორისი ურთიერთობების და საგარეო საქმეთა საკითხებში.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის უფროს კანდელაკად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

  • Hits: 68

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.