Материалы

მღვდელი ნარეკ კუშჩიანი

Ter Narekმღვდელი ნარეკ კუშჩიანი (საერო სახელი - სმბატ) დაიბადა 1974 წლის 21 დეკემბერს საქართველოში, ქალაქ ახალციხეში, მუშის ოჯახში.

1980-91 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ახალციხის № 2 რუსული საშუალო სკოლა.

1991-95 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში.

1996 წლის 27 სექტემბერს მთავარეპისკოპოს ტირან კიურეღიანის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად.

1997 წლის 8 მაისს ეჯმიაწინის „სურბ გაიანე“ მონასტერში ეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდლად და მსახურება დაიწყო ახალციხის რაიონის სოფლებში სულიერ მწყემსად.

2003 წლის 1 აგვისტოს საქართველოს სომხურ ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ დაინიშნა თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში უფლებამოსილ მღვდლად, შემდგომ მსახურობდა ასევე სხვა ეკლესიებში.

2009 წლის 28 დეკემბერს თბილისის „სურბ გევორგ'' ეკლესიაში დაინიშნა კანდელაკად.

2012 წლის 1 თებერვალს დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერ მწყემსად.

2015 წლის 1 ოქტომბრიდან მღვდელი ნარეკ კუშჩიანი დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მწყემსად და ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწედ რელიგიათშორისი ურთიერთობების და საგარეო საქმეთა საკითხებში.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსი მღვდელი ნარეკ კუშჩიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის უფროს კანდელაკად.

2017 წელის 1 თებერვლიდან დაინიშნა ქალაქ რუსთავის და მარნეულის სომხების სულიერ მოძღვრად. შეთავსებით დაინიშნა ასევე საეპისკოპოსოს სოციალური მომსახურების სამსახურის სულიერ პასუხისმგებლად.

2017 წლიდან დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ- საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის მზრუნველად და სულიერ პასუხისმგებლად.

ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი და ერთი  ვაჟი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი

ტელ.: +995571000789, +995599142574

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են