თბილისში საზოგადოებრივი ინიციატივის- „მომავალი სომხური“, ხედვები განიხილეს
2021 წლის 22 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, საზოგადოებრივი ინიციატივის- „მომავალი სომხური“ (The FUTURE ARMENIAN) ფარგლებში ჩატარდა ონლაინ შეხვედრა პროექტის თანადამფინანსებელ, ფონდ IdeA-ს და „ავრორა“ საქველმოქმედო პროექტის თანათავმჯდომარე რუბენ ვარდანიანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ინტელიგენცია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
შეხვედრის მიზანი პროექტის- „მომავალი სომხური“, თბილისის სომხური თემის წარმომადგენლებთან განხილვა იყო. პროექტი იმ 15 პუნქტს მოიცავს, რომელიც განსაზღვრავს 2041 წლამდე სომხეთი-არცახი-დიასპორა სამეულის განვითარების და სომხეთის და სომხურის გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების ორიენტირებს.
ონლაინ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა რუბენ ვარდანიანის და მისი თანამშრომლების მიმართ გამოხატული მადლიერების სიტყვით დაიწყო, ვისი დაფინანსებითაც თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.
ამის შემდეგ პროგრამის- „მომავალი სომხური“, თანადამფინანსებელმა დამსწრეების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც შეეხებოდა სომხეთის რესპუბლიკაში ახლად ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, არცახის ომს, დედა სამშობლოს ეკონომიკის, კულტურის, განათლების სისტემის და სხვა სფეროების განვითარების პერსპექტივებს და პროექტის განხორციელებაში თითოეული სომეხის პოტენციალის გათვალისწინებას.
რუბენ ვარდანიანმა ახლო მომავალში თბილისში ჩამოსვლის და თბილისის სომხურ თემთან შეხვედრის პირობა დადო. ონლაინ შეხვედრას საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა გაუწია მოდერაცია.