Материалы

საახალწლო ზეიმი „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში

2021 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ჩატარდა „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო ზეიმი. საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ძალისხმევით და ფანტაზიით მორთულ დარბაზში ნამდვილი ზამთრის განწყობა იყო შექმნილი. ბავშვები ტყის სხვადასხვა მობინადრის კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი, გამოპრანჭულნი უმშვენიერეს და დიდებულ სამოსში.

დარბაზში შეკრებილნი იყვნენ არა მხოლოდ პატარების მშობლები, ბებია-ბაბუები, არამედ სულიერი მამები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის წარმომადგენლები და ეპარქიის სხვა თანამშრომლები.

ზეიმი საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის - ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მათი წარმოსახვით გაითამაშეს სცენები სხვადასხვა საბავშვო ზღაპრიდან.

269911429

ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ პატარები სომხური ცეკვა-სიმღერის შესრულებით და ლექსების მოყოლით. ისინი მხიარული განწყობით ელოდნენ თოვლის ბაბუას მოსვლას, რომელსაც მათთვის საჩუქრები უნდა მოეტანა და ახალი 2022 წლის დადგომა ეხარებინა. შემოვიდა თოვლის ბაბუა, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა საახალწლო ზეიმთან დაკავშირებით, შეაქო პატარები და უთხრა რომ ერთი წლის წინანდელი შეხვედრის შემდეგ ისინი გაზრდილან, უფრო დაჭკვიანებულან, კარგად სწავლობენ, ამიტომაც ხელცარიელი არ მოსულა და მათ სიურპრიზად ბევრი საჩუქარი მოუტანა.

ზეიმის დასრულების შემდეგ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, რომელმაც დამსწრეებს ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა და ასევე დამდეგი ახალი წლის და შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა გადასცა. ღირსმა მღვდელმა მაღალი შეფასება მისცა ბავშვების მონაწილეობით ჩატარებულ საახალწლო ზეიმს, შეაქო საბავშვო ბაღის მასწავლებლები მათი თავდაუზოგავი შრომისათვის და დამსწრეებს საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის მიღების და მათი შვილების „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოყვანისკენ მოუწოდა. ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა დამსწრეებს დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

269764776

269842939

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են