Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სომხური სკოლის მომავალი პირველკლასელები

2022 წლის 24 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მამობრივი კურთხევის მიღების შემდეგ, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის ევგენია მარკოსიანის თაოსნობით, საბავშვო ბაღის პედაგოგ  აიდა ბაზოიანთან, ოპერატორ-ფოტოგრაფ გევორგ პოღოსოვსა და მომავალი პირველკლასელების მშობლებთან ერთად „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ერთმა ჯგუფმა დედაქალაქის 104-ე საჯარო სკოლაში საზეიმოდ გაიარა პირველ კლასში ჩარიცხვის პროცედურა.

მომავალ პირველკლასელთა მისალმება სკოლის ადმინისტრაციის მიმართ გამოიხატა სომხური ანბანის ზეპირად მოყოლით, რომელსაც მოჰყვა ასევე სიმღერის - „სომხური ასოები“ შესრულება. ბავშვები მიიღო სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა, დირექტორის მოადგილემ ალმარი სირადეგიანმა და ახალი სასწავლო წლისათვის პირველი კლასის, მათ შორის ამ ბავშვების, დამრიგებელმა ლილით კარაგიოზიანმა. ბავშვებმა შექება დაიმსახურეს სომხურ ენაში, არითმეტიკასა და ბუნებისმცოდნეობაში წარმოჩენილი საბაზისო და შემეცნებითი ცოდნის, ისევე როგორც სომხური ეკლესიის წესების ზუსტი ცოდნისათვის.

283930873

სკოლის დირექციამ კმაყოფილება გამოთქვა „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიმართ, რადგან ცენტრი სკოლაში მრავალმხრივი მზაობის ბავშვების შესვლას უზრუნველყოფს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობა და 104-ე საჯარო სკოლის დირექცია შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა თბილისში სომეხი ბავშვის სომეხად აღზრდის და მშობლიურ ენაზე მათი განათლების მიმართულებით.

მომავალმა პირველკლასელებმა შემოიარეს სკოლის შენობა, დაათვალიერეს სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და მათი მომავალი საკლასო ოთახი.

ცენტრის დირექციის მიერ დეტალურად და ზუსტად მომზადებული საბუთების და მშობელთა განცხადებების საფუძველზე საბავშვო ბაღის 15 კურსდამთავრებული 2022-2023 სასწავლო წლიდან სწავლას დაიწყებს დედაქალაქის 104-ე საჯარო სკოლის პირველ კლასში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღს წელს 19 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლებში გააგრძელებენ სწავლას. სასიხარულოა, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთაგან 16 განათლებას სომხურ სკოლაში მიიღებს, მათ შორის 15 თბილისის 104-ე სომხურ, ერთი თბილისის 103-ე სომხურ-ქართულ, ხოლო დანარჩენი სამი დედაქალაქის უცხოენოვან საჯარო სკოლებში.

283594028

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են