ინგლისური ენის ღია გაკვეთილი ჰოვანეს თუმანიანის სახლში – თუმანიანის შემოქმედებით
25 ნოემბერს, თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში ჩაუტარდათ ინგლისური ენის ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა ჰოვანეს თუმანიანს (პედაგოგი – ჰრიფსიმე ეღშატიანი). ბავშვებმა წარმოადგინეს თუმანიანის ლექსები და ოთხტაეპები ორ – სომხურ და ინგლისურ ენებზე. გაკვეთილს ესწრებოდა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი. გაკვეთილის დასასრულს ცენტრის თანამშრომელმა ედიტა ზორაბიანმა ბავშვებს თუმანიანის ზღაპარი - „უძლეველი მამალი“ მოუყვა და „მათ მეფისგან უკან დაბრუნებული ოქრო- შოკოლადები გაუნაწილა“.