Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ვნების კვირის რიტუალების განრიგი

2021 წლის 29 მარტი- 4 აპრილი

დიდი ორშაბათი- (29 მარტი) უნაყოფო ლეღვის ხსენება

დიდი სამშაბათი- (30 მარტი) ათი ქალწულის ხსენება- 17 სთ-სა და 30 წთ-ზე.

დიდი ოთხშაბათი- (31 მარტი) ნელსაცხებლის ცხება და ღალატი უფლისა

დიდი ხუთშაბათი- (1 აპრილი) საიდუმლო სერობა- ზიარების საიდუმლოს დადგენა, ფეხთბანვა, სააღდგომო ცისკარი

- დილის ღვთისმსახურება და მონანიების რიტუალი- 9:00 სთ-ზე.

- საღმრთო ლიტურგია- „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძარი- 11 სთ-ზე.

„სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია- 10 სთ-სა და 30 წთ-ზე.

- ფეხთბანვის რიტუალი- 16:00 სთ-ზე.

- ცისკრის რიტუალი- 17 სთ-სა და 30 წთ-ზე.

წითელი პარასკევი (2 აპრილი)- ქრისტეს ჯვარცმა და მისვენება

- ჯვარცმის რიტუალი- 12:00 სთ-ზე.

- მისვენების რიტუალი 17:00 სთ-ზე.

დიდი შაბათი (3 აპრილი)

-ჭრაგალუიცის (აღდგომის წინადღე) საღმრთო ლიტურგია- 18:00 სთ-ზე.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული (4 აპრილი) „ზატიკ“- იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

- სააღდგომო საღმრთო ლიტურგია- 11:00 სთ-ზე.

3-04-2021

ჭრაგალუიცის (აღდგომის წინადღის) საღმრთო ლიტურგია

3 აპრილს, 18:00 სთ-ზე, თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით ჭრაგალუიცის (აღდგომის წინადღის) საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინება ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში.

მისამართი: ქ. თბილისი, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია, არმაზის ქ. 18, ტელ.: 254-64-11

4-04-2021

იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

2021 წლის 4 აპრილს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ან პასექი დღესასწაულთა გვირგვინია, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული. მთელი ქრისტიანული სამყაროს მსგავსად, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიაც დიდი ზეიმით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ქრისტეს აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია.

ძვირფასო მორწმუნენო, 2021 წლის 4 აპრილს, გიწვევთ თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი აღავლენს.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში.

დასაწყისი: 11:00 სთ-ზე.

მისამართი: ქ. თბილისი, „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძარი, სამღებროს ქ. 5, ტელ.: 275-41-11

5-04-2021

მიცვალებულთა მოხსენიება

2021 წლის 5 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდება პანაშვიდი.

დასაწყისი: 11 სთ-ზე.

მისამართი:

ქ. თბილისი, „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძარი, სამღებროს ქ. 5, ტელ.: 275-41-11

ქ. თბილისი, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია, არმაზის ქ. 18, ტელ.: 254-64-11

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են