5-01-2022 ჭრაგალუიცის და ნათლისღების საღმრთო ლიტურგია / 6-01-2022 შობისა და ნათლისღების დღესასწაულები

5-01-2022
ჭრაგალუიცის და ნათლისღების საღმრთო ლიტურგია
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, შობის დღესასწაული იწყება 5 იანვარს- საღამოს და გრძელდება შუაღამის შემდეგ.
შობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში „ჭრაგალუიცისა“ და ნათლისღების სადღესასწაულო წირვა აღევლინება.
დასაწყისი: 17:00 სთ-ზე.
6-01-2022
შობისა და ნათლისღების დღესასწაულები
6 იანვრის დილას, სომხურ ეკლესიებში აღევლინება სადღესასწაულო წირვა. გიწვევთ ეპარქიაში მოქმედ სომხურ ტაძრებში სარიტუალო ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად.
სადღესასწაულო წირვის შემდეგ შესრულდება წყლის კურთხევის რიტუალი - იესოს ნათლობა (ხალხის თანახმად- ჯვარს წყალში შთაფლავენ).
„სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.
სადღესასწაულო წირვის დასაწყისი „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში: 11:00 სთ-ზე.
სადღესასწაულო წირვის დასაწყისი „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში: 10 სთ-სა და 30 წთ-ზე.
7-01-2022
მიცვალებულთა მოხსენიება- პანაშვიდის წესი
თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში
დასაწყისი: 12:00 სთ-ზე.
მისამართი: სამღებროს ქ. 5, ტელ.: 275-41-11
იმავე დღეს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინება წმინდა წირვა, რომლის დასრულების შემდეგ შესრულდება პანაშვიდის წესი - მიცვალებულთა მოხსენიება.
დასაწყისი: 10 სთ-სა და 30 წთ-ზე.
მისამართი: არმაზის ჩიხი, შესახვევი I (ყოფილი არმაზის ქ. 18), ტელ.: 254-64-11