Материалы

საეპისკოპოსო

XIII საუკუნიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსო ქალაქ ტფილისის (თბილისის) „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძარი იყო, რომელიც 1215 წელს აშენდა.

საეპისკოპოსო საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეთა სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობს, ხელს უწყობს სომხური თემის სომხური ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებას, თემში ორგანიზებას უწევს სომხური იდენტობისა და ეროვნულობის შენარჩუნების მიზნით ჩატარებულ კულტურულ, საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებს,  სომხური ეკლესიის ყველა დღესასწაულის წესისამებრ აღნიშვნას, ტრადიციებისა და წეს-ჩვევების შენარჩუნებას.

საეპისკოპოსო ასევე ხელმძღვანელობს ეპარქიის დაქვემდებარებაში მოქმედი ეკლესიების საქმიანობას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, საქართველოში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და შემოქმედებით ჯგუფებთან თანამშრომლობით. საეპისკოპოსოს საქმიანობაში შედის ასევე სტუმრების მიღებაც. საეპისკოპოსოს მისიის განხორციელებაში მხარს უჭერენ, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები, გალუსტ გიულბენკიანის, და ვარდან ჯინიშიანის ხსოვნის ფონდები.

 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են