Материалы

ახალი ამბები

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა

2024 წლის 18 აგვისტოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღნიშნა. იგი  სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის უძველესია. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიით და  ყურძნის კურთხევის რიტუალით აღინიშნა.

თბილისში, სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.  საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ თბილისის სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები, ინტელიგენცია, სტრუქტურათა ხელმძღვანელები, მორწმუნეები და ტურისტები.

2

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა სათანადოდ იქადაგა დღის მნიშვნელობაზე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უდიდეს  მისიაზე, მის მიძინებასა და აღდგომაზე, ამაღლებაზე და ისაუბრა ყურძნის კურთხევის მნიშვნელობაზე. ამის შემდეგ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა „ყურძნის კურთხევის“ საზეიმო ცერემონია და აღევლინა წმ. ნერსეს შნორალის „ყურძნის კურთხევის“ ლოცვა.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են