Материалы

იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილება - დირექტორი მიქაელ ავაგიანი

საქართველოს სომეხთა ეპარქიის იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილება დაკავებულია ეპარქიის საქმიანობასთან დაკავშირებული აქტუალური სამართლებრივი საკითხებით, სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობით.

აღნიშნული განყოფილების დღის წესრიგში ზოგადი ხასიათის ძირითადი საკითხებია: რესტიტუციის კანონის შესაბამისად ეპარქიისათვის იმ სომხური ეკლესიების გადაცემის საკითხი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე არსებობდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ დღეს არ ფუნქციონირებს, უკვე ნანგრევებად არის ქცეული, მათ ადგილას სხვა შენობებია აშენებული და გაქართულებულია; საბჭოთა პერიოდში ეპარქიისგან ჩამორთმეული ეკლესიებისა და სხვა საეკლესიო ქონების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება; აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ ეპარქიის მიმართ პროპორციულობის პრინციპზე დაფუძნებული თანაბარი ურთიერთობის მიღწევის საკითხი.

განყოფილების ხელმძღვანელი ზედამხედველობს ნორაშენ, სურბ ნშან და სურბ მინას, ახალციხის სურბ ნშან სომხური ტაძრების გადაცემის და საბჭოთა პერიოდში ეპარქიისგან ჩამორთმეული  შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ და მუღნეცოც სურბ გევორგ ტაძრების კონსერვაციას.


ამასთან, განყოფილების უფლებამოსილება მოიცავს ეპარქიის პოზიციის წარდგენასა

პარალელურად, განყოფილება მუშაობს საქართველოს სომხური თემის კონსოლიდაციისა და განვითარების მიმართულებით. მოხალისეების მონაწილეობით საქართველოს სომეხთა ეპარქიაში განხორციელდა სომეხი მოსახლეობის აღწერა. 20-მდე ახალგაზრდის ჩართულობით აღირიცხა სომხები, მათი მონაცემების შეგროვების შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის ბაზა. აღნიშნული გახლავთ სომეხი მოსახლეობის ე.წ. აღწერა, რომელიც აჩვენებს სომხების რეალურ სურათს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე და, რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მხარს უჭერს სომხური ეკლესიის გარშემო სომხების გაერთიანებას.


იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების ეგიდით ხორციელდება:

1. სოციალური მომსახურება

ა. დახმარება

ბ. ციხეები - ხელმძღვანელი: მღვდელი ჰუსიკ ჰარუთიუნიანი

გ. საავადმყოფოები

დ. დაუცველი ფენები

ე. სტუმარმასპინძლობა,

ვ. ცერემონია

მიქაელ ავაგიანი დაიბადა 1979 წლის 24 იანვარს, თბილისში. ის პროფესიით იურისტია. მუშაობდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში, გახლდათ რეფერენტი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე და მრჩეველი. ის არის აქტიური საზოგადო მოღვაწე, ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ორგანიზაციას „შენ“. იყო პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და მისი გამგეობის წევრი.

ფლობს სომხურ, რუსულ, ქართულ ენებს. საწყის დონეზე ფლობს ინგლისურ ენას.  

დაოჯახებულია. 

საცხოვრებელი ადგილი- ქ. თბილისი და ბათუმი

ტელეფონი -  577 43 79 12

ელ.ფოსტის მისამართი- misha_avელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են