Материалы

ერევანცოც (ერევნელების) სურბ მინას ეკლესია

ԹԲԻԼԻՍԻԻ ՍԲ ՄԻՆԱՍ ԵԿԵՂԵՑԻՆ ՓԼՈՒԶՄԱՆ ԵԶՐԻՆ

დაარსდა 1790 წელს, ხოლო 1883 წლის 2 იანვარს ძველი ეკლესიის მაგივრად აშენდა ნორ ერევანცოც სურბ მინასი. ამჟამად ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაშია.

ეკლესიის დაარსება და რესტავრაციები: სურბ მინას ეკლესია მდებარეობს თბილისის გელათის (წინად იორსკაიას ქუჩა) N13 მისამართზე[1] . ქართველი მკვლევრებიდან ეკლესიის აშენების შესახებ ღირებულ ინფორმაციებს გვამცნობს იგნ. იოსელიანი, იგი ადასტურებს რომ ეკლესია სომხურია [2]. ლ. მელიქსეთ–ბეკის მიხედვით, ეკლესია დაარსდა ავლაბრელების სახსრებით და მიენიჭა სურბ მინას მოწმის სახელი [3]. სომეხი და ქართველი მკვლერები ეკლესიის დაარსების წელიწადად 1790 წელს მიიჩნევენ.

მე–19–20 საუკუნეებში სურბ მინას ეკლესია რამოდენიმეჯერ იქნა რესტავრირებული და გარემონტებული. პირველი რესტავრაცია განხორციელდა 1811 წელს[4]. ძირეული რეაბილიტაცია 1880–იან წლებში ჩაუტარდა. ახალი ეკლესიაც, ძველის მსგავსად აგურისგან იყო აშენებული და ხით დაფარული [5]. ძირეულად ახალაშენებული ეკლესია 1883 წლის 2 იანვარს აკურთხეს [6]. მე–20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიის კედლის და მიმდებარე ორსართულიანი შენობის აშენების კუთხით ნაბიჯები გადაიდგა [7].

ԹԲԻԼԻՍԻԻ ՀԱՅԿԱԿԱՆ ՍԲ ՄԻՆԱՍ ԵԿԵՂԵՑԻ ԽՈՐՀՐԴԱՅԻՆ ՇՐՋԱՆარქიტექტურა: სურბ მინას ეკლესია გვიან შუასაუკუნის სომხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სამნავიანი ბაზილიკაა, ორი წყვილი თაღით, ორივე კუთხეებში მართკუთხედი სენაკებით, ნახევარწრიული ფორმის აბსიდით [8]. ეკლესია ქუჩის მთლიან სიგრძეზე იყო განლაგებული. ფართო დარბაზი დაფარული იყო ხის კამარით, დაფარული ორმხრივად დახრილი მეტალის ფირფიტებით. ამჟამად ხის საფარი მთლიანად დანგრეულია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ფრონტონი არ გააჩნიათ და მთლიანი შენობა უფრო საერო ნაგებობას ემსგავსება. ეკლესიის შიდა ტერიტორია საკმაოდ დიდი იყო. მას გარდა აღმოსავლეთისა, დანარჩენი სამი მხრებიდანაც ჰქონდა შემოსასვლელები, რომლებიც საკმაოდ ფართო და მაღალი იყო. ჰქონდა ასევე ფართო ფანჯრები. კედლები ზუსტი პროპორციულობით გამოირჩევიან. აღმოსავლეთის მხრიდან ეკლესიაზე ამჟამად აშენებულია გრძელი სათავსო, რომელსაც ფარავს აღმოსავლეთის ფანჯრები. შეერთებული შენობის ზედა მხარეს ჩანს ეკლესიის კამარას დასაწყისი. სათავსოა აშენებული ასევე დასავლეთ კედელზე.

მღვდლები და მსახურები: მე–19 საუკუნის 20–იან წლებში სურბ მინას ეკლესიაში მღვდელმსახურობას ეწეობა უფროსი მღვდელი ტერ ჰოვანნეს ასტვაწატურიანი [9]. თბილისის სომხური სურბ მინას ეკლესია: საბჭოთა პერიოდი. ეკლესიის მღვდელები იყვნენ ზაქარია ტერ–დავთიანი [10], მღვდელ ღაზაროს ჰოვსეფიანცი [11], მღვდელი გევორგ ტერ–ჰოვჰანნისიანცი [12], მღვდელი არისტაკეს ბენქლეანცი [13].

1817 წელს სურბ მინას ეკლესიაში მოიხსენიება ბატონი გრიგორი. შენარჩუნებულია ასევე მისი ანგარიშის ჟურნალი [14]. მე–20 საუკუნის დასაწყისში იყვნენ ნაზარ აფიანცი [15], ჰოვჰანნეს მკრტჩის ძე ავაგიანი [16], პოღოს ქათანიანცი [17], სედრაკ ბარსეღიანი[18].

საეკლესიო საკუთრება: სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის თემის ეკლესიების 1838 წლის ქონების ცნობის წიგნაკში მოიძებნება სურბ მინას ეკლესიის უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია. სხვადსხვა საეკლესიო ნივთების გარდა, ეკლესიას გააჩნდა გაქირავებული ოთახები, ეკლესიის მიმდებარე მიწის ნაკვეთები [19]. მე–20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიას ეკუთვდნოდა როგორც შირაზხანა ქუჩაზე მდებარე ორი მაღაზია, ასევე მის ეზოში მდებარე სასწავლო დაწესებულების შენობის გვერდით არსებული მაღაზია [20]. ცნობილია, რომ დავით იზმირიანცმა ეკლესიას ანდერძად დაუტოვა გარკვეული ტერიტორიები. გარდა იზმირიანცისა, ღაზარ აფიანცმა, კერძოდ, 1900 წელს ეკლესიას აჩუქა ავლაბრის მე–7 უბანზე მდებარე 1450 რუბლი ღირებულების ერთსართულიანი შენობა ღია ეზოთი, რომელიც დაახლოვებით 54, 23 კვ. საჟენი მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა [21].

სკოლა: სურბ მინას ეკლესიის მიმდებარედ სასულიერო სკოლის გახსნასთან დაკავშირებით არქივული დოკუმენტები იუწყებიან ინფორმაციას მე–19 საუკუნის 60–იანი წლებიდან დაწყებული. კერძოდ, 1860–1862 წლებში სურბ მინას ეკლესიის ეზოში აშენდა ახალი ოთახები, რომლებიდან ერთ–ერთი გამოყენებული იყო სასწავლო მიზნებით [22]. შემდგომში 1872 წელს, მაკარ არქეპისკოპოსის ხელმძღვანელობით სურბ მინას ეკლესიის მიმდებარედ გაიხსნა მარიამიან გოგონათა სასწავლო დასწესებულების ფილიალი [23]. 1970–იანი წლების დასასრულს ეკლესიის მიმდებარედ ცნობილი იზმირიანის სკოლა გაიხსნა [24].

ეკლესია საბჭოთა და პოსტ–საბჭოთა წლებში: ეკლესიის მიმართ ბოლშევიკების ეკლესიის წინააღმდეგ და რელიგიის წინაღმდეგ მართული პოლიტიკა, დევნა და რეპრესიები 1920–1930–იან წლებში გამოვლინდა. 1924 წელს თბილისის ცენტრალური აღმასრულებელი კომისიის გადაწყვეტილებით სურბ მინას ეკლესია გადაეცა ავლაბრის რეგიონალურ კომიტეტს, რეგიონალური კლუბის გახსნის მიზნით [25]. შემდგომში ეკლესიის შენობა გამოყენებულ იქნა როგორც სამკერვალო სახელოსნოდ, შუა 1990–იანი წლებიდან იგი გამოუყენებადი იყო.

2007 წლის პირველ ოქტომბერს სურბ მინას ეკლესიას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ამან ეკლესიის შენარჩუნების საქმეს ხელი ვერ შეუწყო. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მრავალი წერილებით მიმართა შესაბამის ორგანოებს, თუმცა არანაირი ცვლილება არ განხორციელდა. 2009 წელს, ასევე 2011, 2012, 2015 წლებს საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მრავალი საგანგაშო წერილები წარადგინა საქართველოს შესაბამის ორგანოებში სურბ მინას და სხვა ეკლესიების ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ამაოდ. 2014 წლის 19 სექტემბერს, წვიმების შედეგად დაინგრა ეკლესიის სახურავი, მერიამ კი გარემონტების მაგივრად ეკლესია მთლიანად გაანთავისუფლა სახურავისაგან [26]. იგი შემოღობილი არ არის, და ბოლო წლებში ეკლესიის ტერიტორიისთვის დავები დაიწყო ეკლესიის მეზობლად მცხოვრებ მოსახლეებს შორის. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მისაკუთრებულია კერძო პირის მიერ. ეკლესიის ტერიტორიაზე დაიწყო კერძო მშენებლობები.

[1] სურბ მინას ეკლესია მდებარეობს თბილისის გელათის (წინად იორსკაიას ქუჩა) N13 მისამართზე

[2] იოსელიანი, იგი ადასტურებს რომ ეკლესია სომხურია

[3] ლ. მელიქსეთ–ბეკის მიხედვით, ეკლესია დაარსდა ავლაბრელების სახსრებით და მიენიჭა სურბ მინას მოწმის სახელი

[4] სეა, ֆ. 332, ց. 1, თავი 102, թ. 16-ի շրջ.

[5] “მეღუ ჰაიასტანი”, 1880, N 49, გვ. 4.

[6] “მეღუ ჰაიასტანი”, 1883, N 1 გვ. 4.

[7] სეა, ֆ. 53, ց. 1,თავი 2464, թ. 10:

[8] მ. ჰასრათიან, თილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა, “ეჯმიაწინ”, 2009 (Զ), გვ. 74.

[9] ՄՄ, ნერსეს აშტარაკეცის არქივი, թղթ. 166, վավ. 874:

[10] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 2614, թ. 63.

[11] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 2273, թ. 238.

[12] სეა, ֆ. 53, ց. 2, თავი. 2375, թ. 1-ի շրջ.-2.

[13] სეა, ֆ. 53, ց. 2, თავი 2380, թ. 1-ի շրջ.-2.

[14] ՄՄ, Կաթողիկոսական դիվան, թղթ. 31, վավ. 198.

[15] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 1050, թ. 2.

[16] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 2464, թ. 10.

[17] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 3099, թ. 21.

[18] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 3099, թ. 37.

[19] სეა, ֆ. 56, ց. 6, თავი 39, թթ. 78-ի շրջ.-80.

[20] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 3099, թ. 60.

[21] სეა, ֆ. 56, ց. 4, თავი 3861, թ. 1; 8.

[22] სეა, ֆ. 53, ց. 1, თავი 2252, թթ. 115-116; ֆ. 56, ց. 5, գ. 55, გვ. 411-412 და շրջ.:

[23] “ნორაშენ”, იგივე:

[24] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 2273, թ. 71-ի շրջ.:

[25] სეა, ֆ. 409, ց. 1, գ. 3135, թ. 3 և շրջ.:

[26] საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს მდივანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են