შამხორეცონც კარმირ ავეტარან (შამხორელების წითელი სახარება) ეკლესია
დაარსდა 1735 წელს: 1989 წლის 26 აპრილს დაინგრა. ამჟამად ეკლესიის მხოლოდ აღმოსავლეთის კედელია შენარჩუნებული
დაარსება და რესტავრაციები: შამქორეცოც (შამხორეცონც) სურბ ასტვაწაწინ ეკლესია, რომელიც იმყოფება თბილისის ყოფილი პრეობრაჟენსკაია, ამჟამად ფიგნერის სახელის მატარებელი ქუჩის მიმდებარედ (ფერისცვალების ქ. N21, ავლაბარი), აღმოსავლეთის საკურთხეველში შენახული წითელი რიტუალური სახარების გამო, ცნობილი იყო ასევე სახელწოდებით “წითელი სახარება”.
უგუმბათო ეკლესიის აშენების წელთან დაკავშირებით პროფესიული ლიტერატურა გვამცნობს ორ სავარაუდო მონაცემს: 1775 და 1809 წლები. პირველი ქართველმა მკვლევარმა ეგნ. იოსელიანმა დაადგინა: “ავლაბრის შუაგულში, ხალხური შენობების ცენტრში, არის შამქორეცოც ეკლესია, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი, უგუმბათო და ხით დაფარული, რომელიც აშენებულია ხალხის ძალისხმევით 1775 წელს [1]”. სომეხი მკვლევარი პ. მურადიანი უფრო ზუსტად 1809 წელს მიიჩნევს. მისი თვალსაზრისი ეფუძნება 1827 წელს ნერსეს არქეპისკოპოსის შექმნილი ეკლესიების სიას, სადაც აღინიშნება: “სურბ ასვაწაწინ შამქორეცოც, აშენებულია საზოგადოების მიერ 1809 წელს [2]”.
პ. მურადიანის მიხედვით, ეგნ. იოსელიანი არ აღნიშნავს ეკლესიის 1775 წელს აშემენების შესახებ ზუსტ პირველწყაროს და უფრო ვალიდურს მიიჩნევს ნერსეს აშტარაკეცის გადმოცემულს, რადგან ეკელსიების შესახებ მონაცემები ძირითადად ადგილობრივი სასულიერო პირებისგან ვრცელდებოდა.
ეკლესიის 1809 წელს აშენების შესახებ ინფორმაციებს გვაწყვდის ასევე მღვდელი გიუტ აღანიანი თავის “თბილისი სომხური ეკლესიების აშენების შესახებ ისტორიულ ცნობებში” [3].
უგუმბათო ეკლესიის აშენების წლის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, მკვლევრები თანხმდებიან, რომ ეკლესია სომხურია და აშენებულია 1723 წელს იბრაიმ ფაშას მიერ განძაკიდან თბილისში გადასახლებული შამხორელების მიერ [4].
გუმბათიანი ეკლესიის აშენების პერიოდად მიიჩნევა მე–19 საუკუნის 40–50–იანი წლები. ამის შესახებ იმცნობა როგორც არქივული დოკუმენტები, ასევე ეკლესიის კედლებზე შენარჩუნებული ჩანაწერები [5].
ეკლესიის ძირეულად რესტავრაციის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ჩანაწერები 1841–1842 წლებიდან არის დაწყებული. კერძოდ, 1842 წელს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს და იმერეთის თემის კოსისტორია, ეკლესიის რესტავრაციის და კედელის აშენების (ხარჯი შეადგენდა დაახ. 1600 რუბლს ვერცხლთ) პროცესის შესახებ მიმართავს ეჯმიაწინის სინოდს [6]. ეკლესიის აშენების ნებართვა დამტკიცდა კავკასიის გუბერნატორის მიერაც. კერძოდ, ეჯმიაწნის სინოდისადმი მიმართულ 1843 წლის 17 მაისს N4584 ლიტარატურაში ნათქვამია: ''По представлению Эчмиадзинскаго Синода, оть 11 Сентября прошлаго года за N1857, о дозволении Тифлисскимь жителямь Шамхорскимь армянамь, возобновить на свой счеть пришедшую в ветхость церквоь во имя Богородицы, находящуюся вь предместии города Тифлиса Авлабарь, я входиль вь сношения сь. Г. Министром Внутренныхь Дель, который вь отношении оть 25 Апреля сего года за N1228 изьявляеть свое согласие на означенную постройку коль скоро плань и фасад оной будуть разсмотрены и одобрены...[7]'':
აღსანიშნავია, რომ მშენებლობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეკლესიის კედლებზე 1858 წლის წარწერების რაოდენობა ჭარბობს, რაც ადასტურბს ამ წლამდე სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას.
ეკლესიის რესტავრაციის სამუშაოებში დიდი წვლილი მიუძღვნის ტერ–ღაზარიანცების ტომს. შემდგომში უკანასკნელებს შამქორეცოც ეკლესიის ეზოში ტომური სასაფლაოს აშენების უფლება მიეცათ. ამას იმცნობიან ეროვნულ არქივში შენახული დოკუმენტები, მათ შორის 1902 წელს ა. თაშჭიანის დაპროექტებული ეკლესიის ჩრდილოეთ ეზოს გეგმა, სადაც უნდა დადგმულიყო გარდაცვლილი გრიგორ ტერ–ღაზარიანცის საფლავი [8].
1881 წელს ისევ შესრულდა ეკლესიის ნაწილობრივ რესტავრაციის სამუშაოები. როგორც ეკლესიის რესტვრატორი წერდა “... რადგან ეკლესია ჩვენი მხრიდან რესტავრაციას საჭიროებს…” [9]. კონსისტორიამ ნება დართო ეკლესიის თანხებიდან დაახლოვებით 300 რუბლი დაეხარჯათ რემონტისთვის [10]. 1888 წელს საფუძვლიანად აშენდა ეკლესიის სამხრეთის კედელი [[11]].
1912 წელს არქიტექტორ ნ. ხარაზიანმა დაგეგმა ეკლესიის მთავარი შესასვლელის წინ ასაშენებელი სამრეკლოთი დასარულებელი შემოსასვლელი [12].
შამქორეცოც სურბ არსტვაწაწინ ეკლესიის ეზოში მე–19 საუკუნის ბოლო წლებიდან დაწყებული დაკრძალეს წარმოშობით შამქორელი თაჰირიან, მირზახანიან, ჰარუთიუნიან ტომების მიცვალებულები.
არქიტექტურა. შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ ეკლესია აგურისგან არის აშენებული. ჰქონდა დიდი სამლოცველო (14 x 19 მ), რომელიც აღმოსავლეთით დასრულდა ნახევარწრის ფორმის საკურთხეველით, ორივე მხარეებში მართკუთხედი სენაკებით. მაღალი გუმბათი 16 წახნაგური წვერებით აღმართულია დიდ, ცილინდრულ თაღებზე. გარდა მართკუთხედი, თაღური ფორმის დიდი ფანჯრებისა ყველა წინა მხარის ზედა მხარეებში იყო მრგვალი ფორმის ფანჯრებიც [13].
მღვდლები: შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის მღვდლები იყვნენ უფროსი მღვდელი კარაპეტ ტერ–გრიგორიანცი [14], მარგარ ტერ–მარგარიანცი[15], მღვდელმსახურობდნენ 1960–1970 წლებში. აქვე აღვნიშნოთ, რომ შამქორეცოც ეკლესიაში 1861–1876 წლებში ჯვარდაწერილთა ჩანაწერების ჟურნალები ასევე ინახება ეროვნულ არქივში [16]. მე–19 საუკუნის 80–იან წლებში ეკლესიას ჰყავდა 2 ყოვლად უწმინდესობა, ხოლო მრევლის რაოდენობა აღწევდა 1327–ს [17].
მე–19 საუკუნის 90–იან წლებში ეკლესიაში მღვდელმსახურობდა მღვდელი ჰამაზასპ კარაპეტიან ტერ–ჰოვანესიანცი (მრევლის რაოდენობა 145) და მღვდელ შმავონ ტერ–ბარსეღიანცი (მრევლის რაოდენობა 123) [18].
საეკლესიო სკოლა: 1883 წელს ეკლესიის ეზოში აშენდა საეკლესიო სკოლის შენობა. მე–20 საუკუნის დასაწყისში თემის სკოლების ცნობის წიგნაკის მიხედვით ეკლესიის მიმდებარედ მოქმედებდა შერეული ტიპის ერთგაკვეთილიანი სკოლა 32 მოსწავლით [32]. სავარაუდოდ სკოლის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 1908 წელს ეკლესიის სასულიერო სამეურვეო საბჭომ წინ წამოწია სკოლის შენობის დასავლეთ მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთზე ჯიქურების აშენების საკითხი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები იყვნენ უფროსი მღვდელი ჰამაზასპ ჰოვანესიანცი, ისაჰაკ ჰარუთუნიანცი, მდივანი დიაკვანი სარგის ეფაკიანცი [19].
საკუთრება: შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაციებს იუწყებიან ცნობები საქართველოსა და იმერეთის თემის ეკლესიების საკუთრების შესახებ. კერძოდ, 1937 წელს შედგენილი მსგავსი ცნობის მიხედვით შამქორეცოც ეკლესიას სხვადსხვა საეკლესიო ნივთების გარდა ფლობდა უძრავი ქონებაც. ეკლესიის ჩრდილოეთიდან 9, სამხრეთიდან 8, დასავლეთიდან 10 საჟენი მიწის ნაკვეთი, ასევე სახლის ადგილები [20]. მე–19 საუკუნის 50–60–იან წლებში ეკლესიას ჰქონდა მიმლოცველებისათვის განკუთვნილი 5 ოთახი, თანხის ძირითადი ნაწილი 149 რუბლს და 33 თეთრს შეადგენდა ვერცხლში, წლიური შემოსავალი 547 რუბლი და 81 თეთრი ვერცხლში [21]. მე–20 საუკუნის პირველ ათასწლეულში ეკლესიას ეკუთვნოდა სამი ოთახი, ძირითადი თანხა შეადგენდა 993 რუბლს და 48 თეთრს ვერცხლში, საკუთრებიდან მიღებული შემოსავალი კი 921 რუბლს და 79 თეთრს ვერცხლში [22].
შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ ეკლესია საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა წესების დადგენის შემდეგ, დაიხურა როგორც თბილისის სხვა სომხური ეკლესიები, ასევე შამქორეცოც ეკლესია. კერძოდ 1923–1924 წლებში იგი უკვე დალუქული ეკლესიების სიაში იყო [23].
1928–1929 წლებში, მიუხედავად დაკეტვისა, ეკლესიის სასულიერო საბჭო ფუნქციონირებას მაინც აგრძელებდა. კერძოდ, ეკლესია შესული იყო 1929 წელს გასამართ თბილისის თემური დეპუტატების მიერ არჩევით მოწვეულ ეკლესიათა სიაში[24].
საბჭოთა წლებში ეკლესიის შენობა გამოყენებული იყო სხვადსხვა მიზნებისთვის: იგი გადაიქცა პურის ქარხანად, ხოლო შემდეგ სათავსოდ. 1980–იან წლებში ქართველ მხატვართა სახელოსნოდ იქნა გამოყენებული. იმ წლებში სომხური თემი საქალაქო ხელისუფლებებს უამრავი განცხადებებით მიმართავდა, ეკლესიის თავიანთი სახსრებით რესტავრაციის უფლების მისანიჭებლად, თუმცა ამაოდ. 1989 წლის 14 აპრილს, ეკლესია დაინგრა. ხელისუფლების მიერ განცხადებული ცნობების მიხედვით, ეკლესია დაინგრა წინა დღეს (13 აპრილს) თბილისში მომხდარი 4 ბალიანი სიმძლავრის მიწისძვრის [25] შედეგად, ხოლო შემდგომ დღეებში ქართული მედიის პუბლიკაციებმა ფარდა ახადეს რეალობას და დაადგინეს რომ ეს განზრახ მოხდა. კერძოდ, უკვე 22 პარილს, ერთ–ერთი პუბლიკაციის თანახმად “დანგრეული” ეკლესიის ტერიტორიაზე ქართული მართმადიდებელი დედა ეკლესის აშენება იქნა შემოთავაზებული [26]. 27 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში “რატომ დაინგრა შამხორი” ქალაქის მთავარი არქიტექტორი აცხადებს, რომ დანგრეული ეკლესიის რესტავრაცია შეუძლებელია [27].
არა მხოლოდ ნახევრად დანგრეული ეკლესიის ნაწილები, არამედ ავლაბრის უბნის დასახლებული შენობების მნიშვნელოვანი ნაწილის დანგრევის შემდეგ ქართული მართმადიდებელი ახალი ეკლესიის აშენების შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა 1990 წლის 19 თებერვალს [28]. საბოლოოდ ქართული მართმადიდებელი ეკლესიის აშენება გადაწყდა არა შამქორეცოც, არამედ ხოჯივანქის დანგრეული სომხური ეკლესიისა და სასაფლაოს ადგილზე, ხოლო შამქორეცოც ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილის დანგრევა მიმდებარე ტერიტორიისთვის საფრთხის აცილების მიზნით მოხდა.
1999 წლის მდგომარეობით, მყარი ფორმით ეკლესიისგან შენარჩუნებულია მხოლოდ აღმოსავლეთის კედელი და მასთნ დაკავშირებული ზოგიერთი ნაწილები ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებისაგან. 2004 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქია საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს განცხადებით მიმართავს და სურვილს გამოთქვამს, რომ თუნდაც ნაწილობრივ, ეკლესიის ნანგრევების გამაგრების მიზნით ჯერ შემოიღობოს ეკლესია, ხოლო შემდგომ მასთან ეპარქია აშენდეს. ეს ინიციატივა აღკვეთილიქნა, რადგან იმავე წელს, ეპარქიისთვის მოსახერხებელ ადგილას დაარსდა და სწრაფად აშენდა ქართული საშუალო სკოლა სახელწოდებით “მომავალი”.
2009 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქია განცხადებით მიმართავს პრემირ მინისტრ ნიკა გილაურს, სხვა ეკლესიებთან ერთად, შამქორეცოც სურბ ასტვაწაწინ ეკლესიის ეპარქიისთვის დაბრუნდების საკითხით. საქართველოს სომეხთა ეპარქიამ ეკლესიების თემისთვის გადაცემის თხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა 2012 წელსაც, ხოლო 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვირეობის შენარჩუნების ეროვნულ სააგენტოს, უკანასკნელებთან თხოვნით, წარედგინათ ეკლესიების იურიდიული შეფასების შედეგები.
2016 წლის დეკემბრიდან ეკლესიის მიმდებარედ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, ამოთხრილ იქნა მრავალშენობიანი დიდი შენობის საძირკველი, რომელიც ავარიულ მდგომარეობას აჩენდა ეკლესიის შემდგომ შენარჩუნებისთვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიამ უამრავი გამაფრთხილებელი წერილებით მიმართა შესაბამის ორგანოებს, თუმცა საკითხი ვერ გადაიჭრა. ამჟამად სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა, რომელიც დღითიდღე აგრძელებს არქიტექტურული შენობის შემდგომი შენარჩუნების დაზიანებას.
_________________________________________________
[1] ლ. მელიქსეთ ბეკ, ქართული წყაროები სომხეთის და სომხების შესახებ, ტომი გ, ერევანი, 1955, გვ. 270:
[2] პ. მურადიან,ძველი თბილისის სომხური ეკლესიები, 2009, გვ 161:
[3] სეა, ֆ. 332, ց. 1, ֆ. 102, გვ. 17:
[4] П. М. Мурадян, Армянская эпиграфика Грузии, Ереван, 1988, с. 92-93.
[5] ჩანაწერები ნახე П. М. Мурадян, იგივე, გვ 93-96:
[6] სეა, ֆ. 56, ց. 1, գ. 1146, გვ. 1-2:
[7] სეა, ֆ. 56, ց,1, գ. 1146, გვ. 6:
[8] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 1474, გვ. 22, 27, 28-30, 36:
[9] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 2273, გვ. 403:
[10] იგივე, გვ. 403-ის շրջ.:
[11] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 2282/2/, გვ. 392 და շրջ.:
[12] ნორაშენ 2008/2 (14), გვ 2-4:
[13] მ. ჰასრათიან,თბილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა, «Էջմիածին» (ეჯმიაწინ) 2009/Զ/, გვ 72:
[14] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 2267, გვ. 2, գ. 2270, გვ. 2:
[15] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 2277, გვ. 2:
[16] სეა, ֆ. 53, ց. 2, գ. 2263-2278:
[17] სეა, ֆ. 53, ց. 1, գ. 3877, გვ. 20:
[18] სეა, ֆ. 53, ց. 1, წ. 3885, გვ. 182 շ.-183:
[19] სეა, ֆ. 35, ց. 1, წ. 369, გვ. 3:
[20] სეა, ֆ. 56, ց. 6, წ. 39, გვ. 69 շրջ.-72 և շրջ.:
[21] სეა, ֆ. 53, ց. 1, წ. 3830, გვ. 7-ի շրջ., 12:
[22] სეა, ֆ. 56, ց. 15, წ. 795 /ნაწილი 3/, გვ. 291 շ.-292.
[23] სომხური ეკლესიის ისტორიის დოკუმენტები, წიგნი გ, ერევანი 1997, გვ.525:
[24] სომხეთის ეროვნული არქივი, ֆ. 409, ց. 1, գ. 3218, გვ. 81-ის ირგვლივ.
[25] «Вечерный Тбилиси», 17 апрелья 1989.
[26] „თბილისი“, 22 აპრილი, 1989:
[27] „თბილისი“, 27 აპრილი, 1989, გვ. 6; «Молодежь Грузии», 27 აპრილი, 1989:
[28] “თბილისი”, 19 თებერვალი, 1990, გვ. 4: