Материалы

მთავარეპისკოპოსი ჰოვანესი

tem logo1284 წელს, საქართველოს სომეხთა წინამძღვარად მოიხსენიება მთავარეპისკოპოსი ჰოვანესი, რომლის დროსაც, იმავე წელიწადს, ეროვნებით სომეხი თავადი უმეკის აშენებულ სურბ გევორგ ეკლესიაში ჰოვანეს ერზნკაცი არქიმანდრიტმა, რომელიც ასევე ცნობილია სახელით პლუზ, იქადაგა თემაზე „უფალის ღვთაებრივ ქმნილებებზე, განსაკუთრებით სასწაულქმნილებებზე და ციური სხეულების მოძრაობაზე“, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მსმენელთათვის ძალზედ სასიამოვნო იყო (მ. ჩამჩიანი, „სომხეთის ისტორია“, ტ. 3, ვენეცია, 1786, გვერდი 272). უმეკის უმცროსი ვაჟი, ძალზედ გონიერი ახალგაზრდა ბიჭი ევედრება ჰოვანეს ერზნკაცის, რომ მისი ტრაქტატი ჩაიწეროს, პროზად აქციოს და მას უბოძოს. ადგილობრივმა წინამძღვარმა ჰოვანეს ეპისკოპოსმა ერზნკაცის უბრძანა, რომ ქადაგება ჩაიწეროს. ამრიგად, ის წერს ერთ წიგნს „ბრძნული სიტყვა, რომელშიც საუბარია ცის ვარსკვლავთა რაოდენობაზე და ციური სხეულების მოძრაობასა და სტიქიათა წესრიგზე, წელიწადის დროებსა და სხვა ბუნებრივ მოვლენებზე“ (მ. ჩამჩიანი, „სომხეთის ისტორია“, ტ. 3, ვენეცია, 1786, გვ 272-73).

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են